რეგისტრირებული ფაქტები88076
სორტირება თარიღი მზარდობით
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წელს გიორგი დურმიშხანის ძე ჟურული დაინიშნა კავკასიის საცენზურო კომიტეტის უმცროსი ცენზორის თანამდებობაზე.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წელს ბათუმში ქალაქის გამგეობის წევრის არჩევნები გაიმართა. გამგეობის წევრ ი. ივანოვს მსახურობის ვადა ამოეწურა. ამის გამო, თავიდან დაინიშნა კენჭისყრა, რომლის შედეგადაც კვლავ ი. ივანოვი აირჩიეს გამგეობის წევრად.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის იანვარში ივანე ამილახვარი კავკასიის მთავარმართებლის თანაშემწის თანამდებობაზე დაინიშნა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წელს ქალაქ თბილისის მომრიგებელმა მოსამართლემ საინტერესო საქმე გაარჩია. დიდზურაბოვი ბრალს დებდა ალელოვს და ამბობდა, რომ მან შეურაცხყოფა მიაყენა. დიდზურაბოვს ახლდა მოწმე, რომელმაც თქვა, რომ დიდზურაბოვმა ეს ყველაფერი დაგეგმა იმისთვის, რომ ალელოვისთვის 500 მანეთი გამოეძალა. მოწმის თქმით, მხოლოდ იმიტომ გამოყვა დიდზურაბოვს მოწმედ, რომ ჩივილის ამბავი უბრალო ხუმრობა ეგონა. ამ ჩვენების შემდეგ მოსამართლემ გაამართლა ალელოვი და დიდზურაბოვის საჩივარი სცნო „უსინდისო საჩივრად“.
1897
ტიპი: გარდაცვალება
1897 წელს ქუთაისში ჭლექით გარდაიცვალა ოდესის უნივერსიტეტის სტუდენტი ნიკოლოზ ხარაზიშვილი.
1897
ტიპი: მფლობელობა
1897 წელს ინჟინრებმა იარალოვმა და ალიხანოვმა კავკასიაში პირველი ზარების ქარხანა დააარსეს. ქარხანაში შესაძლებელი იყო ახალი ზარების დამზადებაც და ძველების შეკეთებაც.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წელს კოდორში, სოხუმის ოლქში გაიხსნა დიმიტრი მაჭუტაძისა და თეიმურაზ ჩაჩავას ხე-ტყის ქარხანა. ეს იყო ერთადერთი ქარხანა კავკასიაში, რომელშიც ამზადებდნენ წაბლის ფიცრებს.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წელს ი. ბრონერი იყო თბილისის „საურთიერთო სამეურნეო ბანკის“ უფროსი ბუღალტერი.
1897
ტიპი: გარდაცვალება
1897 წლის 1-ელ იანვარს სანდრო ზარდიევს, ილია ბატიევსა და ილია ტატიევს ჩხუბი მოუვიდათ. მათ გაშველებას ცდილობდა ილიკო ტაზიაშვილი, რომელსაც ილია ტატიევმა ხანჯალი გაუყარა. ტაზიაშვილი გარდაიცვალა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 1-ელ იანვარს სანდრო ზარდიევს, ილია ბატიევსა და ილია ტატიევს ჩხუბი მოუვიდათ. ჩხუბს მიუსწრო მამასახლისის თანაშემწე ილიკო ტაზიაშვილმა, რომელმაც მათი გაშველება სცადა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წელს ოზურგეთის ქალაქისთავს, ნიკოლოზ თავდგირიძეს მოლაპარაკება ჰქონდა უცხოელ ინჟინერთან ნატანებიდან ოზურგეთამდე რკინიგზის გაყვანის თაობაზე. მოლაპარაკების შედეგად ინჟინერი ოზურგეთში ჩამოვიდა და რკინიგზის გაყვანის ხარჯები დაიანგარიშა. მისი თქმით, ვიწრო ლიანდაგიანი რკინიგზა ნატანებსა და ოზურგეთს შორის 250 000 მანეთი უნდა დამჯდარიყო. ის ფიქრობდა, რომ რკინიგზის გაყვანა ოზურგეთისთვის მომგებიანი იქნებოდა.
1897
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1897 წელს გომარეთის სკოლის მასწავლებელ თომა კევლიშვილის ჯამაგირი 100 მანეთს შეადგენდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წელს ალექსანდრე როინაშვილმა საქართველოს საეკლესიო ნაშთთა საცავს რუსუდან მეფის დროინდელი ვერცხლის ფული შესწირა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლიდან ჟურნალ „ნედელიასთან“ ერთად გამოდიოდა ყოველდღიური გაზეთი „რუსი“, რომლის რედაქტორი იყო გაიდებუროვი.
1897
ტიპი: ორგანიზაცია
1897 წელს კოდორში გახსნილი ხე-ტყის ქარხნის უმთავრესი საწყობი ბათუმში იყო. შეკვეთისთვის მსურველებს უნდა მიემართათ თეიმურაზ ჩაჩავასთვის — ოჩამჩირეში, ხოლო დიმიტრი მაჭუტაძისთვის — ბათუმში.
1897
ტიპი: ღონისძიება
გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ბიბლიოთეკის 1897 წლის ანგარიშის მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში ბიბლიოთეკას 904 მანეთი შესწირეს, დაიხარჯა – 768 მანეთი.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 4 იანვრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ მიხეილ თაქთაქიშვილი განჯის გიმნაზიის მასწავლებლად დანიშნეს.

