საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88108

1921

ტიპი: თანამდებობა

1921-1922 წლებში ანდრია სოკრატეს ძე სულიაშვილი სურამის რევკომსა და მუშკორში მუშაობდა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919-1921 წლებში ანდრია სოკრატეს ძე სულიაშვილი დუშეთის რაიონში მდივნად მუშაობდა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917-1919 წლებში ანდრია სოკრატეს ძე სულიაშვილი სურამსა და ხაშურში მდივნად მუშაობდა.

1891

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ანდრია სოკრატეს ძე სულიაშვილი დაიბადა 1891 წლის ნოემბერში.

1914

ტიპი: განათლება

1914-17 წლებში ანდრია სოკრატეს ძე სულიაშვილი სწავლობდა კიევის უნივერსიტეტში.

1924

ტიპი: განათლება

1924 წელს დაპატიმრებული ანდრია სოკრატეს ძე სულიაშვილი პროფესიით ეკონომისტი იყო.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924 წლამდე, დაკავებამდე, ამბროსი ნიკოლოზის ძე გაჩეჩილაძე მუშაობდა აგრონომიის ინსტრუქტორად.

1924

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1924 წლის 2 თებერვალს დაკავებული ამბროსი ნიკოლოზის ძე გაჩეჩილაძე ცხოვრობდა თელავში, აბანოს ქუჩა N9-ში.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის 2 მარტს ამბროსი ნიკოლოზის ძე გაჩეჩილაძე ხელმეორედ დააკავეს საკუთარ სახლში, თელავში, აბანოს ქუჩა N9-ში.

1935

ტიპი: თანამდებობა

1935 წლის 12 მაისის გაზეთ „კომუნისტის" მიხედვით, საქართველოს საბჭოთა მხატვრების კავშირის გამგეობის მიერ ჩამოყალიბებული მხატვრობის კრიტიკოსების სექციის მდივანი იყო დ. ჯანელიძე.

1935

ტიპი: თანამდებობა

1935 წლის 12 მაისის გაზეთ „კომუნისტის" მიხედვით, საქართველოს საბჭოთა მხატვრების კავშირის გამგეობის მიერ ჩამოყალიბებული მხატვრობის კრიტიკოსების სექციის თავმჯდომარე იყო შ. დუდუჩავა.

1907

ტიპი: ორგანიზაცია

1907 წელს გიორგი ივანეს ძე მაჭავარიანი გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების ნამდვილი წევრი.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გამგეობის შემადგენლობაში იყვნენ: ოლღა გიორგის ასული ხოფერია, გიორგი ისიდორეს ძე მაღნარაძე, გიორგი ვასილის ძე გამზარდია, ანასტასია ივანეს ასული ჭკადუა, ნიკო ალექსის ძე ჯიჯიხია, მიხეილ პავლეს ძე თათარიშვილი და პოლიკარპე ესტატეს ძე ლორთქიფანიძე.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გამგეობის შემადგენლობაში იყვნენ: ოლღა გიორგის ასული ხოფერია, მოსე მიხეილის ძე ბახტაძე, ნიკო კონსტანტინეს ძე შონია, გიორგი ვასილის ძე გამზარდია, ვასილ ვასილის ძე კანდელაკი, მიხეილ პავლეს ძე თათარიშვილი და პოლიკარპე ესტატეს ძე ლორთქიფანიძე.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წელს სიმონ ბესარიონის ძე ღოღობერიძე ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორი იყო.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: ფილიპე ადამია, გრიგოლ ადამია, დავით კონსტანტინეს ძე ახვლედიანი, ცაუნია ანჯაფარიძისა, მიხეილ პეტრეს ძე ბერაია, ვარდიკო ბოკუჩავა, ბესარიონ ალექსანდრეს ძე ბოკუჩავა, ილიკო კიმოთეს ძე ბოჭორიშვილი, ივლიანე გვადას ძე გაბუნია და რაჟდენ გოგოხია.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: დათიკო ლეჟავა, ალექსანდრე მუსერიძე, სიმონ მელია, სამსონ რევაზის ძე ნაჭყებია, გოგუცა ნაჭყებია, მიხეილ რევიშვილი, პელაგია ნიკოლოზის ასული რევია, ანტონ სიჭინავა და მინადორა სიჭინავა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 15 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წევრთა წლიურ საზოგადო კრებაზე მადლობა გადაუხადეს სოლომონ ადანაიას, რომელმაც პორფირე გუნიას ხსოვნის პატივსაცემად საზოგადოებას 250 მანეთი შესწირა.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: ვარვარა ფარნაოზის ასული თევზაია, ბაბილინა თევზაია, მანია თევზაია, რაჟდენ იოსელიანი, იასონ კიტია, ვერა ივლონის ასული კერზაია, სტეფანე კალანდარიშვილი, აგრაფინა კალანდარიშვილი, ლიზა კემულარია და კლიმენტი რევაზის ძე ლეთოდიანი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 27 სექტემბერს მზრუნველობის სამინისტროში გაიმართულ ავადმყოფ და ხეიბარ მებრძოლთა მეორე საორგანიზაციო კრებას ესწრებოდა ამიერკავკასიის ინვალიდ მებრძოლთა მზრუნველობის კომისარი ი. დ. აბხაზი.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის 18 თებერვალს თბილისში, მიკაელიანცის სახლში საგანგებო კომისიის მიერ აღმოჩენილი მენშევიკების არალეგალური სტამბიდან აიყვანეს გიორგი სოლომონის ძე დიღმელაშვილი (25 წლის), დავით ალექსანდრეს ძე კვიციანი (30 წლის) და მუჯირიშვილი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 27 სექტემბერს მზრუნველობის სამინისტროში გამართულ ავადმყოფ და ხეიბარ მებრძოლთა მეორე საორგანიზაციო კრებას ესწრებოდა სამხედრო ცენტრის ექიმი ნინუა.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიში გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით შედგა.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის 19 მარტს ალექსანდრე ჯანდიერს მიუსაჯეს პატიმრობა თელავში და საქმე ძიებას გადასცეს.