რეგისტრირებული ფაქტები91716
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1899
ტიპი: თანამდებობა
1899-1917 წლებში იოანე სიმონის ძე სალაძე ტელეფის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 ოქტომბერს თბილისის საბჭოს დარბაზში გაიმართა ქალაქის ხმოსნების კრება გამგეობის მეოთხე წევრის არჩევასთან დაკავშირებით. არსებული კანდიდატების გარდა დაასახელეს ქალაქის სანიტარულ-სამკურნალო ინსპექტორი სტეფანოვი და ხმოსანი ლაზარე ტიგრანოვი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ქალაქ თბილისის გამგეობამ დაადგინა, 200-მანეთის ოდენობის შემწეობა მიეცა თბილისის რეალური სასწავლებლის კურსდამთავრებულ ეკატერინოსლავის სამთო სასწავლებლის სტუდენტ ივანე რომანოვისა და მოსკოვის სატეხნიკო სასწავლებლის სტუდენტის, ბუღდან არუთინოვისთვის.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 10 სექტემბერს თელავში პ. მამინაშვილის, დავით აწყურელის, კონსტანტინე ანდრონიკაშვილის, მელქო აჯიმამუდოვისა და სხვ. მონაწილეობით წარმოადგინეს ნიკოლოზ შიუკაშვილის პიესა „გამხმარი ფოთლები“. შემოსავალი ადგილობრივ სამკითხველოს მოხმარდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 17 ოქტომბერს კავკასიის მთავარმმართებლის თანაშემწე ალექსანდრე ფრეზე ყარსში გაემგზავრა ჯარების დასათვალიერებლად.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს თბილისის პოლიცმაისტერ კოვალიოვს, რომელიც 22 აპრილს ქუჩებში არეულობის დროს დაშავდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 300 მანეთის ოდენობის დახმარება დაუნიშნა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 16 ოქტომბერს გამართულ მეღვინე-მევენახეთა კრებაზე საუფლისწულო მამულის თბილისის სარდაფის გამგე გ. ი. გოგოლ-იანოვსკიმ წაიკითხა მოხსენება იმის თაობაზე, რუსეთში რა გავლენა იქონია მეღვინეობაზე მაგარ სასმელებზე მონოპოლიის შემოღებამ და სასურველი იქნებოდა თუ არა მისი კავკასიაში შემოღება.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 17 ოქტომბერს კავკასიის მთავარმართებელმა გრიგოლ გოლიცინმა და მისმა თანაშემწე ალექსანდრე ფრეზემ ინახულეს სომეხთა კათალიკოსი მკრტიჩ ხრიმიანი.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 5 სექტემბერს ჭიათურაში თამარა ივანიძის და გძელიძის მონაწილეობით წარმო ადგინეს სპექტაკლი „მოჩვენებანი“.
1910
ტიპი: ორგანიზაცია
1910 წლის 5 სექტემბერს მომღერალთა საზოგადოება „სანთურის“ კრებაზე სარევიზიო კომისიის წევრობის კანდიდატებად აირჩიეს კონსტანტინე იასეს ძე ტყავაძე, ერასტი ივანეს ძე ჭავჭანიძე და მიხეილ ლონგინოზის ძე კავსაძე.
1910
ტიპი: ორგანიზაცია
1910 წლის 5 სექტემბერს ალექსანდრე სარაჯიშვილი მომღერალთა საზოგადოება „სანთურის“ კრებაზე გამგეობის წევრობის კანდიდატად აირჩიეს.

