საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები75929

1985

ტიპი: ავტორობა

1985 წლის 25 აგვისტოს ნიკოლოზ მათიკაშვილმა ალექსანდრე სულხანიშვილს სან-ფრანცისკოში მისწერა, რომ ხელში ჩაუვარდა კვინიტაძის შტაბის ოფიცრის, ვალერიან თევზაძის, მოგონება 1921 წლის ომის შესახებ და მისი წიგნად გამოცემა უნდოდა.

1985

ტიპი: ავტორობა

1985 წლის 25 აგვისტოს ნიკოლოზ მათიკაშვილმა ალექსანდრე სულხანიშვილს სან-ფრანცისკოში მისწერა, რომ სტამბოლის ქართული კათოლიკური მონასტრის სტამბა განადგურებული იყო, შვეიცარიის ქართულ სტამბას ბოლშევიკები აკონტროლებდნენ, პარიზში რა მდგომარეობა იყო, არ იცოდა, და იქნებ მას რამე გაეგო მანველიშვილისგან და შეეტყობინებინა.

1985

ტიპი: გარდაცვალება

სურენ ავჩიანი გარდაიცვალა 1985 წლის 2 ივნისს თბილისში. დაკრძალულია თბილისის სომხურ პანთეონში.

1985

ტიპი: გარდაცვალება

1985 წლის აპრილში ვალერიან თევზაძე პოლონეთში გარდაიცვალა.

1985

ტიპი: გარდაცვალება

ბონდო კეშელავა გარდაიცვალა 1985 წლის 23 თებერვალს.

1985

ტიპი: ავტორობა

1985 წელს სან-ფრანცისკოში გამოიცა ალექსანდრე სულხანიშვილის წიგნი „რა ხდებოდა მეტეხის ციხეში ქართველებს შორის 1923-1924 წლებში და ილიას მკვლელობის სინამდვილე“.

1985

ტიპი: ავტორობა

1985 წელს ალექსანდრე სულხანიშვილი ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში სწერდა, რომ საქართველოში იცოდნენ ილია ჭავაჭავაძის მკვლელების ვინაობა, მაგრამ სამოქალაქო სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად არ გაამხილეს.

1985

ტიპი: ღონისძიება

1985 წლის შემოდგომაზე ნიკოლოზ მათიკაშვილი ვარშავიდან საქართველოში ჩამოვიდა.

1985

ტიპი: ავტორობა

1985 წელს ნიკოლოზ მათიკაშვილმა სან-ფრანცისკოში ალექსანდრე სულხანიშვილს მისწერა, რომ თავისი წიგნის „იუნკრები“ დაბეჭდვა უნდოდა.

1985

ტიპი: ავტორობა

1985 წელს ალექსანდრე სულხანიშვილი ნიკოლოზ მათიკაშვილს სწერდა, რომ საფრანგეთში ილია ჭავჭავაძის სიკვდილის გამომძიებელი კომისიის ორი წევრი გაიცნო, რომლებმაც ილიას მკვლელობის შესახებ სიმართლე უამბეს, მაგრამ სიტყვა ჩამოართვეს, რომ საქართველოს განთავისუფლებამდე ამ ინფორმაციას საიდუმლოდ შეინახავდა.

1985

ტიპი: ორგანიზაცია

1985 წელს ედუარდ ზურაბის ძე გუდავა ჰელსინკის ქართული ჯგუფის წევრი გახდა.

1985

ტიპი: თანამდებობა

1985-1990 წლებში ედუარდ ამბროსის ძე შევარდნაძე საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო.

1985

ტიპი: თანამდებობა

1985-1991 წლებში მიხეილ სერგეის ძე გორბაჩოვი საბჭოთა კავშირის პირველი პრეზიდენტი იყო.

1985

ტიპი: ღონისძიება

1985-1991 წლებში საბჭოთა კავშირის პრეზიდენტ მიხეილ გორბაჩოვის მიერ განხორციელებულმა რეფორმამ დაასრულა „ცივი ომი“, ამასთან დასრულდა კომუნისტური პარტიის ჰეგემონიაც და საბჭოთა კავშირი დაიშალა.

1985

ტიპი: ღონისძიება

1985 წელს ბიძინა ალექსანდრეს ძე კვერნაძე შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი გახდა.

1985

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1985 წელს ჯანსუღ ავდიდის ძე ჩარკვიანს შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატია წოდება მიენიჭა.

1984

ტიპი: გარდაცვალება

ნიკოლოზ აგიაშვილი გარდაიცვალა 1984 წლის 22 ნოემბერს თბილისში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

1984

ტიპი: ავტორობა

1984 წლის 22 აგვისტოს ნიკოლოზ მათიკაშვილმა ალექსანდრე სულხანიშვილს სან-ფრანცისკოში მისწერა, სთხოვა, შეეტყობინებინა, როგორ იყვნენ, როგორ ცხოვრობდნენ ალექსანდრე მანველიშვილი და გიორგი ყიფიანი.

1984

ტიპი: თანამდებობა

1984-1994 წლებში ალექსანდრე ჭიჭინაძე ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალეტმაისტერი იყო.

1984

ტიპი: ავტორობა

1984 წელს სან-ფრანცისკოში გამოიცა ალექსანდრე მანველიშვილის წიგნი „რუსეთი და საქართველოს დამოუკიდებლობა“.

1983

ტიპი: ავტორობა

1983 წლის 13 დეკემბერს ნიკოლოზ მათიკაშვილმა ავტობიოგრაფიული მოთხრობა „მე და ცხენი“ დაწერა.

1983

ტიპი: ავტორობა

1983 წლის 23 ნოემბერს ნიკოლოზ მათიკაშვილმა ავტობიოგრაფიული მოთხრობა „ჭიაყელა“ დაწერა.

1983

ტიპი: გარდაცვალება

ელიზბარ ზედგინიძე გარდაიცვალა 1983 წლის 9 ოქტომბერს თბილისში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

1983

ტიპი: ავტორობა

1983 წლის 15 მაისს ნიკოლოზ მათიკაშვილმა ალექსანდრე სულხანიშვილს მისწერა, დავით ვაჩნაძის მისამართი სთხოვა.

1983

ტიპი: ღონისძიება

1983 წლის 10 აპრილს ნიკოლოზ მათიკაშვილმა ალექსანდრე სულხანიშვილს სან-ფრანცისკოში გაუგზავნა „ვეფხისტყაოსანი“, რაფიელ ერისთავის თხზულებები, „არსენა მარაბდელი“ და გიორგი ლეონიძის ლექსები.