საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები72439

1937

ტიპი: ავტორობა

1937-1939 წლებში პანტელეიმონ ჩხიკვაძე მუშაობდა რომანზე „ახალი ხმელეთი“.

1937

ტიპი: გარდაცვალება

1937 წელს სოფ. გუბისწყლის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იოანე ნიკოლოზის ძე ჩომახიძე გარდაიცვალა.

1937

ტიპი: ავტორობა

1937 წელს რევაზ გაბიჩვაძემ დაწერა ოპერა „ვეფხისტყაოსანი“.

1937

ტიპი: ავტორობა

1937 წელს დაიდგა გრიგოლ ბერძენიშვილის პიესა „აჭარის მთებში“.

1937

ტიპი: ღონისძიება

1937 წელს თბილისის სანიტარული კულტურის თეატრში დაიდგა გრიგოლ ბერძენიშვილის სამმოქმედებიანი დრამა „ოქროს ვერძი“.

1937

ტიპი: გარდაცვალება

1937 წელს სო­მი­წოს წმ. გი­ორ­გის ეკლესიის მღვდელ­ი ვასილ ტიმოთეს ძე იაშვილი გარდაიცვალა.

1937

ტიპი: ავტორობა

1937 წელს გამოქვეყნდა ანდრო თევზაძის ლექსების პირველი წიგნი „პირველი გაზაფხული“.

1937

ტიპი: ღონისძიება

ანდრო თევზაძემ ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1937 წელს.

1937

ტიპი: გარდაცვალება

1937 წელს მემედ იბრაჰიმის ძე აბაშიძე ბათუმში დახვრიტეს.

1937

ტიპი: ღონისძიება

1937 წლის რეპრესიების დროს პეტრე პავლეს ძე გელეიშვილი დააპატიმრეს.

1937

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1937 წელს ნიკო ნიკოლოზის ძე კეცხოველს ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის წოდება მიენიჭა.

1937

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1937 წელს ალექსანდრე დიმიტრის ძე უსტიაშვილს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიენიჭა.

1937

ტიპი: თანამდებობა

1937-1939 წლებში ალექსანდრე სანგულია იყო გაზეთ „აფხაზეთის კომკავშირელის“ პასუხისმგებელი რედაქტორი სოხუმში.

1937

ტიპი: ორგანიზაცია

1937 წელს ივანე შაიშმელაშვილი გახდა სკკპ წევრი.

1937

ტიპი: თანამდებობა

1937-1938 წლებში დიმიტრი ბენაშვილი იყო გაზეთ „ლიტერატურული გაზეთის“ კრიტიკის განყოფილების გამგე.

1937

ტიპი: თანამდებობა

1937 წელს პლატონ შიშნიაშვილი ცეკავშირის პრეზიდიუმის თავმჯდომარედ დაინიშნა.

1937

ტიპი: თანამდებობა

გ. ი. სმირნოვი დაინიშნა სსრ კავშირის სახელმწიფო საგანგებო კომისიის თავმჯდომარედ.

1937

ტიპი: გარდაცვალება

1937 წლის 18 თებერვალს, 17 საათსა და 30 წუთზე, გარდაიცვალა მძიმე მრეწველობის სახალხო კომისარი, საკავშირო კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრი სერგო ორჯონიკიძე.

1937

ტიპი: ავტორობა

1937 წლის 4 მარტს საქართველოს კომპარტიის ჭიათურის რაიკომის მდივანმა გ. კალმახელიძემ და მარგანეცის ტრესტის მმართველმა ს. ჭანკვეტაძემ გაზეთ „კომუნისტში“ გამოაქვეყნეს განცხადება სტახანოველი უშანგი მაჭავარიანის მიერ გეგმის გადაჭარბებით შეასრულების შესახებ.

1937

ტიპი: გარდაცვალება

1937 წლის მაისში გარდაიცვალა ძველ ბოლშევიკთა საზოგადოების წევრი მიხაილ ოლმინსკი.

1937

ტიპი: ღონისძიება

1937 წელს საქართველოს სსრ სახალხო კომისართა საბჭომ მიიღო დადგენილება სოფლის მეურნეობის მავნებლებთან, კერძოდ, მინდვრის ფარვანასთან ბრძოლის ღონისძიებების შესახებ. დადგენილებას ხელი მოაწერეს სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე გერმანე მგალობლიშვილმა და საქმეთა მმართველმა რ. შომახიამ.

1937

ტიპი: ავტორობა

1937 წლის 10 ოქტომბერს ქრისტინე შარაშიძეს სახალხო განათლების ისტორიის სექციის სხდომაზე უნდა წაეკითხა მოხსენება „მასწავლებელ გიგო შარაშიძის მოგონებანი სწავლა-აღზრდის შესახებ“.

1937

ტიპი: გარდაცვალება

1937 წლის 13 დეკემბერს ჯვა­რი­სის წმ. გი­ორ­გის ეკლესიის მღვდელი სიმონ ვასილის ძე ბაკურაძე გარდაიცვალა.