საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები72439

1922

ტიპი: თანამდებობა

1922-1923 წლებში სერგო ივანეს ძე ყურულიშვილი ჟურნალ „ვარშავის კურიერის“ რედაქტორი და ჟურნალების – „პრჟიმიერჟე“, „პრო გეორგია“ და „პრო პატრია“ თანამშრომელი იყო.

1944

ტიპი: ღონისძიება

1944 წელს ივანე ნანუაშვილი ვარშავის აჯანყებაში მონაწილეობდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 15 დეკემბერს ქუთაისში კონსტანტინე თუმანიშვილისა და იასონ ბაქრაძის თავმჯდომარეობით გაიხსნა მარგანეცის მრეწველთა ახლად დაარსებულ სინდიკატთა საერთო კრება.

1975

ტიპი: ავტორობა

1975 წლის აგვისტოში მიხეილ კვალიაშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში გაუგზავნა ვიქტორ ნოზაძის ბოლო ნაშრომი – „ვეფხისტყაოსნის“ მიჯნურთმეტყველება“.

1975

ტიპი: გარდაცვალება

1975 წლის 14 აგვისტოს ივანე ნანუაშვილი სან-ფრანცისკოში გარდაიცვალა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლიდან სერგო ივანეს ძე ყურულიშვილი ვარშავაში ქართულ-პოლონური კლუბის დამფუძნებელი კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

1928

ტიპი: ორგანიზაცია

1928-1932 წლებში ივანე ნანუაშვილი პარიზში იუნკერთა კავშირის გამგეობის წევრი იყო.

1975

ტიპი: ავტორობა

1975 წლის აგვისტოში მიხეილ კვალიაშვილი ნიკოლოზ მათიკაშვილს სწერდა, რომ ჰიტლერის ტყვეობიდან დაბრუნებული ივანე ნანუაშვილი დროებით მასთან, პოზნაზნში, ცხოვრობდა.

1981

ტიპი: ავტორობა

1981 წლის 18 აგვისტოს ალექსანდრე სულხანიშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში მისწერა, რომ 1975 წლის 15 სექტემბერს, 2-კვირიანი ავადმყოფობის შემდეგ, ივანე ნანუაშვილი გარდაიცვალა.

1976

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1976 წელს მიხეილ კვალიაშვილის ქალიშვილი მანანა ოჯახთან ერთად ვარშავაში ცხოვრობდა.

1975

ტიპი: ავტორობა

1975 წლის აგვისტოში მიხეილ კვალიაშვილი ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში სწერდა, რომ ივანე ნანუაშვილი მისი უფროსი ქალიშვილის, ნინოს, ნათლია იყო.

1975

ტიპი: ავტორობა

1975 წლის 8 იანვარს მიხეილ კვალიაშვილმა პოზნანის სამხედრო მუზეუმის მცველის თხოვნით ნიკოლოზ მათიკაშვილს მისწერა, რომ თავისი ომამდელი და ომის შემდგომი ნივთები მუზეუმისთვის გადაეცა.

1975

ტიპი: ავტორობა

1975 წლის იანვარში ნიკოლოზ მათიკაშვილმა მიხეილ კვალიაშვილს პოზნანში ახალი წელი მიულოცა.

1973

ტიპი: ავტორობა

1973 წელს ნიუ-იორკში ინგლისურ ენაზე გამოვიდა ივანე ნანუაშვილის წიგნი „რა უნდა იცოდეს ყველამ თავისუფალ სამყაროში რუსეთის შესახებ“.

1975

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1975 წლის იანვარში მიხეილ კვალიაშვილი ტვინის შერყევის დიაგნოზით პოზნანის საავადმყოფოში იწვა.

1972

ტიპი: ავტორობა

1972 წელს ლონდონში პოლონურ ენაზე გამოიცა დევიდ ლენგის წიგნი „ძველი საქართველო“.

1968

ტიპი: თანამდებობა

1968 წელს ინგლისელი ქართველოლოგი დევიდ ლენგი თბილისის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი გახდა.

1972

ტიპი: ავტორობა

1972 წლის დეკემბერში თბილისის საჯარო ბიბლიოთეკის გამგემ მიხეილ კვალიაშვილს პოზნანში მისწერა და დევიდ ლენგის „ძველი საქართველოსა“ და იეჟი ზაგურსკის „ვეფხისტყაოსნის“ თარგმანის გაგზავნა სთხოვა.

1974

ტიპი: ავტორობა

1974 წლის 9 იანვარს მიხეილ კვალიაშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს მისწერა, რომ პოზნანის ერთ-ერთ გამომცემლობაში გიორგი რატიშვილის სურათი ნახა.

1973

ტიპი: ღონისძიება

1973 წელს ვიქტორ ნოზაძე ციურიხში ქართულ-გერმანულ ენციკლოპედიაზე მუშაობდა.

1973

ტიპი: ღონისძიება

1973 წლის 12 ოქტომბერს მიხეილ კვალიაშვილი პოზნანში, სამხედრო შტაბში, დაიბარეს და პოდპოლკოვნიკის პატენტი გადასცეს.

1974

ტიპი: ავტორობა

1974 წლის 9 იანვარს მიხეილ კვალიაშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში მისწერა, რომ ახალი სამხედრო წოდების მიღებით შემოსავალი არ გაზრდია, რადგან პოდპოლკოვნიკისა და მაიორის რენტა ერთნაირი (2 500 ზლოტი) იყო.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 13 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ დავით კასრაძის „მადლობის წერილი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისადმი“ გამოქვეყნდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 13 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ ტიციან ტაბიძის წერილი „ქართული ხელოვნება 1920 წელს“ გამოქვეყნდა.