რეგისტრირებული ფაქტები80982
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1918 წლის 22 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს მთავრობის საქმეთა მმართველ ს. ჯაფარიძის მოხსენება კაპიტონ, იგივე ეპიფანე, შევარდნაძის თხოვნა ნაშვილები ვლადიმერისთვის თავისი გვარის გადაცემის თაობაზე. დაადგინეს გვარის მიცემა.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1918 წლის 22 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს მთავრობის საქმეთა მმართველ ს. ჯაფარიძის მოხსენება – სოლომონ ასლანოვის თხოვნის შესახებ გვარის შეცვლის თაობაზე. თხოვნა უყურადღებოდ დატოვეს.
1918
ტიპი: ორგანიზაცია
1918 წლის 22 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს ფინანსთა მინისტრ კონსტანტინე პლატონის ძე კანდელაკის მოხსენება ქართულ-გერმანულ სააქციო საზოგადოებათა ორგანიზაციისა და წესდების შემმუშავებელი კომისიის შესახებ. დაადგინეს, შემდგარიყო კომისია ნიკო იაკობის ძე ნიკოლაძის, სოლომონ ექვთიმეს ძე წერეთლისა და ქუთაისის ქალაქისთავის, დ. კალანდარიშვილისაგან ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის თავმჯდომარეობით.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 24 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს სამხედრო მინისტრ გრიგოლ გიორგაძის განცხადება მისთვის მეორე თანაშემწედ ზაქარია მდივნის დანიშვნის შესახებ.
1950
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1950-1952 წლებში შალვა მაღლაკელიძე „ხმელთაშუა ზღვის პაკტის“ ორგანიზაციის დავალებით პაკისტანის ქალაქებში: კოჰატში, პეშავარსა და კარაჩში იმყოფებოდა.
1894
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1894 წლის 2 მაისს სოფელ დიხაშხოში (ქუთაისი გუბერნია) დაიბადა შალვა ნიკოლოზის ძე მაღლაკელიძე. მან ქუთაისის ქართული გიმნაზია და თბილისის სამხედრო სასწავლებელი დაამთავრა. შემდეგ სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, საიდანაც იგი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს.
1943
ტიპი: თანამდებობა
1943 წელს შალვა მაღლაკელიძე 114-ე პოლკში მსახურობდა და კავკასიის ფრონტზე მოქმედ ჯარში ირიცხებოდა.
1956
ტიპი: თანამდებობა
შალვა მაღლაკელიძის 1956 წელს გაკეთებული ავტობიოგრაფიული ჩანაწერებით ვიგებთ, რომ თებერვლის რევოლუციის შემდეგ იგი 114-ე პოლკს მეთაურობდა. მოგვიანებით ლვოვის დროებითი მთავრობის მიერ სამხედრო და სამოქალაქო საქმეების მოსაგვარებლად სამაჰმადიანო საქართველოში (არტაანი, ფოცხოვი, ახალციხე და ახალქალაქი) საგანგებო რწმუნებულად დაინიშნა. შემდეგ კი თბილისის გუბერნიის მეთაურად აირჩიეს.
1921
ტიპი: ნასამართლეობა
შალვა მაღლაკელიძის ავტობიოგრაფიული ჩანაწერების მიხედვით, საქართველოს საგანგებო კომისიის დადგენილებით 1921 წლის 13 მაისიდან 1922 წლის 17 ნოემბრამდე იგი მეტეხის სატუსაღოში იყო.
1922
ტიპი: პირადი ინფორმაცია
შალვა მაღლაკელიძის ავტობიოგრაფიული ჩანაწერებიდან ვიგებთ, რომ 1922 წლის დეკემბრიდან 1923 წლის მაისამდე იგი საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის საელჩოში მსახურობდა, რომელიც მოსკოვში მდებარეობდა. ელჩი მიხა ცხაკაია იყო.
1923
ტიპი: პირადი ინფორმაცია
შალვა მაღლაკელიძის ავტობიოგრაფიული ჩანაწერების მიხედვით, 1923-დან 1926 წლამდე იგი პრაღის უნივერსიტეტში სწავლობდა. იურისტის ხარისხის მისაღებად დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი „სხვისი ქონების მიტაცება 1845, 1903 და 1922 წ.წ. სისხლის სამართლის კოდექსების მიხედვით“.
1918
ტიპი: თანამდებობა
შალვა მაღლაკელიძის ავტობიოგრაფიული ჩანაწერებიდან ვიგებთ, რომ 1918-1921 წლებში იგი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ადმინისტრაციის ინსპექტორი და აღმოსავლეთ საქართველოსა და თბილისის გენერალ-გუბერნატორი იყო.
1970
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1970 წლით დათარიღებული შალვა მაღლაკელიძის პირადი არქივი მოწმობს, რომ იგი თავისუფლად ფლობდა: გერმანულ, ფრანგულ, იტალიურ, ჩეხურ, პოლონურ, ქართულსა და რუსულ ენებს. მისი სამეცნიერო წოდება იყო იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, სამხედრო ხაზით - გენერალი, პოლკოვნიკი.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916-1917 წლებში შალვა მაღლაკელიძე ახალციხის 116-ე პოლკში მეფის ჯარის ასეულის მეთაური იყო. 1918-1921 წლებში — აღმოსავლეთ საქართველოს გენერალ-გუბერნატორი, მოგვიანებით კი ქალაქ თბილისისა და აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორი გახდა. მაღლაკელიძე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ადმინისტრაციის ინსპექტორიც იყო.
1921
ტიპი: ნასამართლეობა
1921 წლის 13 მაისს შალვა მაღლაკელიძე, რომელიც გასაბჭოების შემდეგ ცოლ-შვილთან ერთად მშობლიურ სოფელში მამისეულ სახლს აფარებდა თავს, დააპატიმრეს როგორც დემოკრატიული რესპუბლიკის ყოფილი დიდი მოხელე. მან მომდევნო წელი ციხეში გაატარა.
1951
ტიპი: ავტორობა
1951 წლის 11 მაისს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკდემიის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტმა ქრისტინე შარაშიძეს გასაცნობად გაუგზავნა ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის, რენე შმერლინგის სადისერტაციო შრომის „Художественное оформление грузинской рукописи IX, X и XI веков“ ავტორეფერატი.
1951
ტიპი: ღონისძიება
1951 წლის 12 ივნისს ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში დანიშნული იყო რენე შმერლინგის დისერტაციის საჯარო დაცვა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს სამხედრო მინისტრ გრიგოლ გიორგაძის მოხსენება ჯარისკაცთა და ოფიცერთა ფორმების შესახებ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 24 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს სამხედრო მინისტრ გრიგოლ გიორგაძის მოხსენება სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს წარმომადგენლის გაგზავნის შესახებ. საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლად სიმონ მდივანი აირჩა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს სამხედრო მინისტრის მოადგილის მოხსენება კაპიტან რედკინის ქვრივისათვის 325 მან. ტალონების განაღდების შესახებ. დაადგინეს, მიეცეს ამის საშუალება როგორც გამონაკლისს, ქვრივს, დაბადებით კალანდარიშვილს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს სამხედრო მინისტრის მოადგილის მოხსენება 18 ათასი მანეთის მიცემის შესახებ ტაბახმელის აგარაკის პატრონების – ყაზაროვისა და შანშიევისთვის იმ ზარალის ასანაზღაურებლად, რომელიც მიადგათ ივლისში მათ აგარაკში წითელი გვარდიის ყოფნის გამო. შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.