რეგისტრირებული ფაქტები88111
სორტირება თარიღი მზარდობით
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წელს კოტე მესხს მოეწონა დუტუ მეგრელის კომედია „ეშმაკების ბუდე“, მაგრამ დასადგმელად დაიწუნა ნაკლები მოქმედების გამო.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წელს დუტუ მეგრელმა თავისი დრამა „ძიძიშვილი“ ვალერიან გუნიას გაუგზავნა თბილისში.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წელს ვალერიან გუნიამ დასადგმელად დაიწუნა დუტუ მეგრელის დრამა „ძიძიშვილი“.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წელს დუტუ მეგრელის წერილმა სალიტერატურო ფონდის დაარსების აუცილებლობის შესახებ დააჩქარა ამ ფონდის შექმნა.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893-1894 წლებში იაკობ ფანცხავას ბათუმში ყოფნის პერიოდში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ ბათუმში გახსნილ სასწავლებელში რჯულის მასწავლებლად იქაური ხოჯა მიიწვიეს, რათა მეტი აჭარელი ბავშვი მიეზიდათ სკოლაში.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893-1894 წლებში იაკობ ფანცხავას ბათუმში ყოფნის პერიოდში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ ბათუმში გახსნილ სასწავლებელში რჯულის მასწავლებლად მიწვეულ ხოჯას პარალელურად საკუთარი სასწავლებელიც ჰქონდა გახსნილი.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893-1894 წლებში იაკობ ფანცხავას ბათუმში ყოფნის პერიოდში ორკლასიანი სასწავლებლის რჯულის მასწავლებელმა ხოჯამ იგი საკუთარ სასწავლებელში მიიწვია დასათვალიერებლად. იაკობის გადმოცემით, სკოლის მოსწავლე ქალიშვილები სხაპასხუპით ლაპარაკობდნენ ქართულად.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893-1894 წლებში ბათუმში იაკობ ფანცხავას მასწავლებლობის პერიოდში იქაური ხოჯას გახსნილ სასწავლებელში მოსწავლეთა უმრავლესობას წარმოადგენდნენ ქალიშვილები, რომლებიც არ ატარებდნენ ჩადრს.
1893
ტიპი: თანამდებობა
1893 წელს ჭიათურის შავი ქვის მთავარ საწარმოში მადნის დამუშავების ტექნიკური ხელმძღვანელები იყვნენ გიორგი და ირაკლი დეკანოზიშვილები.
1893
ტიპი: თანამდებობა
1893 წელს თედო კიკვაძე იყო შავი ქვის განყოფილების გამგე ჭიათურის მთავარ საწარმოში.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წელს თედო კიკვაძე სოფელ ჯოყოეთიდან ჭიათურის შავი ქვის მთავარ საწარმოში გადავიდა სამუშაოდ.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლიდან ჭიათურის შავი ქვის საწარმოში მუშაობის პერიოდში თევდორე კიკვაძე აქტიურად მონაწილეობდა ჭიათურის კულტურულ განვითარებაში.

