საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები15526

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 2 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, დამფუძნებელ კრებაზე სიტყვით გამოვიდა საგარეო საქმეთა გამგე აკაკი ივანეს ძე ჩხენკელი, რომელმაც აღწერა ის მძიმე გარემო, რომელშიც არჩევნები ჩატარდა. მიუხედავად ამისა, ბათუმში გაიმარჯვა საქართველოს მთლიანობის პრინციპმა, რომელიც რამდენიმე ხნის წინათ აღიარა სამუსლიმანო საქართველომ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, სამუსლიმანო საქართველოს მეჯლისის თავმჯდომარემ, მემედ იბრაჰიმის ძე აბაშიძემ მემორანდუმით მიმართა ბრიტანეთის უმაღლეს კომისარს ოლივერ უორდროპს. იგი აღწერდა ბათუმის ოლქში მიმდინარე რთულ მდგომარეობას და საქართველოს რესპუბლიკასთან ავტონომიით შეერთებას მოითხოვდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, მთავრობამ ჯავიდან მიიღო შემდეგი შინაარსის დეპეშა: „ოსეთის ყველა სოფლის, გარდა მთის ოსეთისა, წარმომადგენელთა ყრილობა რესპუბლიკის მთავრობას ულოცავს დამოუკიდებლობის აღიარების დიდ აქტს; ყრილობას სწამს, რომ ეს ისტორიული ამბავი შედეგია იმ დემოკრატიული წესწყობილებისა, რომელმაც რესპუბლიკის მცხოვრებნი გადაარჩინა ანარქიას და სამოქალაქო ომს. გაუმარჯოს ნ. ჟორდანიას და მის მთავრობას“. თავმჯდომარე ჯიოევი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ელინთა მეორე ყრილობა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების გამო მთავრობას გულითადად მიესალმებოდა და თავისუფალ განვითარებას უსურვებდა. ყრილობის თავმჯდომარე პაპონდოპულო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ბ. ბილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბორჩალოს მაზრაში გერმანელების სოფლების (ორმაშენის – ვალდგეიმით და იაკობლინის – ბლიუგენფელდით) სახელის გამოცვლის თხოვნით მიმართა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, მთავრობის თავმჯდომარემ ნოე ჟორდანიამ სოხუმის ბერძენი მასწავლებლებისგან სასწავლებლისთვის დამოუკიდებლობის მინიჭების შესახებ მადლობის დეპეშა მიიღო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ბრიტანეთის უმაღლესი კომისარი ოლივერ უორდროპი საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს სწერდა, რომ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლორდი ჯორჯ ნატანიელ კერზონი მას ამიერკავკასიაში უნივერსიტეტების გახსნას ულოცავდა და წარმატებას უსურვებდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 9 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, 10 მარტს უნდა გამართულიყო შალვა დადიანის პიესის „გეგეჭკორი“ წარმოდგენა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 11 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, დამფუძნებელი კრების წევრის, ჰაიდარ ალის ძე აბაშიძის განცხადებით, ოსმალეთისა და აზერბაიჯანის აგენტების განზრახვა ქართველი მუსლიმანების ბრმა იარაღად გამოყენება, ავანტიურაში ჩაბმა და საქართველოს წინააღმდეგ ამხედრება იყო. მათი მთავარი მიზანი ნავთობის ბათუმით თავისუფლად გატანა იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, მთავრობის თავმჯდომარემ ნოე ჟორდანიამ ეკატერინოდარიდან მიიღო დეპეშა, რომელშიც გორში მომხდარი მიწისძვრის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამდნენ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, დამფუძნებელი კრების საზეიმო სხდომაზე პრეზიდიუმის წევრმა ალექსანდრე სპირიდონის ძე ლომთათიძემ საზოგადოებას რუსეთის დესპოტიზმის დამხობა მიულოცა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ბათუმის ოლქის შემოერთების აუცილებლობაზე ისაუბრა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 28 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე ალექსანდრე ლომთათიძემ თემთა პალატის თავმჯდომარისგან მიღებული დეპეშა წაიკითხა.

