საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები72439

1966

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1966 წელს დის, თამარ წერეთლის თხოვნით დაიწყო კონსტანტინე ეფრემის ძე გამყრელიძის საქმის ხელახალი გამოძიება. წერილიდან ირკვევა, რომ გამყრელიძე დაიჭირეს თბილისთან ახლოს 1923 წელს. თუ რა ბედი ეწია მას, დამ არაფერი იცოდა.1966 წელს კი შეიტყო, რომ კონსტანტინე ციმბირში გადაასახლეს და მოინდომა მისი მისამართის გაგება.

1966

ტიპი: ღონისძიება

1966 წლის ზაფხულში პარიზის უნივერსიტეტმა გიორგი შარაშიძე მეორედ გაგზავნა თურქეთში, ორი თვით, ლაზური ენის შესასწავლად.

1966

ტიპი: ორგანიზაცია

1966 წელს თინათინ ჯავახიშვილი იყო მწერალთა კავშირის ყრილობის დელეგატი N85.

1966

ტიპი: ავტორობა

1966 წელს გამოქვეყნდა ანდრო ლომიძის „მდინარის გული“.

1966

ტიპი: ღონისძიება

1966 წლის სექტემბერში თბილისში დაგეგმილ შოთა რუსთაველის 800 წლის იუბილეზე ემიგრანტი, რუსთველოლოგი ვიქტორ ნოზაძეც იყო მოწვეული.

1966

ტიპი: თანამდებობა

1966 წელს მიხეილ კვალიაშვილი პოზნანის მუზეუმში მუშაობდა.

1966

ტიპი: ავტორობა

1966 წლის ნოემბერში აკაკი შანიძემ მიხეილ კვალიაშვილს აცნობა, რომ მოსკოვში, ოპერის შენობაში, გაიმართა რუსთაველის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო, რომელსაც მთავრობის წარმომადგენლები და უცხოელები ესწრებოდნენ.

1966

ტიპი: ღონისძიება

1966 წელს მიხეილ კვალიაშვილმა პოზნანში საქართველოდან გაგზავნილი „ვეფხისტყაოსნის“ საიუბილეო გამოცემა მიიღო.

1966

ტიპი: გარდაცვალება

1966 წელს არტემ არონიშიძის მეუღლემ მიხეილ კვალიაშვილს შეატყობინა, რომ არტემი პლოცკში კუჭის სიმსივნით გარდაიცვალა.

1966

ტიპი: ღონისძიება

1966 წელს ვახტანგ ნიკოლოზის ძე ჯობაძე საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის წევრი გახდა.

1966

ტიპი: ღონისძიება

1966 წელს რეჟისორმა კონსტანტინე ციციშვილმა ვარშავაში ფილმი „ილუზია“ გადაიღო.

1966

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1966 წელს იოსებ ბართლომეს ძე მეგრელიძეს პროფესორის წოდება მიანიჭეს.

1966

ტიპი: ღონისძიება

1966 წელს გიორგი ალექსანდრეს ძე მელიქიშვილს საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიანიჭეს.

1966

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1966 წელს ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძეს საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.

1966

ტიპი: გარდაცვალება

სიმონ ჩიქოვანი გარდაიცვალა 1966 წლის 24 აპრილს თბილისში. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.

1966

ტიპი: ღონისძიება

1966 წლის ივნისში ნიკოლოზ მათიკაშვილი მიხეილ კვალიაშვილს პოზნანში ესტუმრა.

1966

ტიპი: ღონისძიება

1966 წლის ივნისში ვალერიან თევზაძე პოლონელ მეგობართან ერთად მიხეილ კვალიაშვილს პოზნანში ესტუმრა.

1966

ტიპი: ავტორობა

1966 წლის 29 ივნისს მიხეილ კვალიაშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს მისწერა, რომ პოზნანში შეხვდა ქართველ ტურისტებს, რომლებიც მის მუზეუმს სტუმრობდნენ და მათთან დრო გაატარა.

1966

ტიპი: გარდაცვალება

გიორგი ლეონიძე გარდაიცვალა 1966 წლის 9 აგვისტოს თბილისში.

1966

ტიპი: ღონისძიება

1966 წლის ნოემბერში მიხეილ კვალიაშვილი 22 ნოემბერს პარიზში დაგეგმილ რუსთაველის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე მიიწვიეს.

1966

ტიპი: ავტორობა

1966 წლის 23 ნოემბერს მიხეილ კვალიაშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს სთხოვა, შეეტყობინებინა, გაიმართა თუ არა რუსთაველის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში.

1966

ტიპი: ავტორობა

1966 წლის 23 ნოემბერს მიხეილ კვალიაშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში შეატყობინა, რომ სამ გაზეთს გაუგზავნა წერილი რუსთაველის შესახებ, მაგრამ არც ერთმა არ დაბეჭდა.

1966

ტიპი: ღონისძიება

1966 წლის დეკემბერში გიგა ტურაშვილი პოლონეთიდან საქართველოში ჩამოვიდა.

1966

ტიპი: ღონისძიება

1966 წლის 5 დეკემბერს მიხეილ კვალიაშვილი სამკურნალოდ პოზნანის სამხედრო სანატორიუმში წავიდა.