რეგისტრირებული ფაქტები15526
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 25 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავაზ-ყადირ გვარამაძისგან მიიღო დეპეშა, რომელშიც ის აღნიშნავდა, რომ ახლად შემოერთებული არტაანი განიცდიდა საშინელ შიმშილობას. კომისარი ითხოვდა სურსათის უფასოდ მიწოდებისთვის სათანადო ზომების მიღებას. ასევე ექიმის, ფერშლისა და მსაჯულის გაგზავნას, რომელიც დაგროვილ საქმეებს კანონიერ მსვლელობას მისცემდა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 25 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სტანისლავ პატეკისგან მიიღო ნოტა, რომ პოლონეთი მზად იყო ეცნო საქართველო როგორც დამოუკიდებელი „დეფაქტო“ რესპუბლიკა, იმ მომენტამდე, სანამ საზავო კონფერენცია არ ცნობდა ხალხთა სურვილთან შეთანხმებულ სტატუსს საქართველოს მიმართ.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 24 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორმა გაერთიანებული სამეფოს უმაღლეს წარმომადგენელს საქართველოში ოლივერ უორდროპს გაუგზავნა ნოტა, რომელშიც გააპროტესტა ბათუმის პორტო- ფრანკოდ (თავისუფალი ეკონომიკური ზონა) გამოცხადება და აღნიშნა, რომ ეს იყო ბათუმის მოსახლეობის ინტერესების ფეხქვეშ გათელვა და საქართველო ამ ფაქტს არასდროს შეეგუებოდა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 21 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, დამფუძნებელი კრების 19 მარტის სხდომაზე საქართველო-აზერბაიჯანის სატრანზიტო ხელშეკრულება განიხილეს. შემდეგ, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ, სიმონ გურგენის ძე მდივანმა თურქეთის მიერ ბათუმის ოლქის უკანონო მიტაცებაზე და მის შემოსაერთებლად დაუყოვნებლივი ზომების მიღების აუცილებლობაზე ისაუბრა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 4 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ მიმდინარე წელს დაბეჭდა დავით კლდიაშვილის თხზულებათა II ტომი, ეგნატე ნინოშვილის ნაწერები სამ ტომად (ივ. გომართელისა და აკაკი წერეთლის კრიტიკული განხილვით) და ვასილ ბარნოვის თხზულებათა პირველი ტომი.
ტიპი: ავტორობა
შ. დადიანის დასასვენებლად გამგზავრების წინ, თეატრში გაიმართება მისი ახალი პიესის „გეგეჭკორის“ წარმოდგენა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 4 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, დამფუძნებელი კრების საზეიმო სხდომაზე პრეზიდიუმის წევრმა ალექსანდრე სპირიდონის ძე ლომთათიძემ საზოგადოებას რუსეთის დესპოტიზმის დამხობა მიულოცა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ბათუმის ოლქის შემოერთების აუცილებლობაზე ისაუბრა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 11 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, დამფუძნებელი კრების წევრის, ჰაიდარ ალის ძე აბაშიძის განცხადებით, ოსმალეთისა და აზერბაიჯანის აგენტების განზრახვა ქართველი მუსლიმანების ბრმა იარაღად გამოყენება, ავანტიურაში ჩაბმა და საქართველოს წინააღმდეგ ამხედრება იყო. მათი მთავარი მიზანი ნავთობის ბათუმით თავისუფლად გატანა იყო.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 4 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ბრიტანეთის უმაღლესი კომისარი ოლივერ უორდროპი საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს სწერდა, რომ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლორდი ჯორჯ ნატანიელ კერზონი მას ამიერკავკასიაში უნივერსიტეტების გახსნას ულოცავდა და წარმატებას უსურვებდა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 3 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, მთავრობამ ჯავიდან მიიღო შემდეგი შინაარსის დეპეშა: „ოსეთის ყველა სოფლის, გარდა მთის ოსეთისა, წარმომადგენელთა ყრილობა რესპუბლიკის მთავრობას ულოცავს დამოუკიდებლობის აღიარების დიდ აქტს; ყრილობას სწამს, რომ ეს ისტორიული ამბავი შედეგია იმ დემოკრატიული წესწყობილებისა, რომელმაც რესპუბლიკის მცხოვრებნი გადაარჩინა ანარქიას და სამოქალაქო ომს. გაუმარჯოს ნ. ჟორდანიას და მის მთავრობას“. თავმჯდომარე ჯიოევი.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 3 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, სამუსლიმანო საქართველოს მეჯლისის თავმჯდომარემ, მემედ იბრაჰიმის ძე აბაშიძემ მემორანდუმით მიმართა ბრიტანეთის უმაღლეს კომისარს ოლივერ უორდროპს. იგი აღწერდა ბათუმის ოლქში მიმდინარე რთულ მდგომარეობას და საქართველოს რესპუბლიკასთან ავტონომიით შეერთებას მოითხოვდა.