რეგისტრირებული ფაქტები91191
სორტირება თარიღი მზარდობით
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წელს ქუთაისის საგუბერნიო ჟანდარმთა სამმართველოს უფროსმა იოსებ ლაღიაშვილის საქმის თავიდან გამოძიება დაიწყო.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წელს ლადო კეცხოველი მონაწილეობდა თბილისის სასულიერო სასწავლებლის მოსწავლეთა გაფიცვაში, რის გამოც ის სასწავლებლიდან გარიცხეს.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წელს მიხა ცხაკაიას ხელმძღვანელობით დაარსდა მოსწავლეთა რევოლუციური წრე, რომელმაც 1893 წლის დეკემბერში მოაწყო სემინარელთა დიდი გაფიცვა, რაც მიმართული იყო სასწავლებელში გამეფებული იეზუიტური რეჟიმის წინააღმდეგ.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 27 იანვარს ჟურნალ „მწყემსში“ დავით ღამბაშიძემ რ. დ. ღაძის ფსევდონიმით გამოაქვეყნა დასაწყისი სტატიისა „ფუტკრების დედო და თავადი ილია გ. ჭავჭავაძე, გაზ. „ივერიის“ რედაქტორ-გამომცემელი“. წერილში გაკრიტიკებული იყო ილიას ლიტერატურული და საზოგადოებრივი მოღვაწეობა.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 30 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, განსვენებული ეგორ იაგორის ძე ფრიდონოვის დანატოვარი თანხიდან ხელოსანთა გასათხოვარი ქალებისთვის უნდა მიეცათ 11-11 თუმანი და 4 მანეთი. ერთ წელიწადს ხელოსნები თუ ღარიბ სომეხ ქალს შეარჩევდნენ, მეორე წელიწადს თანხა ქართველისთვის უნდა მიეცათ.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 31 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე შეეწინააღმდეგა პეტრე იოსების ძე უმიკაშვილის იდეას საკომისიო წიგნებით ვაჭრობის მოსპობის შესახებ, მისი აზრით, საზოგადოებას მაღაზიებში უნდა ჰქონოდა ეს წიგნები, რათა ხელი შეეწყო მათი გავრცელებისთვის. მას დაეთანხმა გამგეობის წევრი გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანი.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 31 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე სარევიზიო კომისიის წევრებად ერთხმად აირჩიეს: პავლე იოსების ძე ყიფიანი, დავით ნიკოლოზის ძე დათეშიძე და ვასილ ილიას ძე რცხილაძე.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 31 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ანგარიშების შესამოწმებლად სარევიზიო კომისიის შექმნა გადაწყდა.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 31 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძემ აღნიშნა, რომ თანხა, რომელსაც საზოგადოება ბარათაშვილის ფონდში აგროვებდა, განჯიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის გვამის თბილისში გადმოსასვენებლად უნდა გამოიყენებინათ, ხოლო ყაზბეგის ფონდში დაგროვილი თანხით ალექსანდრე ყაზბეგს საავადმყოფოში უნდა დახმარებოდნენ.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 31 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ აღნიშნა, რომ 1892 წლის მოხსენების მიხედვით ბაქრაძის ფონდში შესული თანხით უნდა აშენდეს მუზეუმი. ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძემ კი მოახსენა, რომ ადგილი უკვე შერჩეული აქვთ და უმოკლეს დროში დაიწყებენ მუზეუმის აშენებას.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 31 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე პეტრე იოსების ძე უმიკაშვილმა სარევიზიო კომისიის დაარსების აუცილებლობაზე ისაუბრა.

