საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80982

1935

ტიპი: ღონისძიება

1935 წლის მარტში ქრისტინე შარაშიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით სამსახურიდან გაათავისუფლეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 6 აგვისტოს საქართველოს ეროვნული საბჭოს საფინანსო და საბიუჯეტო კომისიამ თხოვნით მიმართა გზათა მინისტრ ივანე ლორთქიფანიძეს, რომ კომისიას სჭირდებოდა ცნობები კავკასიის ფრონტის დაშლის შემდეგ დარჩენილი სახელმწიფო ქონების შესახებ. კომისიის თავმჯდომარე იყო დიომიდე თოფურიძე, მდივანი – მიხეილ ყაუხჩიშვილი, დედნის ასლთან სისწორეს ადასტურებდა ლეონიდ ჯაფარიძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

დირექტორმა ჭანტურიშვილმა 1918 წლის 31 ოქტომბერს გაგზავნილ დეპეშაში გზათა მინისტრს სთხოვა, სამინისტროს დირექტორთა დადგენილების თანახმად, არა უგვიანეს 2 ნოემბრისა, წარედგინათ ცნობები სიძვირის გამო დახმარების რაოდენობის გასარკვევად, თუ რამდენი მოსამსახურე ითვლებოდა სამინისტროში, რომელი კანონით და რა ხელფასი ეძლეოდათ მათ და რა დამატებითი ხელფასები მიიღეს უკანასკნელ დროს. დეპეშა მიიღო ჯაფარიძემ; გადასცა იაშვილმა.

1948

ტიპი: ღონისძიება

1948 წლის შემოდგომაზე, როცა მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილების თანამშრომელთა ჯგუფი ილია აბულაძესთან ერთად ოთხი დღით ერევანში გაემგზავრა, ქრისტინე შარაშიძე გაეცნო მატედარანში დაცულ ქართულ ხელნაწერებს.

1954

ტიპი: ღონისძიება

1954 წელს ქრისტინე შარაშიძემ მატედარანში ვეღარ მიაკვლია 1948 წლის მივლინების დროს ნანახ ქართულ ხელნაწერებს.

1948

ტიპი: ღონისძიება

1948 წლის შემოდგომაზე ერევანში მივლინების დროს ქრისტინე შარაშიძე გაეცნო მატედარანში დაცულ ქართულ საბუთებს, რომელთა უმეტესობა საქართველოში მცხოვრებ სომეხთა ეკონომიკურ საქმიანობას ეხებოდა.

1903

ტიპი: განათლება

იოსებ აბაკელიამ პირველდაწყებითი განათლება ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში მიიღო (1903 წელს დაამთავრა) და ნოვოროსიის სახელმწიფო უნივერსიტეტის საექიმო ფაკულტეტზე შევიდა.

1903

ტიპი: თანამდებობა

1903 წელს იოსებ აბაკელია სოციალისტ-რევოლიუციონერთა პარტიაში იწყებს მუშაობას ქ. ოდესაში და ნოვოროსიის უნივერსიტეტის პარტიის სტუდენტთა ფრაქციის კომიტეტის და პერესიპის მუშათა რაიონის წევრად ითვლება.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს იოსებ აბაკელია მონაწილეობდა რუსეთის პირველ რევოლუციაში და მეზღვაურთა დამცველ რაზმს მეთაურობდა ოდესაში.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წელს იოსებ აბაკელია ნოვოროსიის უნივერსიტეტის ცენტრალური ორგანოს წევრად აირჩიეს.

1907

ტიპი: ნასამართლეობა

1907 წლის 4 ნოემბერს იოსებ აბაკელია დაატუსაღეს ოდესაში, სადაც 21 თვე ციხეში მარტო იჯდა, შემდეგ სამხედრო-საოლქო სასამართლომ სხვებთან ერთად გაასამართლა და უდანაშაულოდ ცნო.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, იოსებ აბაკელიას ივანე ტოლმაჩოვმა ოდესაში ცხოვრება აუკრძალა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს ტოლმაჩოვის საიდუმლო მიწერილობის გამო იოსებ აბაკელიას უარი ეთქვა კიევისა და ხარკოვის უნივერსიტეტებში მიღებაზე.

1909

ტიპი: განათლება

1909 წელს იოსებ აბაკელია პროფესორ ტარასევიჩისა და დიოშინის თავდებობით შევიდა მოსკოვის უნივერსიტეტის საექიმო ფაკულტეტზე.

1909

ტიპი: ნასამართლეობა

1909 წლის ნოემბერში იოსებ აბაკელია ხელმეორედ დაიჭირეს და ხუშჩევის პოლიციის ნაწილში მოათავსეს. დეკემბრის ბოლოს, შიმშილის გამოცხადების შემდეგ, იგი გაანთავისუფლეს.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის მარტში იოსებ აბაკელია გადაასახლეს ციმბირში, მაგრამ რექტორ მანუილოვისა და სტუდენტთა შუამდგომლობით ადმინისტრაციამ გააუქმა თავისი დადგენილება.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წელს, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, იოსებ აბაკელიამ ოზურგეთის მაზრაში ექიმად დაიწყო მუშაობა.

1913

ტიპი: განათლება

1913 წლის დასასრულს იოსებ აბაკელია გაემგზავრა ფინეთში სახელმწიფო სანატორიუმ „ხალილაში“, სადაც სპეციალურად შეისწავლა გულმკერდის ავადმყოფობა (უმთავრესად ჭლექი) და სანატორიუმის საქმის სასურველ ნიადაგზე დაყენება.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წელს ფინეთში ყოფნისას იოსებ აბაკელიამ რუსულად დაწერა ნაშრომი ტუბერკულოზის შესახებ: „ტუბერკულოზის ინფექციისას ტრაქეობრონქული ჯირკვლების როლისა და პირველადი ბუდის შესაძლო ლოკალიზაციის საკითხზე“ (''Къ вопросу о роли трахеобронхіальныхъ железъ при туберкулезной инфекціи и о возможной локализаціи первичнаго гнħзда'').

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს მობილიზაციის დროს იოსებ აბაკელია სამხედრო სამსახურში გაიწვიეს და უფროს ექიმად დანიშნეს მე-20 არტილერიის პარკის ბრიგადაში.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლიდან იოსებ აბაკელია 7 თვე იმყოფებოდა კავკასიის ფრონტზე (სარაყამიშთან ბრძოლის დროს); 4 თვე გალიციაში, 11 თვე ჩრდილოეთის ღვინის ფრონტზე და 10 თვე სამხრეთ-დასავლეთის, ანუ ბროდის ფრონტზე.

1917

ტიპი: თანამდებობა

რევოლუციის დროს იოსებ აბაკელია იყო მე 11 არმიის სამხედრო-რევოლუციური კომიტეტის წევრი და იმავე არმიის კომისარის რწმუნებული; ასევე სამხრეთ-დასავლეთის სანიტარულ საბჭოთა საბჭოს წევრი.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წლის 8 თებერვალს იოსებ კონსტანტინეს ძე აბაკელია დაბრუნდა თბილისში, სადაც პარტიულ კონფერენციაზე სოციალისტურ-რევოლუციური ამიერკავკასიის საოლქო კომიტეტის წევრად აირჩიეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს იოსებ აბაკელია იყო სოც.-რევოლუციური ამიერკავკასიის საოლქო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (ამხანაგი).