რეგისტრირებული ფაქტები81340
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წლის 22 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმის მიხედვით, გიორგი იესეს ძე ცინცაძე გამგეობის წევრი იყო.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოებისა და საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო სექციის გაერთიანებული მუზეუმების მართვა-გამგეობა უნდა ჩაებარებინათ ექვსი წევრისაგან შემდგარ ორგანოსთვის.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის ნოემბერში მამუკა ორბელიანთან გამართულ სადილს დაესწრო ქართული სტენოგრაფიის გამომგონებელი ნინო გელოვანი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 22 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ წვეულებას დაესწრო ანასტასია წერეთლის სახლში, სადაც მის მიერ 30 წლის წინ დაარსებული საბავშვო ჟურნალის „ჯეჯილის“ რედაქცია იყო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 1-ლ დეკემბერს ოლივერ უორდროპი შეხვდა სპარსეთის უფლისწულს მირზა რიზა (რეზა) ხანს.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 18 იანვარს, კვირას, საღამოს 7 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის აღიარება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იყო მსოფლიო ისტორიისათვის, განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთის ისტორიისათვის. სწორედ ეს იყო თანამედროვე პოლიტიკის გარდამტეხი მომენტი ან სულაც არა, მაგრამ შეიძლება მომავალში გამხდარიყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 იანვარს, ღამის 2 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ვახშამზე მთელი მინისტრთა კაბინეტი ეწვია. პირდაპირ იჯდა სპარსეთის, საბერძნეთისა და პოლონეთის წარმომადგენლები, მარჯვნივ – ნოე ჟორდანია, მარცხნივ – სომხეთის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ხატისიანი, მის მარცხნივ კი – წარმომადგენელი, ნოე ჟორდანიას მარჯვნივ – აზერბაიჯანის წარმომადგენელი ველიქოვი, გვერდით მაგიდებთან კი – ქართველი მინისტრები სომხეთის დელეგაციის წევრები, გენერლები და სხვები.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 7 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ საქართველოში დოღი ცხენების გამოსაცდელად 1846 წლიდან 1870 წლამდე იმართებოდა. 1870 წელს ადგილობრივმა მთავრობამ დოღის ჩატარება მთელს საქართველოში აკრძალა, რადგან მათი აზრით, დოღის ჩატარებით ცხენების ავ-კარგიანობას არაფერი დაეტყო. 1877 წლიდან კი ისევ ჩატარდებოდა დოღი, რომლის დროსა და ადგილს თავის დროზე გამოაცხადებდნენ.
1919
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1919 წლის 3 დეკემბერს, ოთხშაბათს, 10-ის ნახევარზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ჯონ დე რობეკმა მეორედ გამოუგზავნა ტელეგრამა წარმატების მოსალოცად, რაც კოლეგიალური ურთიერთობის ნაწილი იყო. დე რობეკი ურთიერთობის ერთმა დღემ მისდამი მეგობრულად განაწყო.
1919
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1919 წლის 3 დეკემბერს, ოთხშაბათს, 10-ის ნახევარზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ მირზა რეზა ხანი ესტუმრა და რამდენიმე დღის წინ შეძენილი ძველი სპარსული ხელნაწერები დაათვალიერა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დეკემბერში მირზა რეზა ხანი ოლივერ უორდროპთან სტუმრობისას ძალიან დაინტერესდა ილუსტრირებული და მოხატული სპარსული ხელნაწერებით.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დეკემბერში მირზა რეზა ხანმა ოლივერ უორდროპთან სტუმრობისას აღნიშნა, რომ ილუსტრაცია – ფირდოუსის „შაჰნამეს“ დასაწყისი – საკმაოდ იშვიათი და გაცილებით ღირებული იყო, ვიდრე მთელი დანარჩენი ხელნაწერი.
1920
ტიპი: მფლობელობა
1919-1920 წლების ოლივერ უორდროპის წერილების მიხედვით, მირზა რიზა ხანი იყო ხელნაწერების კოლექციონერი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს ბათუმიდან მისწერა, რომ კონსული სტივენსი ესტურმა დღის სამ საათზე და ერთად გაემგზავრნენ ნოვოროსიისაკენ.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 2 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ რვა საათზე ნოვოროსიისკის პორტში იყო. მან მთელი დღე ჰარფორდ მაკინდერთან საუბარში გაატარა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1919-1920 წლების ოლივერ უორდროპის წერილების მიხედვით, ჰარფორდ მაკინდერი იყო სამხრეთ რუსეთში დიდი ბრიტანეთის უმაღლესი კომისარი.
1920
ტიპი: თანამდებობა
1919-1920 წლების ოლივერ უორდროპის წერილების მიხედვით, ჯერალდ სეიმური იყო გემის კაპიტანი ბათუმში.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 2 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ბათუმში გემის კაპიტანი ჯერალდ სეიმური საოცრად სასიამოვნო კომპანიონი იყო.