ტიპი: ავტორობა

შ. დადიანის დასასვენებლად გამგზავრების წინ, თეატრში გაიმართება მისი ახალი პიესის „გეგეჭკორის“ წარმოდგენა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ქალაქის ხუროთმოძღვრის მ. ა. აბესალომოვის გაანგარისებით, შრომის ბირჟის კინოთეატრის შესაკეთებლად ქალაქის გამგეობამ 13 500 მანეთი გამოყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ მიმდინარე წელს დაბეჭდა დავით კლდიაშვილის თხზულებათა II ტომი, ეგნატე ნინოშვილის ნაწერები სამ ტომად (ივ. გომართელისა და აკაკი წერეთლის კრიტიკული განხილვით) და ვასილ ბარნოვის თხზულებათა პირველი ტომი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 19 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, სამხედრო მინისტრმა გრიგოლ სპირიდონის ძე ლორთქიფანიძემ მესამე ქვეით ბრიგადას შავშეთისა და აჭარის პუნქტების დაკავების დროს(20 თებერვალი) სანიმუშო ქცევისთვის მადლობა გადაუხადა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 21 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, დამფუძნებელი კრების 19 მარტის სხდომაზე საქართველო-აზერბაიჯანის სატრანზიტო ხელშეკრულება განიხილეს. შემდეგ, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ, სიმონ გურგენის ძე მდივანმა თურქეთის მიერ ბათუმის ოლქის უკანონო მიტაცებაზე და მის შემოსაერთებლად დაუყოვნებლივი ზომების მიღების აუცილებლობაზე ისაუბრა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრის ამხანაგმა ნიკოლოზ გაბრიელის ძე ჭიჭინაძემ მოქალაქეებს ვ. ლ. პუტილოვსა და აბაციევს საქართველოს საზღვრებში თავისუფალი შემოსვლა-გასვლისა და ცხოვრების ნება დართო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 24 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორმა გაერთიანებული სამეფოს უმაღლეს წარმომადგენელს საქართველოში ოლივერ უორდროპს გაუგზავნა ნოტა, რომელშიც გააპროტესტა ბათუმის პორტო- ფრანკოდ (თავისუფალი ეკონომიკური ზონა) გამოცხადება და აღნიშნა, რომ ეს იყო ბათუმის მოსახლეობის ინტერესების ფეხქვეშ გათელვა და საქართველო ამ ფაქტს არასდროს შეეგუებოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 25 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სტანისლავ პატეკისგან მიიღო ნოტა, რომ პოლონეთი მზად იყო ეცნო საქართველო როგორც დამოუკიდებელი „დეფაქტო“ რესპუბლიკა, იმ მომენტამდე, სანამ საზავო კონფერენცია არ ცნობდა ხალხთა სურვილთან შეთანხმებულ სტატუსს საქართველოს მიმართ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 25 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავაზ-ყადირ გვარამაძისგან მიიღო დეპეშა, რომელშიც ის აღნიშნავდა, რომ ახლად შემოერთებული არტაანი განიცდიდა საშინელ შიმშილობას. კომისარი ითხოვდა სურსათის უფასოდ მიწოდებისთვის სათანადო ზომების მიღებას. ასევე ექიმის, ფერშლისა და მსაჯულის გაგზავნას, რომელიც დაგროვილ საქმეებს კანონიერ მსვლელობას მისცემდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 26 მარტის დამფუძნებელი კრების სხდომაზე ექიმმა ივანე გედევანის ძე გომართელმა წარადგინა დეკრეტი „მიგდებულ ბავშვთა თავშესაფრის“ დაარსების შესახებ. დეკრეტი უკამათოდ მიიღეს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 25 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, დამფუძნებელი კრების წევრის, ნიკიფორე ბესარიონის ძე იმნაიშვილის წინადადებით მიიღეს დეკრეტი საქართველოს ეროვნული სამხატვრო გალერეის დაარსების შესახებ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 25 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრის განკარგულებით ლეჩხუმის მაზრის სოფ. სასაში მცხოვრებ ერმალოზ გლახოს ძე ონიანს 3000 მანეთის ოდენობით დახმარება გადაეცა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 28 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ვუკოლ მიხეილის ძე ბერიძის განკარგულებით ვასილ ივანეს ძე კაჩალოვს და მის დასს თბილისში გადმოსაყვანად მეორე კლასის ერთი ვაგონი დაეთმოთ.