საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80985

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ეფროსინე დავითის ასულმა ანანიაშვილისამ წარადგინა საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებელი ყულაბა, რომელშიც 5. 97 მანეთი აღმოჩნდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ანასტასია გიორგის ასულმა ერისთავისამ წარადგინა საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებელი ყულაბა, რომელშიც 9. 90 მანეთი აღმოჩნდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გრიგოლ ვოლსკიმ წარადგინა საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებელი ყულაბა, რომელშიც 2. 84 მანეთი აღმოჩნდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე თამარა ვახვახიშვილისამ წარადგინა საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებელი ყულაბა, რომელშიც 3. 80 მანეთი აღმოჩნდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე სოფიო ედიშერის ასულმა ვახვახოვისამ წარადგინა საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებელი ყულაბა, რომელშიც 6. 95 მანეთი აღმოჩნდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ივანე გიორგის ძე ვაჩნაძემ წარადგინა საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებელი ყულაბა, რომელშიც 18. 90 მანეთი იყო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ეკატერინე ალექსანდრეს ასულმა ერისთავისამ წარადგინა საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებელი ყულაბა, რომელშიც 12. 28 აღმოჩნდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ზაქარია ვაჩნაძემ წარადგინა საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებელი ყულაბა, რომელშიც 1. 70 მანეთი აღმოჩნდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მარიამ ივანეს ასულმა ელიავამ წარადგინა საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებელი ყულაბა, რომელშიც 20. 69 მანეთი იყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) ვარლამ ბურჯანაძემ განაცხადა, რომ საზოგადოების მიერ დაარსებული სკოლების მასწავლებლებსა და განათლების სამინისტროსადმი დაქვემდებარებულ სკოლათა მასწავლებლებს ყოველთვის თანაბარი ხელფასი ჰქონდათ, მეტიც, სამინისტროს მხრიდან ანაზღაურების მატების შემთხვევაში საზოგადოება დასახელებულ თანხაზე 20 მანეთით მეტ ხელფასს აწესებდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) გიორგი ყაზბეგმა განაცხადა, რომ საზოგადოების ხელშეწყობით წიგნებით ვაჭრობდნენ თელავის, სიღნაღის, გორის, ბორჯომის, ვანის, სამტრედიის, სენაკისა და ლანჩხუთის განყოფილებები.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს ქართული კერძო გიმნაზიის გამგე იყო ექვთიმე თაყაიშვილი.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს ქართული კერძო გიმნაზიის კომიტეტის წევრი იყო სპირიდონ ვირსალაძე.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს ქართული გიმნაზიის კომიტეტის თავმჯდომარე იყო მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანისა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922-1923 წლებში სეით იაშვილის დახმარებით გაიხსნა პირველდაწყებითი სკოლა სოფ. არგვეთში.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს სეით იაშვილმა ბუნებისმეტყველებისა და გეოგრაფიის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა გიმნაზიაში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) გიორგი ყაზბეგმა განაცხადა, რომ დაარსების დღიდან 1918 წლის პირველ იანვრამდე საზოგადოების საერთო შემოსავალი 758.002.42 მანეთი იყო, გასავალი — 690.098.78 მანეთი. თანხაში განყოფილებების ხარჯთაღრიცხვა არ შედიოდა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის პირველ იანვრამდე დავით ელიოზიშვილმა ძმები ზუბალაშვილების სახელობის სტიპენდიიდან 875 მანეთი მიიღო, ანა კაპანაძემ – 654, ნინო ლასხიშვილმა – 900, დავით მჭედლიშვილმა – 750, ტარას ნიჟარაძემ – 1525, გერონტი ქიქოძემ – 1475, ანა ხახუტაშვილმა – 1450,  შალვა მოსიძემ კი – 850 მან.

1952

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1952 წლამდე ალექსანდრე ფაჩულია ბერლინის აღმოსავლეთ სექტორში ცხოვრობდა.

1885

ტიპი: პირადი ინფორმაცია

დავით გიორგის ძე ჯორჯაძე დაიბადა 1885 წელს თელავის მაზრის სოფელ საბუეში.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის 3 თებერვალს დააკავეს დავით გიორგის ძე ჯორჯაძე. მას ბრალად ედებოდა ქაქუცა ჩოლოყაშვილისათვის აჯანყებაში დახმარება.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924 წლის 3 თებერვალს დაპატიმრებული დავით გიორგის ძე ჯორჯაძის საქმის მიხედვით, ის მუშაობდა გადამწერად.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

სოლომონ ზაალის ძე ჟორჟოლიანი მენშევიკების დროს არჩეული იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ორგანიზაციის მიერ კრების წევრად დიდ ჯიხაიშში.

1921

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1924 წლის აჯანყებული სოლომონ ზაალის ძე ჟორჟოლიანის საქმის მიხედვით, 1921 წლიდან, საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, მას არ უმუშავია.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წლიდან ივანე ალექსანდრეს ძე სინჯიკაშვილი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო.