საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81340

1920

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1920 წლის 12 იანვარს ორშაბათს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ სახლი, სადაც საბერძნეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სტავრიდაკისი ცხოვრობდა, ადრე გენერალ კარის ეკავა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა განაცხადა, რომ გამგეობას ჰქონდა თანხა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იყო აეგოთ შენობა, სადაც მოათავსებდნენ საისტორიო-საეთნოგრაფიო საბჭოსა და საზოგადოების გაერთიანებულ მუზეუმებს. ლასხიშვილისთვის გაუგებარი იყო რატომ იწუნებდნენ მუზეუმების გაერთიანების იდეას კრების წევრები.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა განაცხადა, რომ წიგნსაცავ-მუზეუმი წარმოადგენდა ძვირფას ეროვნულ-კულტურულ განძს და ამ განძის საისტორიო-საეთნოგრაფიო საბჭოსთვის გადაცემა შეუძლებელი იყო იმ პირობებით, რასაც ეს საბჭო სთავაზობდა გამგეობას.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა წარმოადგინა საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საბჭოს პირობები, რომ თანხა, რომელსაც თავადაზნაურობა საზოგადოების გამგეობას მუზეუმებისთვის სწირავდა უნდა გადაეცათ საბჭოსთვის.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა წარმოადგინა საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საბჭოს პირობები, რომ ხსნებული საბჭო გამგეობისაგან შესასწავლად, შესანახად ჩაიბარებდა ყველა სამუზეუმო ნივთს და აღნუსხავდა კატალოგებში.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოებისა და საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო სექციის გაერთიანებული მუზეუმების მმართველი ორგანო დანიშნავდა გამგესა და სხვა თანამდებობის პირებს, ასევე ყურადღებას მიაქცევდა მათ საქმიანობას.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოებისა და საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო სექციის გაერთიანებული მუზეუმების მმართველი ორგანოს ექვსი წევრიდან 3 იქნებოდა საზოგადოების გამგეობის წარმომადგენელი, 3 კი – საქართველოს საისტორი-საეთნოგრაფიო საბჭოსი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოებისა და საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო სექციის გაერთიანებული მუზეუმების კატალოგში უნდა მითითებულიყო, რომელი ნივთი რომელ საზოგადოებას ეკუთვნოდა და ქაოსი აღარ იქნებოდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გამგეობის წევრმა გიორგი იესეს ძე ცინცაძემ წაიკითხა გამგეობის ვრცელი მოხსენება მუზეუმების შესახებ.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის 22 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმის მიხედვით, თბილისის გუბერნიის მარშალი იყო დიმიტრი ესტატეს ძე ჩოლოყაშვილი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 5 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დაადგინეს, რომ 12 ივნისს ჩაეტარებინათ საზოგადო კრება, რომელზეც ქრისტინე შარაშიძე, ზოტიკე ჩიქვილაძე, პლატონ ლეჟავა, იოსებ ანთაძე, თევდორე კიკვაძე, ვარლამ ბურჯანაძე და მიხეილ ჭავჭანიძე წარმოადგენდნენ საზოგადოების რწმუნებულ კანდიდატთა სიას. ოქმს ხელს აწერს მიხეილ ზანდუკელი.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 2 მარტს დაბა ზუგდიდში ჩატარდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება, რომლის საფუძველზე შედგა ოქმი. დოკუმენტის მიხედვით, სკოლის დაარსების საკითხი, როგორც რთული და ნაადრევი, კრებამ არ განიხილა, ხოლო გეგმის შემუშავება სკოლის დაარსებასთან დაკავშირებით გამგეობას დაევალა. დოკუმენტს ხელს აწერენ კრების თავმჯდომარე ნიკო ბერიძე, მდივანი კატო კედია და კრების წევრები: ნესტორ დავითაია, აპოლონ ჯიქია, პეტრე კედია, კლიმენტი ლორთქიფანიძე, ფარნაოზ ფიჩხაია, აკაკი ადამია, მათე ფიფია, სპირიდონ ნიჟარაძე, ანდრია პატარაია, მართა ჟორდანია, სარდიონ მაღლაკელიძე და კალისტრატე კობახიძე.

პირები
წყარო

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 2 მარტს დაბა ზუგდიდში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე აირჩიეს განყოფილების ახალი წევრები: ანა თოდუა, დიომიდე კეკელიძე და გრიგოლ ჯიქია.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლის 2 მარტს დაბა ზუგდიდში ჩატარებულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე აირჩიეს განყოფილების ახალი წევრები: ზინაიდა ივანეს ასული ჟორდანია, ანასტასია იაკობის ასული შუშანია, გიორგი მიხეილის ძე ხერხეულიძე, მართა მიხეილის ასული გოგოხია და თეოდოსია დავითის ძე კობახიძე.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 2 მარტს დაბა ზუგდიდში ჩატარდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება, რომლის საფუძველზე შედგა ოქმი. კრებაზე უნდა განეხილათ შემდეგი საკითხები: წლიური ანგარიშის მოხსენება, სარევიზიო კომისიის არჩევა, ახალი წევრების მიღება, ქართული სკოლის დაარსება დაბა ზუგდიდში, მსახიობ ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის მოწვევა. დოკუმენტს ხელს აწერენ კრების თავმჯდომარე ნიკო ბერიძე, მდივანი კატო კედია და კრების წევრები: ნესტორ დავითაია, აპოლონ ჯიქია, პეტრე კედია, კლიმენტი ლორთქიფანიძე, ფარნაოზ ფიჩხაია, აკაკი ადამია, მათე ფიფია, სპირიდონ ნიჟარაძე, ანდრია პატარაია, მართა ჟორდანია, სარდიონ მაღლაკელიძე და კალისტრატე კობახიძე.

