საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81340

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, საქართველოს ჰიმნის კომპოზიტორმა თქვა, რომ თავისი ქვეყნის ფოლკლორული მუსიკა მოიცავდა ჰარმონიასაც, კონტრაპუნქტებსაც და ყველაფერს, რაც თეორიულად ჰქონდა ნასწავლი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ საქართველოს ჰიმნის კომპოზიტორი საინტერესო ადამიანი იყო. მას მუსიკალური განათლება პეტროგრადში ჰქონდა მიღებული.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ საქართველოს ჰიმნი არ იყო ერთი პიროვნების მიერ ცნობიერად შექმნილი პროდუქტი. იგი სამი ნაწილისაგან შედგებოდა: ლოცვა, ბრძოლა და გამარჯვება.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, საქართველოს ჰიმნის ავტორმა უთხრა, რომ იგი ქართველი ხალხის ქმნილება იყო და ზუსტად არავინ იცოდა რევოლუციის დროს გაჩენილმა სიმღერამ როგორ მიიღო ის ჟღერადობა, რაც ჰქონდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 6 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ თავისი საქმის აღიარება მხოლოდ ოჯახის კეთილდღეობისთვის სურდა და არა განდიდებისთვის. მან კარგად იცოდა საზოგადოების აღტაცებასა და გამორჩეულ პატივში ყოფნას რამდენად მცირე ღირებულება შეიძლება ჰქონოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ საქართველოს ჰიმნს უგზავნიდა ჯარისკაცების სიმღერასთან ერთად. ჰიმნი თავად კომპოზიტორმა მიუტანა.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 4 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ უფრო და უფრო ჰარმონიულად უყვარდა და, როცა ერთმანეთს შეხვდებოდნენ ძალიან ბედნიერები იქნებოდნენ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 6 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რაც უნდა მომხდარიყო სცოდნოდა, რომ შეუძლებელი შეძლო, მოახერხა ის, რაც სხვებმა ვერ შეძლეს.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრები იყვნენ: სოკრატე ჭრელაშვილი, ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე, მარიამ ჭიაბერაშვილი, პლატონ ივანეს ძე ხუციშვილი, პეტრე ალექსანდრეს ძე ხომერიკი, გიორგი იაკობის ძე ხეთაგური, პეტრე გიორგის ძე ხვედელიძე, ნიკოლოზ მიხეილის ძე ხეჩიტაშვილი, პეტრე ივანეს ძე ხუმარაძე და ნინო ხირსელი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 6 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ საპატიო სახელი დაიმკვიდრა, რომელიც მუდმივად დარჩებოდა, რაც უნდა მომხდარიყო.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრები იყვნენ: სევერიან ოქროპირის ძე ხვიჩია, ილია სიმონის ძე ხუციშვილი, დიომიდე ხუჭუა, მიხეილ ხარჩილავა, ნინო ალექსანდრეს ასული ხარატაშვილი, გიორგი აბრამის ძე ხუციშვილი, თევდორე ქიშვარდის ძე ხუხუნაიშვილი, ლუკა ანტონის ძე ხელაშვილი, ივანე ხოსროევი და მოსე ალექსის ძე ხელაშვილი.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრები იყვნენ: პავლე ოქროპირის ძე ხუნდაძე, პავლე გიორგის ძე ხეთაგაშვილი, იასონ პავლეს ძე ხუციშვილი, ანა ივანეს ასული ხომერიკისა, პავლე ნიკოლოზის ძე ხუთიძე, ლუკა ოქროპირის ძე ხურაშვილი, სანდრო ხატაშვილი, ნიკოლოზ იოსების ძე ხაბალაშვილი, ალექსანდრე ლუარსაბის ძე ხუციშვილი და პეტრე დიმიტრის ძე ხურცილავა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 6 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ შეიძინა ნივთები: ვერცხლის დახვეწილი ქამარი, ფილიგრანული ნამუშევარი ახალციხიდან და თითბერის თასი სპარსული გრავირებით.