რეგისტრირებული ფაქტები81156
სორტირება თარიღი მზარდობით
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის იანვრიდან, იანოვსკის მოხსენების მიხედვით, სტიპენდიები დაენიშნათ მოსკოვის უნივერსიტეტის სტუდენტებს: ლეონიდ მაყაშვილს, ნიკოლოზ ელიავას, კონსტანტინე ელიოზოვსა და ივან სტანიშევსკის.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის იანვარში თბილისში უნდა ჩამოსულიყო ცნობილი ლექტორი, ი. რადეცკი. რადეცკის უნდა წაეკითხა ლექციები ბავშვის აღზრდის შესახებ. გამოჩენილი მწერალი და იურისტი პ. ობნინსკი რადეცკის შესახებ წერდა, რომ ის თავისი საქმის პროფესიონალი იყო და დაუღალავად იბრძოდა ბავშვების მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის იანვარში მთავრობის განკარგულებით მიხედვით არტემ კირაკოზოვს გადასცეს ვერცხლის მედალი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის იანვარში მთავრობის განკარგულების მიხედვით ივარსკის ებოძა წმინდა ანას მეორე ხარისხის ორდენი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის იანვარში მთავრობის განკარგულების მიხედვით რაჭის მაზრის უფროს „სტატსკი სოვეტნიკს“ ზურაბ ყიფიანს ებოძა წმინდა ანას მეორე ხარისხის ორდენი.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის იანვარში ბათუმის ოლქის უფროსი ზაგანი დაინიშნა დაღესტნის სამხედრო გუბერნატორის თანაშემწედ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის იანვარში დაგეგმილი იყო თბილისის მაზრის თავად-აზნაურთა კრება, რომლის შესახებაც თავად-აზნაურებს მიხეილ პეტრეს ძე ისარლოვმა აუწყა. ასევე მოითხოვა, რომ კრების დაწყებამდე წარედგინათ საბუთები, რომლითაც დაადასტურებდნენ არჩევნებში მონაწილეობისა და თავად-აზნაურთა საქმეების განხილვაში მონაწილეობის მიღების უფლებას.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის იანვარში მოიტაცეს წულუკიძის ქალიშვილი, რომელმაც ბათუმში მისცა ჩვენება და ბრალდებული გაამართლა. ამის მიუხედავად, ყველა დარწმუნებული იყო, რომ გოგონას ჩვენება ძალდატანებით მიაცემინეს.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წელს თბილისის სახაზინო პალატის განცხადებით, გუბერნიის მდივნის შვილი, ზაქარია საყვარელიძე მიიღეს სახელმწიფო სამსახურში მეორე ხარისხის კანცელარიის მოხელედ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის იანვარში რკინიგზის მიმოსვლის უფროსმა ბ. შაიკევიჩმა განკარგულება გასცა, რომლის მიხედვითაც შავი ქვის სატარებლად ვაგონების მიმოსვლა უნდა აეჩქარებინათ. ამავდროულად, შაიკევიჩმა დაავალა ფოთის სადგურის უფროსს, რომ ყოველ დღე 80 ვაგონი დაეთმოთ შავი ქვის მწარმოებლებისთვის.
1897
ტიპი: მფლობელობა
1897 წლის იანვარში ი. მ. მაისურაძის ტყავის ქარხანა გაქურდეს. ქარხნის კედლები გამოანგრიეს და მოიპარეს 600 მანეთის ღირებულების ტყავი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის იანვარში თელავის სამოქალაქო სკოლის მოსწავლე მატიაშვილი ცოფიანმა ძაღლმა დაკბინა. მატიაშვილი თბილისში ჩამოიყვანეს და პასტერის მოგონილი წამლით მკურნალობდნენ. როცა გამოჯანმრთელდა, თელავში გაგზავნეს. მოგვიანებით ახალგაზრდა ავად გახდა და აუცილებელი გახდა მისი თბილისში გადაყვანა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ამ წამალმა ცოფიანი ძაღლისგან დაკბენილ ადამიანს ვერ უშველა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წელს გიორგი დიმიტრის ძე შარვაშიძემ ქალაქის გამგეობის წევრებს დაავალა, თვალყური ედევნებინათ სახელოსნო გამგეობის მოქმედებისა და საქმის წარმოებისთვის. სახელოსნო გამგეობის წევრებს კი დაევალათ, რომ აღარ გამოერთმიათ ხელოსნებისთვის ბილეთებში სამ მანეთზე მეტი.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წელს გიორგი დურმიშხანის ძე ჟურული დაინიშნა კავკასიის საცენზურო კომიტეტის უმცროსი ცენზორის თანამდებობაზე.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წელს გიორგი დურმიშხანის ძე ჟურული დაინიშნა კავკასიის საცენზურო კომიტეტის უმცროსი ცენზორის თანამდებობაზე.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წელს ბათუმში ქალაქის გამგეობის წევრის არჩევნები გაიმართა. გამგეობის წევრ ი. ივანოვს მსახურობის ვადა ამოეწურა. ამის გამო, თავიდან დაინიშნა კენჭისყრა, რომლის შედეგადაც კვლავ ი. ივანოვი აირჩიეს გამგეობის წევრად.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის იანვარში ივანე ამილახვარი კავკასიის მთავარმართებლის თანაშემწის თანამდებობაზე დაინიშნა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წელს ქალაქ თბილისის მომრიგებელმა მოსამართლემ საინტერესო საქმე გაარჩია. დიდზურაბოვი ბრალს დებდა ალელოვს და ამბობდა, რომ მან შეურაცხყოფა მიაყენა. დიდზურაბოვს ახლდა მოწმე, რომელმაც თქვა, რომ დიდზურაბოვმა ეს ყველაფერი დაგეგმა იმისთვის, რომ ალელოვისთვის 500 მანეთი გამოეძალა. მოწმის თქმით, მხოლოდ იმიტომ გამოყვა დიდზურაბოვს მოწმედ, რომ ჩივილის ამბავი უბრალო ხუმრობა ეგონა. ამ ჩვენების შემდეგ მოსამართლემ გაამართლა ალელოვი და დიდზურაბოვის საჩივარი სცნო „უსინდისო საჩივრად“.
1897
ტიპი: გარდაცვალება
1897 წელს ქუთაისში ჭლექით გარდაიცვალა ოდესის უნივერსიტეტის სტუდენტი ნიკოლოზ ხარაზიშვილი.
1897
ტიპი: მფლობელობა
1897 წელს ინჟინრებმა იარალოვმა და ალიხანოვმა კავკასიაში პირველი ზარების ქარხანა დააარსეს. ქარხანაში შესაძლებელი იყო ახალი ზარების დამზადებაც და ძველების შეკეთებაც.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წელს კოდორში, სოხუმის ოლქში გაიხსნა დიმიტრი მაჭუტაძისა და თეიმურაზ ჩაჩავას ხე-ტყის ქარხანა. ეს იყო ერთადერთი ქარხანა კავკასიაში, რომელშიც ამზადებდნენ წაბლის ფიცრებს.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წელს ი. ბრონერი იყო თბილისის „საურთიერთო სამეურნეო ბანკის“ უფროსი ბუღალტერი.