პირები
წყარო

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 2 მარტს დაბა ზუგდიდში ჩატარდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება, რომლის საფუძველზე შედგა ოქმი. დოკუმენტს ხელს აწერენ კრების თავმჯდომარე ნიკო ბერიძე, მდივანი კატო კედია და კრების წევრები: ნესტორ დავითაია, აპოლონ ჯიქია, პეტრე კედია, კლიმენტი ლორთქიფანიძე, ფარნაოზ ფიჩხაია, აკაკი ადამია, მათე ფიფია, სპირიდონ ნიჟარაძე, ანდრია პატარაია, მართა ჟორდანია, სარდიონ მაღლაკელიძე და კალისტრატე კობახიძე.

პირები
წყარო

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 8 მარტს დაბა ზუგდიდში ჩატარდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობის კრება. კრების საფუძველზე გამგეობამ შეადგინა ოქმი N 8. დოკუმენტის მიხედვით, გამგეობას უკანონოდ მიუჩნევია იმ წლის 2 მარტს გამართული საზოგადო კრება, რომელზეც არ განუხილავთ და არ დაუმტკიცებიათ შემდეგი წლის შემოსავალ-გასავლის სავარაუდო ანგარიში, ასევე არ შეუდგენიათ გასული წლის შემოსავალ-გასავლის წერილობითი ანგარიში. 2 მარტის ოქმიდან არც ის სჩანდა, თუ რა რაოდენობის თანხა დარჩა გამგეობას შემდეგი წლისთვის. გამგეობამ დაადგინა, ეცნობებინა ამ დარღვევების შესახებ საზოგადოების მთავარი გამგეობისთვის. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და გამგეობის წევრები: ანდრია პატარაია, კატო კედია, ნიკო ბერიძე, მიხეილ პატარაია, მართა ჟორდანია, სარდიონ მაღლაკელიძე და კალისტრატე კობახიძე.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 8 მარტს დაბა ზუგდიდში ჩატარდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობის კრება. კრების საფუძველზე გამგეობამ შეადგინა ოქმი N 8. დოკუმენტის მიხედვით, გამგეობას განუხილავს სადავო საკითხები, რომელიც ეხებოდა იმ წლის 2 მარტს ჩატარებულ საზოგადო კრებას. გამგეობამ უკანონოდ მიიჩნია ეს კრება, რომელსაც თავმჯდომარეობდა არა გამგეობის თავმჯდომარე ან მისი ამხანაგი, არამედ გამგეობის რიგითი წევრი და დაადგინა, ეცნობებინა ამ დარღვევის შესახებ საზოგადოების მთავარი გამგეობისთვის. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და გამგეობის წევრები: ანდრია პატარაია, კატო კედია, ნიკო ბერიძე, მიხეილ პატარაია, მართა ჟორდანია, სარდიონ მაღლაკელიძე და კალისტრატე კობახიძე.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 9 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავამ ამცნო, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ის ვერ დაესწრო 2 მარტს ჩატარებულ საზოგადო კრებას. კრების თავმჯდომარეობა მიუღია გამგეობის ერთ-ერთ წევრს და არა თავმჯდომარის ამხანაგს, ანდრია პატარაიას. ზუგდიდელებმა არ იცოდნენ, რამდენად შეიძლებოდა კრების მოქმედების კანონიერების გაუქმება. არც წესდებაში ეწერა ამის შესახებ. ამიტომ ფაღავა სთხოვდა მთავარ გამგეობას, განემარტა ზუგდიდის განყოფილებისთვის ეს საკითხი.

1920

ტიპი: სტატუსი

1920 წელს თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიის მოსწავლე იოსებ ივანეს ძე მალიავსკი იყო აღმსარებლობით რომაული წესის კათოლიკე, სოციალური წოდებით კამენეც-პოდოლსკის გუბერნიის გლეხის შვილი.

1920

ტიპი: სტატუსი

1920 წელს თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიის მოსწავლე ლუციან გრიგოლის ძე მაქარიანცი იყო ეროვნებით სომეხი, აღმსარებლობით – გრეგორიანელი, სოციალური წოდებით – ექიმის შვილი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 16 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ საზღვაო ძალების უმცროსი ლეიტენანტი ლოუელი ადმირალმა ჯონ დე რობეკმა გამოგზავნა მის დასახმარებლად.

1919

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1919 წლის 16 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, ვარია ყიფიანმა მამუკა ორბელიანთან გამართულ სადილზე განუცხადა, რომ მრავალმხრივი იყო მისდამი დამოკიდებულება.

1919

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1919 წელს ვარია ყიფიანი 40 წელს გადაცილებული იყო.

1920

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1919-1920 წლების ოლივერ უორდროპის წერილების მიხედვით მამუკა ივანეს ძე ორბელიანს ჰყავდა ორი ვაჟი, 18 და 20 წლისანი.