საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები72374

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის ივლისში მილიციელმა ალ. ზოლოტუხინმა აზოვოდის ბანკის ბინაზე რევოლვერით თავი მოიკლა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს მეოთხე კომისარიატიდან გაიქცა დატუსაღებული ტატიანა ხურცილავა, რომელსაც ბრალად ედებოდა აკოფოვის მაღაზიიდან 20 000 მანეთის მოპარვა.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წელს მილიციამ დაიჭირა მირიან სოიმ-ოღლი, რომელსაც ვორონცოვის ქ. N56-ში მდებარე სახლიდან 68 000 მანეთის გატაცება ედებოდა ბრალად.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წელს, საღამოს 6 საათზე, საელექტრონო კანტორა „ენერგია“ გატეხეს და 63 000 მანეთი მოიპარეს. მილიციამ დაიჭირა გ. ყაზარიანცი, რომელსაც გატაცებული ფული აღმოაჩნდა.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის ივლისში პასტეროვისა და პლეხანოვის ქუჩის კუთხეში ინგლისელმა ჯარისკაცებმა მოკლეს მეშვიდეკლასელი დანიელ ნარსია.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ზაფხულში დამფუძნებელმა კრებამ მიიღო დეკრეტი გადამდებ დაავადებებთან საბრძოლველად შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილისთვის 200 000 მანეთის გამოყოფის შესახებ.

1934

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 11 ივლისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, მიწათმოქმედების მინისტრმა ნოე გიორგის ძე ხომერიკმა მთავრობის სხდომაზე აბასთუმნის ეროვნული მამულის შეკეთების საკითხი დასვა, რისთვისაც 10-მილიონიანი ფონდიდან 50 000 მანეთი გამოიყო.

1934

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 11 ივლისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, მთავრობის სხდომაზე მოხსენებით გამოვიდა ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი კონსტანტინე პლატონის ძე კანდელაკი, რომელმაც შავი ქვის საფუთო გადასახადის (1 ფუთი, მასის ერთეული, ტოლია 16,38 კგ. იხმარებოდა მეტრული სისტემის შემოღებამდე) 5 კაპიკამდე გაზრდა მოითხოვა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 6 ივლისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, თბილისის მილიციის უფროსმა ვლადიმერ ავაკუმის ძე სულაქველიძემ გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც კომისრებს მილიციონერებისთვის ზედმეტი უფლებების მინიჭება აეკრძალათ.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წელს ბორჩალოში ცნობილი ყაჩაღი შიაკირ იზმაილ-ოღლი მოკლეს.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის ივლისში გალაქტიონ მასხარაშვილი საქონლის ჭირთან ბრძოლის საქმეში ქუთაისის გუბერნიის ვეტერინარ-ექიმთა ხელმძღვანელად დაინიშნა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის პირველ ივლისს სიონის ტაძარში კირიონ კათალიკოსის სულის მოსახსენიებლად წირვა და პანაშვიდი გადაიხადეს. პანაშვიდს ძალიან ბევრი ხალხი დაესწრო.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 29 ივნისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორის წერილი ინგლისის პრემიერ-მინისტრ დევიდ ლოიდ ჯორჯისადმი. წერილი ეხებოდა ინგლისის გადაწყვეტილებას საქართველოს ჯარის მდინარე ბზიფის აქეთ დახევის შესახებ და ამით დემარკაციული ხაზის გავლებას მოხალისეთა ჯარსა და კავკასიის რესპუბლიკებს შორის. გეგეჭკორი ითხოვდა გარანტიებს, რომ ქართული ჯარის უკან დახევის შემთხვევაში მოხალისეთა ჯარები თავს არ დაესხმებოდნენ მათ. ის გამოსავალს გაგრის ოლქის ნეიტრალიზაციასა და იქ მოკავშირეთა ჯარის ან პიკეტის დაყენებაში ხედავდა.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის 5 ივლისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, სისხლის სამართლის მილიციამ დააკავა ქალაქის მილიციონერი ჭიჭიკო ლიბრაძე, ყოფილი მილიციონერი კუკულავა და ცნობილი ჯიბგირი გაბადაძე. მათ ბრალი ედებოდათ ქ. ქუთაისსა და სოფელ ჭოგნარში მომხდარ ძარცვებში.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ივლისში აჯამეთსა და რიონს შუა მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა. ამ საქმის გამოსაძიებლად იმ დღესვე გაემგზავრა კომისია გზათა დეპარტამენტის დირექტორ ჭიჭინაძის თავმჯდომარეობით. გამოძიებამ დაადგინა, რომ ლიანდაგი განზრახ იყო აყრილი. დანაშაულის ჩადენის ბრალდებით რკინიგზის სამი თანამშრომელი დააკავეს.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ბესარიონ ალექსის ძე ჭიჭინაძე გზათა დეპარტამენტის დირექტორად მუშაობდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ზაფხულში დამფუძნებელმა კრებამ მიიღო დეკრეტი, რომლის მიხედვითაც შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილს ანარქიასთან საბრძოლველად ნახევარი მილიონი მანეთი გამოუყვეს.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის ივლისში გიორგი ჯინორიამ პარიზში გამართულ მოკავშირე და ნეიტრალური ქვეყნების კოოპერატივთა კონგრესზე მოხსენება წაიკითხა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 26-28 ივნისს პარიზში გაიმართა მოკავშირე და ნეიტრალურ ქვეყნების კოოპერატივთა კონგრესი. საქართველოს წარმომადგენლობა კონგრესზე გიორგი ჯინორიას დაევალა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის ივლისში ლევან ქართველიშვილი სიღნაღის მაზრის გადასახადთა ინსპექტორად დაინიშნა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ალოიზ აკოფაშვილი შორაპნის მაზრის პირველი უბნის გადასახადთა ინსპექტორის თანაშემწედ დაინიშნა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს საქართველოს მთავრობამ 10-მილიონიანი ფონდიდან 150 000 მანეთი გამოყო ყოფილი რუსეთის იმპერიის სხვადასხვა კუთხიდან ქართველების სამშობლოში ჩამოსაყვანად.ამ საქმის შესრულება გაბრიელ ხუნდაძეს დაევალა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს გაბრიელ ხუნდაძე რუსეთში საქართველოს წარმომადგენელი იყო.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის 27 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის წევრი, ცნობილი პედაგოგი ლუარსაბ ბოცვაძე გარდაიცვალა.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წელს დახვრიტეს როსტომოვი, 1918 წელს გორში მოკლული ოფიცრის მკვლელი.