რეგისტრირებული ფაქტები88095
სორტირება თარიღი მზარდობით
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის შემოდგომაზე ვორონცოვის ქუჩაზე, პოლიციის მე-6 ნაწილის მახლობლად, დუქანი ქირავდებოდა. ქირაობის მსურველებს შუა ბაზარში ნიკოლოზ გილანოვისთვის უნდა მიემართათ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის შემოდგომაზე ვორონცოვის ქუჩაზე, პოლიციის მე-6 ნაწილის მახლობლად, დუქანი ქირავდებოდა. ქირაობის მსურველებს შუა ბაზარში ნიკოლოზ გილანოვისთვის უნდა მიემართათ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ფოთის საბაჟოს თავმჯდომარეს, ტერ-სტეფანოვს „ნადვორნი სოვეტნიკის“ წოდება უბოძეს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის შემოდგომაზე რკინიგზის ტელეგრაფის თანამშრომელმა, ანოხინმა რკინიგზის უფროსს, ინჟინერ ვედენეევს საქონლის დასაწყობ 2 ვაგონში დინამო ელექტრონის საშუალებით განათების გაკეთების პროექტი წარუდგინა. პროექტი გზათა მინისტრმა მოიწონა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ბათუმში გაზეთ „Каспий“-ის გამოწერა მათე ნიკოლაძის წიგნის მაღაზიაში შეიძლებოდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის შემოდგომაზე ყარსის რკინიგზის მშენებლობის ხელმძღვანელი, უფროსი ინჟინერი ვურცელი მშენებლობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის განსახილველად პეტერბურგში მიიწვიეს გზათა მინისტრთან.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს კ. თავართქილაძე საჭილაოში ჩავიდა და მოსახლეობას აბრეშუმის ქარხნის გახსნაში დახმარება სთხოვა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს შერვაშიძე ყაზახებთან ერთად დაეწია ქურდებს, რომლებმაც დაგვაში ებრაელი კაცი გაქურდეს და თან წაიყვანეს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს თევდორე ჟორდანიამ სოხუმის ბიბლიოთეკა-სამკითხველოს 3. 55 მანეთის წიგნები შესწირა.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს მიხეილ დავითის ძე წულუკიძე და ალექსანდრე გრიცი სადაზღვევო აგენტები იყვნენ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ივანე მაჩაბელმა სოხუმის ბიბლიოთეკა-სამკითხველოს 1. 60 მანეთის წიგნები შესწირა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს გიორგი ქართველიშვილმა სოხუმის ბიბლიოთეკა-სამკითხველოს 13. 60 მანეთის წიგნები შესწირა, ვალერიან გუნიამ – 4. 50-ის, ივანე როსტომაშვილმა – 2. 90-ის, არჩილ დარეჯანაშვილმა – 60 კაპიკის, არისტო ქუთათელაძემ – 80 კაპიკის, იერემია გულისაშვილმა – მანეთის და ვასილ კარბელაშვილმა – 2. 25 მანეთისა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს მღვდელმა გევორქ გალუსტიანმა 10 000 მანეთად ღირებული თავისი სახლი ვანქის ტაძარს შესწირა.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის შემოდგომაზე ნიკოლოზ მიტარევსკი ტარასი მამალაძის ნაცვლად გორის სამოქალაქო სასწავლებლის ინსპექტორად დაინიშნა.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს თამამშოვის ქარვასლაში ნ. ა. ხოჯაევს სამანუფაქტურო საქონლის მაღაზია ჰქონდა.

