საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88076

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 5 მარტს ქალაქის საბჭოს სხდომაზე ალექსანდრე შახაზიზოვ-კამსარაკანმა განაცხადა, რომ „შუა ბაზარი” ივანე ბაგრატიონ-მუხრანბატონის სატიოსთან უნდა გადაეტანათ. ამისთვის მტკვარზე ახალი რკინის ხიდის აშენება იქნებოდა საჭირო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 6 მარტს „კავკასიის სამეურნეო საზოგადოების“ წევრთა კრებაზე უნდა განეხილათ ივანე ანდრონიკაშვილის მოხსენება იმის შესახებ, თუ რა ფორმით უნდა დახმარებოდა სამეურნეო საზოგადოება კახეთის მევენახეებს ვაზის სხვადასხვა სენისგან წამლობის საქმეში.

1897

ტიპი: ნასამართლეობა

1897 წლის 8 მარტს თბილისის სამოსამართლო პალატამ ლუარსაბ ფურცელაძის მკვლელობის საქმე განიხილა. დანაშაული ბრალდებოდათ პროკოფი მესხსა და მუნუელ კოპაძეს. საქმე ქუთაისის ოლქის სასამართლომ იქამდეც განოხილა. მაშინ მესხი და კოპაძე გაამართლეს, მაგრამ ბრალმდებლებმა სააპელაციო პროტესტი სამოსამართლეო პალატაში გადაიტანეს. საბოლოოდ, ქუთაისის ოლქის სასამართლოს განაჩენი დამტკიცდა და ბრალდებულები ისევ გაამართლეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 9 მარტს ვერის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მღვდელმა, სოლომონ ელიოზიშვილმა და ქაშვეთის ეკლესიის მღვდელმა, გრიგოლ გამდლიშვილმა ვერის ქუჩაზე მდებარე ახალი სამრევლო საკვირაო სკოლა აკურთხეს და ამ სკოლის არსებობის საჭიროებაზე ისაუბრეს.

1897

ტიპი: გარდაცვალება

1897 წლის 9 მარტს ნიკოლოზ ზურაბის ძე ჭავჭავაძე ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. განსვენებული 20 წლის განმავლობაში განაგებდა დაღესტნის თემს.

1897

ტიპი: გარდაცვალება

1897 წლის 9 მარტს რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი ნიკოლოზ ზურაბის ძე ჭავჭავაძე გარდაიცვალა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 9 მარტს სოფელ ძიმითში აკურთხეს ერთკლასიანი სკოლა. ამ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ძიმითის სკოლის მასწავლებელი ბ. დ. ერქომაიშვილი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 10 მარტს გერმანელთა სკოლის დარბაზში გამართულ პედაგოგიურ კრებას ოცდაათამდე პედაგოგი დაესწრო. კრებაზე, რომლის თავმჯდომარე იყო ხ. Ნ. Გროზდოვი, განიხილეს გერმანელი სწავლულის, შულცეს ნატურალური სწავლების მეთოდის შემოღების საკითხი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 11 მარტს ა. ივანენკომ მიხეილ შაპარონიანცს და გ. მ. კოლუბანსკის დაავალა, რომ მასთან ერთად დახვედროდნენ თბილისში ჩამოსულ ახალ მთავარმართებელს, გრიგორ გოლიცინს.

1897

ტიპი: ნასამართლეობა

1897 წლის 11 მარტს ქუთაისის ოლქის სასამართლოში დანიშნული იყო ილარიონ ხელაიას საქმის განხილვა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 11 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია სათაურით „თავადი ნ. ზ. ჭავჭავაძე. ნეკროლოგი“.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 12 მარტს „ცნობის ფურცლის“ საშუალებით გურიის მაცხოვრებლებმა მადლობა გადაუხადეს ბ. ე. მამინაიშვილს, რომელმაც შემოქმედის წიგნსაცავისთვის ფული მოაგროვა და ღარიბ სამკითხველოს დაეხმარა. შემომწირველებს შორის იყვნენ: ბ. ბებურიშვილი, სოლომონ დუმბაძე, კ. ვერულაშვილი, დ. სალუქვაძე, ე. დონაძე და მრავალი სხვა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 13 მარტს გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინს ა. ა. ივანენკომ ვერცხლის ჭურჭლით პურ-მარილი მიართვა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 13 მარტს გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინმა მეუღლესთან ერთად მცხეთის ტაძარი მოინახულა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 13 მარტს გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინს ალექსანდრე ოქროპირიძემ მოახსენა, რომ მცხეთის ტაძარი ცუდ მდგომარეობაში იყო და ფინანსური დახმარების მისაღებად ხელმოწერებს აგროვებდნენ. გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინმა ამ საქმეში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 14 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 13 მარტი“ („მუქარა აღსრულდა. ეგრედ წოდებული ბლოკადა განხორციელდა...“).

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 15 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 14 მარტი“ („გუშინ მობრძანდა ახალი მთავარმართებელი კავკასიისა...“).

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 16 მარტს სიღნაღის მთავარანგელოზის ეკლესიაში ნიკოლოზ ჭავჭავაძის პანაშვიდი გადაიხადეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 16 მარტს გურიის თავადაზუნრთა კრებაზე თ. ნ. თავდგირიძემ წამოაყენა წინადადება საზოგადოების დაარსების შესახებ, რომელიც უნდა გაძღოლოდა ოზურგეთსა და ნატანებს შორის ვიწრო ლიანდაგიანი რკინიგზის გაყვანის საქმეს. კრების თითქმის ყველა დამსწრე ჩაეწერა ამ საზოგადოების დამფუძნებელ წევრად.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 16 მარტს ოზურგეთში გაიმართა თავად-აზნაურთა კრება, რომელზეც განიხილეს ოზურგეთსა და ნატანებს შორის რკინიგზის გაყვანის საკითხი. კრებას უძღვებოდნენ სიმონ დავითის ძე გუგუნავა, ნიკო თავდგირიძე და გრიგოლ ჯაყელი.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 16 მარტის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ სიმონ დავითის ძე გუგუნავა ოზურგეთის მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლი იყო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 17 მარტს გერმანელთა სკოლის დარბაზში თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლების ინსპექტორ ვ. ნ. პავლოვის თავმჯდომარეობით თბილისელ მასწავლებელთა კრება გაიმართა. კრებაზე უცხო ენის ბუნებრივი მეთოდით სწავლების შემოღებაზე იმსჯელეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 18 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მერვე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართეს უდეს, არალის და ვალეს მოსახლეობამ, რომ მათთვის გაეხსნათ სახალხო ბიბლიოთეკა, რომლის სამზრუნველო კომიტეტის წევრები იქნებოდნენ: სიმონ ბალახოვი, გრიგოლ აღოშევი, ივანე მერაბიშვილი, გიორგი ზაალიშვილი და პეტრე აღოშევი. გამგეობამ გადაწყვიტა, რომ უდეში გაეხსნათ სახალხო ბიბლიოთეკა მთავრობის ნებართვით, ასევე დაემტკიცებინათ სამზრუნველოს წარმოდგენილი წევრები და სამკითხველოს მოსაწყობად სამზრუნველოსთვის გაეგზავნათ 18 მანეთი.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 18 მარტის „ცნობის ფურცლის” მიხედვით, დავით ილიას ძე აბაშიძე ქუთაისის სემინარიის ინსპექტორად დაინიშნა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 18 მარტის „ცნობის ფურცლის” მიხედვით, ახრახაძე ახალციხის სამაზრო სასამართლოს თარჯიმნად მუშაობდა.