საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88107

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 5 აგვისტოს ივანე ცომაიას მეორე დაკითხვის მასალების მიხედვით, ის აპირებდა საზღვარგარეთ გამგზავრებას, მაგრამ თანხის უქონლობის გამო ვერ მოახერხა.

1924

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1924 წლის 5 აგვისტოს, მეორე დაკითხვაზე, ივანე ცომაიამ განაცხადა, რომ არალეგალურად ცხოვრების დროს იარაღს არ ატარებდა და არც არალეგალურ მუშაობას ეწეოდა.

1904

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1904 წელს ივანე ცომაიამ პოდპორუჩიკის ჩინით მონაწილეობა მიიღო რუსეთ-იაპონიის ომში და მძიმედ დაიჭრა ოთხი ტყვიით, ჭრილობის გამო 8 წელი ავადმყოფობდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 20 ნოემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე უნდა განეხილათ საკითხი, რომ მორიგი სხდომები ჩატარებულიყო ოთხშაბათობით 13-15 სთ. და შაბათობით 10-12 სთ., უწყება უნდა გაგზავნოდათ კომისიის შემდეგ წევრებს: თავმჯდომარე ს. დადიანს, მდივან მ. ჩხეიძეს, ს. ჯაფარიძეს, ლ. ნათაძეს, პ. საყვარელიძეს, ალ. წერეთელს, კ. მაყაშვილს, სპ. კედიას, რ. არსენიძეს, გ. ნანეიშვილს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 13 ნოემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე თავმჯდომარე ს. ჯაფარიძეს, მდივან პ. საყვარელიძეს, დამხმარე გ. ნანეიშვილსა და წევრებს: გ. რცხილაძეს, ს. კედიას უნდა განეხილათ მთავრობის კანონპროექტი საქართველოს მოქალაქეობის (ქვეშევრდომობის) მოპოვებისა და დაკარგვის შესახებ.

1918

ტიპი: ავტორობა

საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიის 1918 წლის 9 ნოემბერს გამართულ სხდომაზე სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის ლიდერმა ირაკლი გიორგის ძე წერეთელმა განაცხადა, რომ დროის უქონლობის გამო კომისიის სხდომებს ვერ დაესწრებოდა და ფრაქცია კომისიის წევრად მის ნაცვლად სხვას დაასახელებდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 12 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე წაიკითხეს გიორგი ნანეიშვილის მიერ შემუშავებული კანონპროექტი მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის შესახებ. კანონპროექტის განხილვა გადაიდო მანამდე, ვიდრე მთავრობა განსახილველად წარმოადგენდა დროებით კანონპროექტს ამავე საკითხზე.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წლის პირველი სექტემბრიდან 1918 წლის 10 სექტემბრამდე სავლე აბულაძე კიცხის ორკლასიანი სკოლის მასწავლებელი იყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს სახალხო განათლების მინისტრი გიორგი ლასხიშვილი საქართველოს ეროვნულ საბჭოს ქართული უნივერსიტეტისთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარქმევას სთხოვდა.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914-1917 წლებში არტაშ ზაქარიას ძე მიკაელიანცი მუშაობდა კერძო ქარხნებში მოსწავლე ზეინკლად.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წელს გრიგოლ სპირიდონის ძე ჭელიძე საქართველოს ჩეკამ დააკავა.

1924

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1924 წელს დაპატიმრებული ამბროსი გაჩეჩილაძის ძმა, ირაკლი გაჩეჩილაძე ცხოვრობდა თბილისში.

1907

ტიპი: განათლება

1907 წელს შალვა გიორგის ძე ამირეჯიბი გაემგზავრა საზღვარგარეთ, სადაც 1909 წლამდე ვენის უნივერსიტეტის ფილოსოფიური ფაკულტეტეტის თავისუფალ მსმენლად ირიცხებოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 26 მაისს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ჯგუფის სამეცნიერო, ლიტერატურული და პოლიტიკური ჟურნალი „მომავალი“ გამოვიდა. პირველ ნომერში დაიბეჭდა: პლ. გურიელის „ქართული უნივერსიტეტის მნიშვნელობა“, ა. შილაკაძის „ხელოვნების ისტორიიდან: (ძველი ქართული ხუროთმოძღვრების გამოფენის გამო)“, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილის თაოსნობით მოწყობილ ქართული ხუროთმოძღვრების გამოფენას, მსოფლიო და ქართული ხელოვნების ზოგად განხილვას ეხებოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 26 მაისს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ჯგუფის სამეცნიერო, ლიტერატურული და პოლიტიკური ჟურნალი „მომავალი“ გამოვიდა. პირველ ნომერში დაიბეჭდა ვასილ გიორგაძის მონოგრაფია „სასულიერო პოეტები: იოვანე საბანისძე, ივანე მინჩხი და ფილიპე“, სერგი მაკალათიას „ატენის სიონი“ (ატენის სიონის აღწერილობა. შენიშვნა სქოლიოში: წაკითხულია საარქეოლოგიო სემინარიაში), ლექსები: ბარბარე (ბაბილინა) ხოსიტაშვილი-კურდღელაშვილის „ცოცხალი თაიგული“ და „მგზავრი“ , ილია სიხარულიძის „ღელვა“ და „ცისფერი მადამი“, ვ. გორგაძის „არ-ესა“, ს. აბულაძის ეტიუდი, დემნა შენგელაიას ჩანახატი „ვერ დამიმონებ“.

1921

ტიპი: ნასამართლეობა

1921 წლის ივლისში მთავრობამ ივანე ცომაიას დაპატიმრება სცადა, რის გამოც მან არალეგალური ცხოვრება დაიწყო.

1920

ტიპი: განათლება

1920 წელს ო. ა. ჟამუტაშვილს ჰქონდა გახსნილი ქალთა პროფესიული სკოლა სიღნაღში.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლიდან არტაშ ზაქარიას ძე მიკაელიანცი მსახურობდა სხვადასხვა საბჭოთა დაწესებულებაში.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917-1921 წლებში არტაშ ზაქარიას ძე მიკაელიანცი მსახურობდა ჯარში რიგითად.

1890

ტიპი: განათლება

1890 წელს კონსტანტინე ნიკოლოზის ძე აფხაზმა პეტროგრადის სამხედრო სასწავლებელი დაამთავრა.

1908

ტიპი: განათლება

1908 წელს დავით გიორგის ძე ჩიქოვანი სწავლის გასაგრძელებლად ბელგიის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაემგზავრა, სადაც ორი წლის მანძილზე ინჟინერიას სწავლობდა.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს ალექსანდრე იოსების ძე წერეთელმა ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა.

1910

ტიპი: განათლება

1910 წელს ალექსანდრე იოსების ძე წერეთელი ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე შევიდა.

1916

ტიპი: განათლება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1916 წლის ანგარიშის მიხედვით, თბილისის საქველმოქმედო საზოგადოების მასწავლებელ ანა ექვთიმეს ასულ შარაშიძეს დედათა საეპარქიო სასწავლებელი ჰქონდა დამთავრებული.

1916

ტიპი: განათლება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1916 წლის ანგარიშის მიხედვით, ნუკრიანის სკოლის მასწავლებელ ელენე დიმიტრის ასულ ახმეტელაშვილს თბილისის ქალთა საეპარქიო სასწავლებელი ჰქონდა დამთავრებული.