საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები72439

1938

ტიპი: ავტორობა

1938-1941 წლებში ქრისტინე შარაშიძე საქართველოს წიგნის პალატის დირექციის მიწვევით „ქართული წიგნის“ ბიბლიოგრაფიის შედგენაზე მუშაობდა.

1938

ტიპი: ღონისძიება

1938-1941 წლებში ქრისტინე შარაშიძე „ქართული წიგნის“ ბიბლიოგრაფიის შესადგენად მოსკოვსა და ლენინგრადში იყო მივლინებული.

1938

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1938-1945 წლებში პოლკოვნიკი შალვა მაღლაკელიძე გერმანიაში ცხოვრობდა.

1938

ტიპი: ავტორობა

1938 წელს გიგო შარაშიძემ არნოლდ ჩიქობავას მისწერა, რომ გურული ლექსიკონის გაურკვეველი მასალა მისთვის გაეგზავნა და ის მოაწესრიგებდა.

1938

ტიპი: ორგანიზაცია

1938 წელს ივანე პაპასკირი გახდა სკკპ წევრი.

1938

ტიპი: თანამდებობა

1938 წელს ივანე პაპასკირი გაზეთ „აპსნი კაპშის” რედაქციაში დააწინაურეს რედაქტორად.

1938

ტიპი: ავტორობა

1938 წელს დაიდგა ვიქტორ გაბესკირიას პიესა „მათი ამბავი”.

1938

ტიპი: ავტორობა

1938 წელს გამოქვეყნდა კალე ბობოხიძის „გამარჯვების სიმღერა“.

1938

ტიპი: ავტორობა

1938 წელს გამოქვეყნდა კალე ბობოხიძის ლექსები.

1938

ტიპი: ავტორობა

1938 წელს გამოვიდა კალე ბობოხიძის ლექსების კრებული რუსულად.

1938

ტიპი: თანამდებობა

1938 წელს კალე ბობოხიძე აირჩიეს სსმკ პირველადი პარტორგანიზაციის მდივნად.

1938

ტიპი: ორგანიზაცია

1938 წლიდან კალე ბობოხიძე იყო კომუნისტური პარტიის წევრი.

1938

ტიპი: თანამდებობა

1938-1941 წლებში კალე ბობოხიძე იყო სახელგამის განყოფილების უფროსი.

1938

ტიპი: ავტორობა

1938 წელს გამოქვეყნდა აკაკი ბელიაშვილის მოთხრობა „იუსტინეს ხაფანგი“.

1938

ტიპი: თანამდებობა

1938-1940 წლებში ლავროსი კალანდაძე მუშაობდა საქართველოს დეპეშათა სააგენტოს დირექტორის მოადგილედ თბილისში.

1938

ტიპი: ორგანიზაცია

1938 წელს აკაკი ბელიაშვილი გაწევრიანდა საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირში.

1938

ტიპი: თანამდებობა

1938 წლიდან მუშნი ხაშბა იყო აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი.

1938

ტიპი: ღონისძიება

მუშნი ხაშბამ ლიტერატურული საქმიანობა დაიწყო 1938 წელს.

1938

ტიპი: ავტორობა

1938-1939 წლებში დაიდგა ანასტასია აგლაძის პიესა „გულნარა“.

1938

ტიპი: ღონისძიება

1938 წლიდან ანასტასია აგლაძის პიესები იდგმებოდა სახელმწიფო თეატრებში საქართველოს სხვადასხვა რაიონში.

1938

ტიპი: ავტორობა

1938 წელს გამოქვეყნდა ალექსანდრე ჭეიშვილის პირველი რომანი „ლელო“.

1938

ტიპი: ავტორობა

1938 წელს გიორგი ნახუცრიშვილმა დაწერა პიესა „ცეცხლის ხაზზე“, რომელიც დაიდგა თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში.

1938

ტიპი: ავტორობა

1938 წელს გამოქვეყნდა ბესარიონ ჟღენტის კრიტიკული წერილი ლეო ქიაჩელის „გვადი ბიგვაზე“.

1938

ტიპი: თანამდებობა

1938-1942 წლებში ელიზბარ ზედგინიძე იყო ჟურნალ „მნათობის“ პროზის განყოფილების გამგე.

1938

ტიპი: თანამდებობა

1938-1941 წლებში ნიკოლოზ აგიაშვილი იყო ჟურნალ „ჩვენი თაობის“ პასუხისმგებელი მდივანი.