საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები32170

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1900

ტიპი: ღონისძიება

1900-იან წლებში პარიზში ჩასული არჩილ ჯორჯაძე განზე იდგა ეროვნული იდეისგან და ჩამორჩენილობად მიაჩნდა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900-იან წლებში არჩილ ჯორჯაძე საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას არ ემხრობოდა, რადგან ეეჭვებოდა ქართველ ხალხს დამოუკიდებლად პოლიტიკური ცხოვრება შესძლებოდა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900-იან წლებში არჩილ ჯორჯაძე ლევ ტოლსტოის მოძღვრებით იყო გატაცებული.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წელს არჩილ ჯორჯაძე „ცნობის ფურცელთან“ თანამშრომლობდა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899-1903 წლებში თედო სახოკიას პარიზში სწავლის პერიოდში იქ შეხვედრილი არჩილ ჯორჯაძე მას თავისი რუსულად დაწერილი წერილების თარგმნას სთხოვდა, რადგან თვითონ ქართული დავიწყებული ქონია.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900-იან წლებში თედო სახოკია არჩილ ჯორჯაძეს ქართველთათვის ზურგშექცეულ ადამიანად თვლიდა, ამიტომ მისი სამშობლოში დაბრუნების განზრახვა მას ძალიან გაუხარდა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს თედო სახოკიას პარიზში სწავლის პერიოდში იქ მოღვაწე არჩილ ჯორჯაძე რაღაც ხნის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900-იან წლებში პარიზიდან საქართველოში დაბრუნებული არჩილ ჯორჯაძე აქტიურად ჩაება საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა პარტიის ორგანიზაციის საქმეში.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს თედო სახოკიამ, არჩილ ჯორჯაძემ და გიორგი დეკანოზიშვილმა ცნობილ ასოთჩამომსხმელს დაავალეს ქართული შრიფტის ჩამოსხმა, რომელიც სილმაზით გამოირჩეოდა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს თედო სახოკიამ, არჩილ ჯორჯაძემ და გიორგი დეკანოზიშვილმა ცნობილ ასოთჩამომსხმელს დაავალეს ქართული შრიფტის ჩამოსხმა, რომელიც ეკონომიურობითა და ჩამტეობით გამოირჩეოდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 20 დეკემბრის „დროების“ ცნობით, ტერ-ასატუროვმა ასანთის ქარხანა გახსნა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 20 დეკემბრის „დროების“ ცნობით, ზაქარია გრიქუროვის მაღაზიაში ახალი წიგნი „სახალხო მეჯლისი“ იყიდებოდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 21 დეკემბრის „დროების“ ცნობით, „ნემეცების კლუბის“ დარბაზში მოლიერის სამმოქმედებიან კომედიას „სკაპენის ცუღლუტობას“ (აკაკი წერეთლის თარგმანი) წარმოადგენდნენ.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 22 დეკემბრის „დროების“ ცნობით, გიორგი თუმანიშვილის მეორე წიგნი „ალმანახი“ იანვარში დაიბეჭდებოდა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 8 თებერვლის გაზეთ „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ალექსანდრე სტაფილოვმა ცოლად მოყვანის მიზნით ლიზა ჭულარაევი მოიტაცა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 22 თებერვლის გაზეთ „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ივანე ბორისოვს სახაზინო რევოლვერი მოპარეს.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 22 თებერვლის გაზეთ „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სიკო გოგიჩაიშვილმა და ალექსი გოქაძემ შერვაშიძის მეეტლე გაქურდეს.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 22 თებერვლის გაზეთ „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ბროძელი საგუბერნიო ექიმის თანაშემწე იყო.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 22 თებერვლის გაზეთ „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, დ. ისაევმა ელისაბედ კაციაშვილს საათი და ვერცხლის ნივთები მოჰპარა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 22 თებერვლის გაზეთ „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ბაგრატ ვანუჩავა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 22 თებერვლის გაზეთ „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მღვდელ ვ. მ. აბესაძეს თავს დაესხნენ.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 22 თებერვლის გაზეთ „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ლეონიდ ნიკოლოზის ძე ანდრეევი და სტეფან პეტროვი (სკიტალეცი) დააპატიმრეს.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 22 თებერვლის გაზეთ „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ზაქარია კალოვის მამულში პოლიციის ახალი შენობა აშენდა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 17 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, იაგორ ვარაზაშვილმა სამრევლო სკოლას ასაშენებლად თანხა შესწირა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 17 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, აგლაძემ რაჭაში სამრევლო სკოლას ასაშენებლად საკუთარი მიწა გადასცა.