საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები79680

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 11 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ალმანახ „კრებულის“ მერვე ნომერში ილია ჭავჭავაძის „აჩრდილის“ რადენიმე ფრაგმენტი გამოქვეყნდა.

1872

ტიპი: ღონისძიება

1872 წლის 11 აგვისტოს „დროების“ ცნობით, გიორგი წერეთლის სტამბამ კრებული „თარგმანნი“ გამოსცა, რომელიც სიღნაღში, რაჟდენ ციციშვილის წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა.

1872

ტიპი: ღონისძიება

1872 წლის 11 აგვისტოს „დროების“ ცნობით, გიორგი წერეთლის სტამბამ გამოსცა კრებული „თარგმანნი“, რომელიც ახალციხეში, ანა მუსხელოვისას წიგნის მაღაზიაში, იყიდებოდა.

1872

ტიპი: ღონისძიება

1872 წლის 11 აგვისტოს „დროების“ ცნობით, გიორგი წერეთლის სტამბამ გამოსცა კრებული „თარგმანნი“, რომელიც თელავში, ლევან ჯანდიერის წიგნის მაღაზიაში, იყიდებოდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 11 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ოზურგეთის მაზრის ექიმის, ვასილ გამრეკელის წერილი „შენიშვნა“, რომლითაც ავტორი უარყოფდა გავრცელებულ ხმებს, თითქოს გურიის სოფლებში ვენერიული დაავადებები გახშირებულიყო.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 11 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ქეთო ზარაფიშვილის კორესპონდენცია „სოფ. ხურვალეთი, 27-ს ივლისს“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 1-ელ სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ შორაპნელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა დავით ღამბაშიძის კორესპონდენცია „შორაპნის მაზრა, აგვისტოს 6-ს“.

1852

ტიპი: თანამდებობა

1852 წელს იოანე იოსელიანი სინოდის გადაწყვეტილებით გელათის მონასტრის წინამძღვრად გადაიყვანეს, მერე ის მღვდელმთავარი გახდა და გურიის ეპისკოპოსად დანიშნეს.

1846

ტიპი: თანამდებობა

არქიმანდრიტი იოანე იოსელიანი ჭელიშის მონასტერს 1846 წლის 22 მაისიდან 1852 წლის დეკემბრამდე განაგებდა.

1852

ტიპი: ღონისძიება

1852 წლის 5 აპრილს არქიმანდრიტი იოანე იოსელიანი სინოდმა ნაყოფიერი მუშაობისთვის წმ. ანას მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.

1838

ტიპი: ნასამართლეობა

1838-45 წლებში ჭელიშის მინასტერს წინამძღვარი არ ჰყავდა, რადგან სვიმონ წულუკიძე სამართალში მისცეს.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 1-ელ სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ ლ. ხირსელის კორესპონდენცია „თუქურმიშა, აგვისტოს 5-ს“ გამოქვეყნდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 1-ელ სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ სერგეი მესხის წერილი „მეყველეების საზოგადოება ქართლში“ გამოქვეყნდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 1-ელ სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ აკაკი წერეთლის ფელეტონი „წინდა და ქუდი“ გამოქვეყნდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 25 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ შორაპნელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა დავით ღამბაშიძის კორესპონდენცია „შორაპნის მაზრა, აგვისტოს 6-სა“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 25 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ აკაკი წერეთლის ფელეტონი „მიდებ-მოდება“ გამოქვეყნდა.

1847

ტიპი: თანამდებობა

1847 წლის 29 მაისს იოანე იოსელიანმა მიტროპოლიტ დავითს გრიგოლ ფოფხაძის დიაკვნად კურთხევა სთხოვა.

1835

ტიპი: თანამდებობა

1835 წელს სვიმონ წულუკიძე შიომღვიმის მონასტრის წინამძღვარი იყო.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 25 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის წერილი „უფ. ვ. გამრეკელოვს“, რომელშიც ავტორი იმავე გაზეთში ვასილ გამრეკელის მიერ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ სტატიას აკრიტიკებდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 25 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა სერგეი მესხის წერილი „საზოგადო უბედურებას საზოგადო დახმარება უნდა“.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს კავკასიის სამეურნეო გამოფენის კომიტეტმა მიიღო არაქელა ცატუროვის განცხადება გამოფენაში მონაწილეობის შესახებ.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 13 დეკემბერს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა დავით მიქელაძის წერილი „ცოტა რამ ჩემს მონაწილეობის შესახებ „ივერიაში“.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს კავკასიის სამეურნეო გამოფენის კომიტეტმა მიიღო ორკლასიანი სკოლის გამგის კ. ხ. გობეჩიას განცხადება გამოფენაში მონაწილეობის შესახებ.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 18 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ქიზიყელი კორესპონდენტის, ხ. სარქისოვის ცნობა მდინარე ალაზნის მიმდებარე ტყეებში გაჩენილი ხანძრის შესახებ.

1872

ტიპი: სახელი

1872 წლის 18 აგვისტოს გაზეთ „დროებიდან“ ვიგებთ, რომ დ. ზურაბისშვილი იყო დავით ჩქოტუას ფსევდონიმი.