რეგისტრირებული ფაქტები92416
სორტირება თარიღი მზარდობით
1894
ტიპი: ნასამართლეობა
1894 წლის 20 სექტემბერს ვარშაველ ქართველთა მიერ დაარსებული საქართველოს განთავისუფლების ლიგის საქმიანობაში მონაწილეობისათვის თედო სახოკია თბილისში დააპატიმრეს, მეორე დღეს კი ქუთაისში გადაიყვანეს.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის ოქტომბრის დასაწყისში თბილისის სათავადაზნაურო ბანკის ზედამხედველი კომიტეტის შეერთებულმა კრებამ ილია ჭავჭავაძე, პეტრე გრუზინსკი და ალექსანდრე კობიაშვილი აირჩია კომისიაში, რომელსაც უნდა შეესწავლა საბანკო საქმიანობაში ახალი კანონების შემოღებასთან დაკავშირებით სათავადაზნაურო ბანკის ინტერესების საკითხი. ამავე კომისიას უნდა შეედგინა პროექტი და წარედგინა კრებისთვის განსახილველად.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 31 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობდა სათავადაზნაურო ბანკის საგანგებო კრებაში, რომელმაც განიხილა ბანკის მიერ გრიგოლ არწრუნისეული ქარვასლის შეძენის საკითხი. ილია ჭავჭავაძე კამათში ჩაება ივანე მაჩაბელთან, რომელიც ბანკის მიერ ქარვასლის შესყიდვის წინააღმდეგი იყო. ანტონ ფურცელაძემ ურჩია, გამგეობისთვის მიენდოთ გადაწყვეტა, მაგრამ კრება არ დაეთანხმა.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 12 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა, რომ საქართველოში გამომგზავრებულ ინგლისელ მთარგმნელს, მარჯორი უორდროპს იმჟამად თბილისში მყოფი მისი ძმა, ოლივერ უორდროპი სტამბოლში დახვდებოდა.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 12 ნოემბერს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა, რომ ილია ჭავჭავაძის პოემა „განდეგილის“ ინგლისურად მთარგმნელი მარჯორი უორდროპი უკვე გამოემგზავრა საქართველოში.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის დეკემბერში საფილოქსერო პარტიის ხელმძღვანელი ივანე ანდრონიკაშვილი და ამავე პარტიის წევრი იაკობ ფანცხავა ჩრდილოეთ კავკასიაში რამდენიმეთვიანი წარმატებული მუშაობის შემდეგ თბილისში დაბრუნდნენ.

