რეგისტრირებული ფაქტები88111
სორტირება თარიღი მზარდობით
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წელს ოლთისის მაზრის გადასახადთა ინსპექტორად დანიშვნასთან ერთად დამთავრდა დუტუ მეგრელისა და დედამისის მეოთხედ საუკუნეზე ხანგრძლივი მომთაბარე ცხოვრება.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წელს ქუთაისელ ჩინოვნიკს ცნობილი საზოგადო მოღვაწე ზდანოვიჩისგან შეუტყვია, რომ დიმიტრი ხოშტარია ახალგაზრდა მწერალი იყო.
1894
ტიპი: ავტორობა
1894 წელს ვასილ კოპტონაშვილს მოთხრობის „კაკო დიაკვანი“ პატარა ბროშურად გამოცემის სურვილი ჰქონდა, მაგრამ მაშინდელ ცენზორს ამის ნება არ მიუცია მისთვის. ისიც უთხრა, რომ მისი მოთხრობის გაზეთ „ივერიაში“ დაბეჭდვა შეცდომა იყო, რადგან ნაწარმოები სამღვდელოების პატიოსან სახელს ჩირქს სცხებდა და დიაკვნებს მღვდლების წინაამღდეგ ამხედრებდა.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894-96 წლებში, თბილისის რკინიგზის სამმართველოში მსახურობის პერიოდში, სიმონ ქვარიანმა დააარსა ფარული წრე, სადაც თბილისის სასწავლებლების უფროსკლასელებს უკითხავდა რეფერატებს სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებზე.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894-96 წლებში სიმონ ქვარიანის დაარსებული ფარული წრის შეკრებებს ახალგაზრდა სოსო ჯუღაშვილიც ესწრებოდა.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894-96 წლებში თბილისის რკინიგზის სამმართველოში მსახურობის პარალელურად სიმონ ქვარიანი საზღვარგარეთ წასასვლელად ემზადებოდა.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894-96 წლებში თბილისის რკინიგზის სამმართველოში მსახურობის პერიოდში სიმონ ქვარიანმა საფრანგეთში წასვლა განიზრახა უმაღლესი აგრონომიული ცოდნის მისაღებად.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წელს გაზეთში „ივერია“ მოთხრობის „კაკო დიაკვანი“ დაბეჭდვის შემდეგ ადგილობრივი სამღვდელოება მუდმივად აბეზღებდა სოფელ მესხის სკოლის ინსპექტორებთან და ყველანაირად ცდილობდა, რომ ის სკოლიდან დაეთხოვათ.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წელს გაზეთში „ივერია“ მოთხრობის „კაკო დიაკვანი“ დაბეჭვდის შემდეგ ადგილობრივი მღვდლები ყოველნაირად ცდილობდნენ, რომ ვასილ კოპტონაშვილი სოფელ მესხის სკოლიდან დაეთხოვათ, თუმცა მათი ზრახვები უშედეგოდ მთავრდებოდა, რადგან ვასილი სკოლის საქმესაც კარგად უძღვებოდა და გლეხებიც დიდი სიყვარულით გამოირჩეოდნენ მის მიმართ.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წელს გაზეთში „ივერია“ ვასილ კოპტონაშვილის მოთხრობის „კაკო დიაკვანი“ დაბეჭდვის შემდეგ ადგილობრივმა მღვდლებმა მას მტრულად დაუწყეს ცქერა.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წელს სახალხო სკოლების დირექტორმა ფილიპე ლევიცკიმ ნიკო ჯანაშია მაკვანეთის სკოლის მასწავლებლად დაამტკიცა.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის იანვარში სახალხო სკოლების დირრექტორმა ლევიცკიმ დაამტკიცა სოფელ მაკვანეთში გახსნილი სკოლა.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წელს ალექსი გოგოხია დემონსტაციაში მონაწილეობისთვის 83 მოსწავლესთან ერთად სასულიერო სემინარიიდან გარიცხეს.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 3 იანვრის შემდეგ ქართლში მოგზაურობისას მაკინე ამირეჯიბის სიმღერებით მოხიბლულმა ილია ჭავჭავაძემ მას საჩუქრად გაუგზავნა თავისი ნაწერების ოთხტომეული წარწერით „რაც სიტყვას აკლდეს, ბუნებით, თქვენმა ხმამ შეასრულოსო“.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 3 იანვარს ილია ჭავჭავაძე მომრიგებელ შუამავალ გიორგი ციციშვილს სოფელ ხვედურეთში ესტუმრა.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 9 იანვარს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე სკოლების გახსნასთან დაკავშირებული დამაბრკოლებელი მიზეზების განსახილველად სარევიზიო კომისიის წევრებად აირჩიეს: აკაკი როსტომის ძე წერეთელი, გაბრიელ საყვარელიძე, ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე და ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 9 იანვარს ილია ჭავჭავაძე ავადმყოფობის გამო ვერ დაესწრო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას.

