რეგისტრირებული ფაქტები86422
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს ციმბირში გადასახლებისა და იქიდან გაქცევის შემდეგ თედო სახოკია 15 წლის განმავლობაში ცხოვრობდა საზღვარგარეთ.
1943
ტიპი: ავტორობა
1943 წელს თედო სახოკიას დასაბეჭდად გამზადებული ჰქონდა თავისი შემდგომი თხზულებები: 1. „გურია, აჭარა, სამურზაყანო“, 2. „ციმბირში“, 3. „ძველად (მოგონება სამეგრელოში სწავლა-აღზრდის საქმის შესახებ)“, 4. „საქართველოში საზღვარგარეთიდან იარაღის შემოტანა, 1905 წელი“. 5. ქართულ ფიგურალურ თქმათა და სიტყვათა ლექსიკონი, 6. გი დე მოპასანის მეოთხე წიგნი.
1943
ტიპი: ღონისძიება
1943 წელს დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, თედო სახოკიას სხვადასხვა პერიოდში უთანამშრომლია შემდეგ პერიოდულ ჟურნალ-გაზეთებთან: „ივერია“, „ცნობის ფურცელი“, „საქართველო“, „მოამბე“, „ჯეჯილი“.
1872
ტიპი: ღონისძიება
1872 წლის 10 ნოემბერს თბილისის სამსჯავრო პალატამ სააპელაციო წესით გაბრიელ ანდრონიკოვისა და ანტონ ფალიევის ქონებრივი დავა ფალიევი და მსჯავრის გამოტანა სამომავლოდ გადადო.
1872
ტიპი: ღონისძიება
1872 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „დროების“ თანახმად, გიგო მაყაშვილს ტატო და გაბრიელ მაყაშვილები თელავში დამწვარი სახლის აღდგენაში დაეხმარნენ.
1872
ტიპი: ღონისძიება
1872 წლის 26 მარტს გორში, თავად ივანე ერისთავის სახლში, ლიტერატურული საღამო გაიმართა, რომელშიც გიორგი ერისთავი მონაწილეობდა.
1872
ტიპი: გარდაცვალება
1872 წლის 1-ელ აპრილს თბილისში სომხური თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელი, აკოფ კარანიანცი დაკრძალეს.
1871
ტიპი: ღონისძიება
1871 წლის 26 მაისს ქუთაისის სამსჯავროში გაიმართა ახალშობილის მკვლელობაში ბრალდებული ანა ხიმშიევა-დუბროვასა და მისი ვაჟის, პავლე ქავთარაძის სასამართლო პროცესი, რომელსაც მოსამართლე სკალკოვსკი თავმჯდომარეობდა, ხოლო ბრალდებულთა უფლებებს ვექილი ლეონიდ ნესტოროვი იცავდა.
1871
ტიპი: მფლობელობა
1871 წლის 10 დეკემბერს გაზეთ “დროებაში” გამოქვეყნდა სარედაქციო წერილი გ. მ. მირზოევის მიტკლის საქსოვი ფაბრიკის შესახებ.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წლის 21 ივნისს ამიერკავკასიის სამსჯავროში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო მიხეილ და პაკულა ხეჩატუროვების სახლი თბილისში, რომლებსაც დროულად ვერ გადაუხდიათ გირაოს საფასური 2500 მანეთის ოდენობით.
1871
ტიპი: ღონისძიება
1871 წლის 30 მაისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა სარედაქციო წერილი „წიგნების გავრცელება ჩვენში“, რომლის თანახმად თელავის მკვიდრმა ლევან ჯანდიერმა სურვილი გამოთქვა, მონაწილეობა მიეღო ახალი ქართული წიგნებისა და გაზეთების რეალიზაციაში.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867 წლის 16 ივნისს ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტმა წარჩინებული სწავლისათვის ოქროს შიფრით დააჯილდოვა სტუდენტი ეფემია გაბაშვილი.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წლის 30 აგვისტოს, კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით, სენაკის მაზრის III განყოფილების მომრიგებელი შუამდგომელი ალექსანდრე ნანეიშვილი დაჯილდოვდა სტანისლავას II ხარისხის ორდენით.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წლის 30 აგვისტოს, კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით, ზუგდიდის მაზრის V განყოფილების მომრიგებელი შუამდგომლის თანაშემწე კონსტანტინე ალშიბაია დაჯილდოვდა სტანისლავას II ხარისხის ორდენით.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წლის 30 აგვისტოს, კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით, შორაპნის მაზრის IV განყოფილების მომრიგებელი შუამდგომელი ქაიხოსრო ლორთქიფანიძე დაჯილდოვდა სტანისლავას II ხარისხის ორდენით.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წლის 30 აგვისტოს, კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით, ზუგდიდის მაზრის II განყოფილების მომრიგებელი შუამდგომელი, ოტია დადიანი, დაჯილდოვდა სტანისლავას II ხარისხის ორდენით.

