საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები79693

2024

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს ქალაქის გამგეობის წევრად და მოურავის მოადგილედ ნამუშევარ ა. ა. ივანენკოს ქალაქის მოურავობაზე კენჭისყრა სურდა.

2024

ტიპი: გარდაცვალება

1916 წლის 20 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, დავით ერემის ძე ანთაძე გერმანიის საზღვარზე ბრძოლის დროს გარდაიცვალა.

2024

ტიპი: პირადი ინფორმაცია

დავით გიორგის ძე ნახუცრიშვილი 1876 წელს სოფელ ხაშმში დაიბადა.

2024

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 6 ნოემბერს დუშეთის სამოყვარულო დასის სცენაზე ავქსენტი ცაგარლის პიესა „ციმბირელი“ წარმოადგინეს. სპექტაკლში ვერა ვლადიმიროვისა, ნ. ჯინჭველაძისა, ნ. დაფქვიაშვილი, ლადო ფეიქრიშვილი, ალ. ვლადიმიროვი, შ. ჯინჭველაძე, ალ. ლალიაშვილი და გ. შახმადინი მონაწილეობდნენ.

2023

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1931 წლის 13 აგვისტოს შალვა აფხაიძემ სერგო კლდიაშვილს სიმონეთში მისწერა, რომ სახელგამი მისთვის ჰონორარის გადახდას არ აპირებდა, რადგან მამამისს, დავით კლდიაშვილს, რამდენიმე წლის წინ ავანსად 4000 მანეთი აუღია.

2023

ტიპი: გარდაცვალება

1923 წლის 20 მაისს როსტომ ილიას ძე მუსხელიშვილი ბოლშევიკებმა დახვრიტეს.

2015

ტიპი: თანამდებობა

2015 წელს პაატა ნაცვლიშვილი გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის, ისტორიისა და გეოგრაფიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი იყო.

2012

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 14 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სამსონ ჯღარკავას გლეხთა გამათავისუფლებელ მოძრაობაში მონაწილეობა ედებოდა ბრალად.

2008

ტიპი: გარდაცვალება

მარიამ ბარათაშვილი გარდაიცვალა 2008 წლის 30 დეკემბერს.

2008

ტიპი: თანამდებობა

2008 წელს თენგიზ სულხანიშვილი გაზეთ „თბილისი-ნიუ-იორკის“ კორესპონდენტი იყო.

2003

ტიპი: გარდაცვალება

კლავდია დევდარიანი გარდაიცვალა 2003 წლის 21 მარტს თბილისში.

2002

ტიპი: ღონისძიება

2002 წელს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

2001

ტიპი: პირადი ინფორმაცია

2001 წელს ოთარ დავითის ძე ლორთქიფანიძე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი იყო.

1999

ტიპი: ღონისძიება

1990 წელს მიხეილ გორბაჩოვს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია გადაეცა.

1999

ტიპი: ღონისძიება

1999 წელს კლავდია დევდარიანი დააჯილდოვეს ღირსების ორდენით.

1998

ტიპი: გარდაცვალება

გიორგი ნატროშვილი გარდაიცვალა 1998 წლის 21 ივნისს თბილისში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

1998

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1998 წელს ჯანსუღ ავდიდის ძე ჩარკვიანს შალვა დადიანის სახელობის ლიტერატურული პრემიის ლაურეატის წოდება მიენიჭა.

1997

ტიპი: გარდაცვალება

ლავრენტი ჭიჭინაძე გარდაიცვალა 1997 წლის 16 აგვისტოს.

1997

ტიპი: გარდაცვალება

ალექსანდრე გომიაშვილი გარდაიცვალა 1997 წლის 13 მარტს თბილისში.

1997

ტიპი: ღონისძიება

1997 წელს ნოშრევან გალაშვილი საზღვარგარეთ არსებული კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და საქართველოში დაბრუნების საქმეში შეტანილი წვლილისთვის ღირსების ორდენით დააჯილდოვეს.

1997

ტიპი: თანამდებობა

1997 წელს ოთარ დავითის ძე ლორთქიფანიძე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი იყო.

1997

ტიპი: თანამდებობა

1997 წელს ზურაბ კონსტანტინეს ძე წერეთელი რუსეთის ხელოვნების აკადემიის პრეზიდენტი იყო.

1996

ტიპი: გარდაცვალება

აკაკი გაწერელია გარდაიცვალა 1996 წელს. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

1995

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 10 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკოლოზ სიხარულიძის მოთხრობის „გამხდარი ვარ?“ II ნაწილი.

1995

ტიპი: თანამდებობა

1995-2003 წლებში ედუარდ ამბროსის ძე შევარდნაძე საქართველოს პრეზიდენტი იყო.