რეგისტრირებული ფაქტები91193
სორტირება თარიღი მზარდობით
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წელს ეგნატე ნინოშვილის ინიციატივით საქართველოში შეიქმნა პირველი მარქსისტული ჯგუფი „მესამე დასი“ (მოსახლეობაში „ახალი თაობის“ სახელით ცნობილი).
1892
ტიპი: თანამდებობა
1892 წელს თედო კიკვაძე შავი ქვის განყოფილებას ხელმძღვანელობდა ზესტაფონის რაიონის სოფელ ჯოყოეთში.
1892
ტიპი: ღონისძიება
ეგნატე ნინოშვილი 1892 წელს გომის შავი ქვის განყოფილების გამგედ მუშაობისას ვერ ურიგდებოდა აუტანელ პირობებს და ამის შესახებ თედო სახოკიას ხშირად შესჩიოდა მიმოწერაში.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წელს ლადო კეცხოველის ხელმძღვანელობით მოსწავლეთა წრემ გამოუშვა არალეგალური ჟურნალი „განთიადი“.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლიდან ალექსანდრე ერისთავი მე-20 ცხენოსანთა საარტილერიო ბატარეაში მსახურობდა.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 3 იანვარს მთავარმართებელ შერემეტევის მიერ სასახლეში გამართულ ბალს დაესწრნენ გრაფი ტატიშჩევი, გენერლები და წარჩინებული პირები.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 3 იანვარს კავკასიის მთავარმართებელმა, გენერალ-ადიუტანტმა შერემეტევმა სასახლეში ოფიციალური მეჯლისი გამართა.
1892
ტიპი: თანამდებობა
1892 წლის 4 იანვრის გაზეთ „ივერიის" ცნობით, ნიკოლოზ ავალიშვილი ქართული თეატრის რეჟისორი იყო.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 4 იანვრის გაზეთ „ივერიის" ცნობით, ცოფიანი კატის მიერ დაკბენილ ფოთის მცხოვრებ მელანია ნაუმცევისას, რომელიც მიხეილის საავადმყოფოში მოათავსეს, პასტერის მიერ შექმნილი წამლით მკურნალობდნენ.
1892
ტიპი: თანამდებობა
1892 წლის 4 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გ. ბურჭულაძე ახალციხის საქველმოქმედო საზოგადოების მდივანი იყო.
1892
ტიპი: გარდაცვალება
1892 წლის 4 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 29 დეკემბერს გარდაცვლილი სამოქალაქო მრჩეველი გიორგი ეფრემის ძე ნათიშვილი 4 იანვარს უნდა დაეკრძალათ მთაწმინდის მამა დავითის ეკლესიაში.
1892
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1892 წლის 4 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სამოქალაქო მრჩეველი გიორგი ეფრემის ძე ნათიშვილი ელისაბედ ტურიევისას სიძე იყო.
1892
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1892 წლის 4 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სვიმონ ეფრემის ძე ნათიშვილი სამოქალაქო მრჩეველ გიორგი ეფრემის ძე ნათიშვილის ძმა იყო.
1892
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1892 წლის 4 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ზურაბ გიორგის ძე ნათიშვილი და პავლე გიორგის ძე ნათიშვილი სამოქალაქო მრჩეველ გიორგი ეფრემის ძე ნათიშვილის შვილები იყვნენ.
1892
ტიპი: თანამდებობა
1892 წლის 4 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სამოქალაქო მრჩეველი გიორგი ეფრემის ძე ნათიშვილი თერგის ოლქის გამიჯვნის საქმის გამგე იყო.
1892
ტიპი: ავტორობა
1892 წლის 4 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ პ. ცხვილოელი (პოლიევქტოს გრიგოლის ძე კარბელაშვილი) იუწყება, რომ საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავართა მის მიერ აღმოჩენილი 4 სიიდან ერთი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნთსაცავში ინახება და დავით რექტორის კალამს ეკუთვნის.

