რეგისტრირებული ფაქტები80982
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1907
ტიპი: თანამდებობა
ქრისტინე შარაშიძის ავტობიოგრაფიის მიხედვით, ის 1907 წლის შემოდგომაზე მარიამ ყაუხჩიშვილმა თავის გიმნაზიაში მიიწვია მასწავლებლად.
1915
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1915 წელს ქრისტინე შარაშიძე საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა და ქალთა უმაღლესი კურსების ისტორიისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე ჩაირიცხა.
1948
ტიპი: თანამდებობა
შალვა მაღლაკელიძის ავტობიოგრაფიული ჩანაწერებიდან ვიგებთ, რომ 1948 დან 1950 წლამდე იგი იტალიაში ცხოვრობდა როგორც „ხმელთაშუა ზღვის პაკტის“ ორგანიზაციის სამხედრო მრჩეველი გენერალ-ლეიტენანტის ხარისხით. ეს ორგანიზაცია რომში იყო როგორც „არაბთა ლიგის“ მიერ დაფინანსებული კერძო დაწესებულება.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს სამხედრო მინისტრ გრიგოლ გიორგაძის მოხსნება: კანონპროექტი ოფიცერთა და სამხედრო მოხელეთა შტატებისა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ. მოიწონეს და გადასცეს პარლამენტს. გერმანელ ინსტრუქტორებს განსაკუთრებული უფლებამოსილება მიანიჭეს, რომ ოფიცრების უწესობის შემთხვევაში აცნობონ არამარტო სამხედრო მინისტრსა და გერმანელთა საკომანდოს, არამედ მთავრობის თავმჯდომარესაც.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 19 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს მიწათმოქმედების მინისტრ ნოე ხომერიკის დასკვნა გერმანელებთან ხელშეკრულების პროექტის – ბზიფის ტყეების შესახებ. ალფრედ ბონარდის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების პროექტი – გერმანელებთან ბზიფის ტყეების ექსპლუატაციის შესახებ კი უარყვეს, რაც ეცნობა საქართველოს წარმომადგენელს ბერლინში აკაკი ჩხენკელს.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 19 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს საგარეო საქმეთა მინისტრ აკაკი ჩხენკელის მოხსენება ბორჩალოში სომხების აგრესიული მოქმედების შესახებ და დაადგინეს: მინისტრმა აცნობოს სომხეთის მთავრობის წარმომადგენელს, რომ სომხეთის ჯარების შემოსვლას როგორც ბორჩალოში, ისე სხვაგან, საქართველოს საზღვრებში, მთავრობა მტრულ ნაბიჯად ჩათვლის და შესაფერის ზომებს მიიღებს.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის 19 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს აფხაზეთის საქმეთა ყოფილი მინისტრის, რაფაელ ჩხოტუას, თხოვნა დაკავებიდან გათავისუფლების შესახებ.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 22 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს ვაჩეიშვილის დეპეშა ყუბანის მთავრობასთან საქონლის გაცვლა-გამოცვლის ეკონომიკური ხელშეკრულების შესახებ. დაადგინეს, ეცნობოს მას ეკატერინოდარში, რომ საქართველოს მთავრობა თანახმაა ხელშეკრულების დადებაზე იმ პირობით, რომ მას კავშირი არ ექნება პოლიტიკურ საკითხებთან, როგორიცაა მაგ., სოჭის ოლქის საკითხი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 22 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს ოზურგეთის ერობის შუამდგომლობა გურიაში დასათესი პურის გაგზავნის შესახებ. სასურსათო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ არდიშვილს დაევალა საჭირო დასათესი ხორბლის მიცემა ნაღდ ფულზე.
1942
ტიპი: ღონისძიება
1942 წელს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორმა ქრისტინე შარაშიძეს გაუგზავნა მოსაწვევი ბარათი მუზეუმის პირველ სამეცნიერო სესიაში მონაწილეობის მიღების თხოვნით. სესია უნდა გახსნილიყო ამავე წლის 27 მაისს, დილის 10 საათზე, მუზეუმის აუდიტორიაში.