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრები იყვნენ: ვასილ ვასილის ძე ხუბულური, დავით ვასილის ძე ხუბულური, ნიკოლოზ ადამის ძე ხეთაგური, ნიკოლოზ ადამის ძე ხმალაძე, ხარლამპ ხუციშვილი, ანდრია ქრისტეფორეს ძე ხუცაიძე, ბარბარე ხომასურიძე, ივანე პეტრეს ძე ხოშტარია, ალფეზ სიმონის ძე ხელაძე და ივანე პეტრეს ძე ხვედელიძე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 6 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ როგორც კი მოახერხებდა, მაშინვე გაუგზავნიდა ქაშგარულ ხალიჩასა და სხვა ნივთებს.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრები იყვნენ: ტერეზა დიმიტრის ასული ხმიადაშვილი, ვასილ ხარებავა, ივანე ქრისტეფორეს ძე ხუცაიძე, ტრიფონ ბესარიონის ძე ხვადაგიანი, ანტონ ხუნდაძე, ახმედ ხადჟაშკარ, ვასილ ივანეს ძე ხუნდაძე, შალვა ხუბულური, დავით ვასილის ძე ხახუტაშვილი და დიმიტრი იესეს ძე ხუნდაძე.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრები იყვნენ: ვასილ ხუნცკარი, გიორგი ხიდაშელი, ნინო ხახუტაშვილი, ილია ზურაბის ძე ხვედელიანი, ელეფთერ ბეჟანის ძე ხარაძე, ალექსანდრე ივანეს ძე ხირსელი, ვასილ ნიკოლოზის ძე ხატიაშვილი, სევერიან ოქროპირის ძე ხვიჩია, ანა ხრიბენნიკოვი და ქეთევან კირილეს ასული ხარაძე.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 6 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, სტოქსი პირველი კლასის ბრიტანელი იყო. ძალიან გაუმრთლა ერთად რომ მუშაობდნენ და იმედოვნებდა, ლონდონიდან მალე დაბრუნდებოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 თებერვალს, შაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ დამღლელი დღე ჰქონდა. შუადღემდე რამდენიმე ადამიანს შეხვდა.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრები იყვნენ: რაჟდენ ხუციშვილი, არსენ ხავთასი, ილია მათეს ძე ხვადაგიანი, ვლადიმერ იოსების ძე ხელაძე, გიორგი ალექსანდრეს ძე ჯავახიშვილი, სიმონ პილატეს ძე ჯუღელი, ვლადიმერ ანტონის ძე ჯუღელი, დიმიტრი ალექსის ძე ჯაფარიძე, თამარ პავლეს ასული ჯარიაშვილი და ავთანდილ ნიკოს ძე ჯიქაშვილი.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 7 თებერვალს, შაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ კომპოზიტორი ზაქარია ფალიაშვილი ესტუმრა. მან თავისი კომპოზიციების უკვე დაბეჭდილი ნოტები მოუტანა და სხვებსაც დაჰპირდა.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრები იყვნენ: დიმიტრი გრიგოლის ძე ჯაში, ევა ჯინჭარაძე, რაჟდენ სიმონის ძე ჯღამაძე, იოსებ გლახას ძე ჯანგველაძე, ვასილ მიხეილის ძე ჯაფარიძე, ნესტორ ექვთიმეს ძე ჭანუყვაძე, ივანე ჯომარჯიძე, მანუილ მელიტონის ძე ჯაში, მარიამ პავლეს ასული ჯარიაშვილი და ირაკლი ისოტირეს ძე ჯანელიძე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 თებერვალს, შაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ზაქარია ფალიაშვილის რამდენიმე ნოტს უგზავნიდა.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრები იყვნენ: ნადია დავითის ასული ჯუღელი, ივანე აბრამის ძე ჯავახიშვილი, შალვა პლატონის ძე ჯინჭველაშვილი, იასონ ივანეს ძე ჯორბენაძე, გიორგი ჯაბაური, ალექსანდრე ალექსის ძე ჯობაძე, გრიგოლ ზაქარიას ძე ჯიღაური, ალექსანდრე გიორგის ძე ჯიბაშვილი, გიორგი ექვთიმეს ძე ჯვარშეიშვილი და ერმილე გრიგოლის ძე ჯავროვი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 თებერვალს, შაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ზაქარია ფალიაშვილისაგან საჩუქრად განსაკუთრებით ელოდებოდა არიებს „აბესალომ და ეთერიდან“.