რეგისტრირებული ფაქტები81393
სორტირება თარიღი მზარდობით
1898
ტიპი: გარდაცვალება
1898 წლის 11 ოქტომბერს აბაშაში დაკრძალეს ანდრო უჩანეიშვილი, რომლის მკვლელი მაზრის პოლიციაში თავად გამოცხადდა.
1898
ტიპი: მფლობელობა
1898 წლის 12 ოქტომბერს სოფელ სვირში დაუდევრობის გამო გაჩენილი ხანძრის შედეგად გიორგი ჯუღელის სახლი და სასიმინდე დაიწვა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 13 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ იაკობ გოგებაშვილს, ივანე ზურაბიშვილს, ალექსანდრე ჭყონიასა და ნიკოლოზ ცხვედაძეს დაავალა, რომ განეხილათ სკოლების ინსტრუქციები და შემდეგ გაეკეთებინათ მოხსენება.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 13 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას დაესწრნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, გიორგი იოსელიანი, გრიგოლ ყიფშიძე და ივანე ზურაბიშვილი. სხდომაზე წარმოადგინეს პირველი და მეორე სახალხო ბიბლიოთეკის შემოსავალ-გასავლის ანგარიში, რომელიც გამგეობამ დაამტკიცა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 13 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გრიგოლ ვოლსკიმ მოხსენებაში აღნიშნა, რომ ბათუმის სკოლის კომიტეტს სურდა მეორე მასწავლებლისთვის აეშენებინა სახლი, რომლის საფასური 1700 მანეთს შეადგენდა, ასევე პედაგოგებისთვის მოემატებინა ხელფასი. თანხის დაფარვას კი გამგეობას სთხოვდნენ, უარის შემთხვევაში კი მისგან სესხად აიღებდნენ 1700 მანეთს. გამგეობამ განაცხადა, რომ სკოლის ეზოში ორი სახლობის ცხოვრება მისაღები არ იყო, რადგან დროთა განმავლობაში პრობლემები შეიქმნებოდა, რაც შეეხება ხელფასების მატებას: უსახსრობის გამო გამგეობამ სკოლის სამზრუნელოს დაავალა წყაროს მოძიება.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 13 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა დავით კარიჭაშვილმა, რომ ლეჩხუმში საზოგადოების აგენტად უნდა აერჩიათ მიხეილ მოსეს ძე მღვდლიშვილი, ხოლო ოდესაში ხარლამპ პეტრეს ძე ღლონტი. გამგეობამ ხსენებულ პიროვნებებს თხოვნის წერილი გაუგზავნა საზოგადოების აგენტობის შესახებ.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 13 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა სამსონ ყიფიანმა, რომ მიეწერათ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის სამზრუნველო კომიტეტისთვის დახმარებოდნენ მას იმ ვალის დაფარვაში, რომელიც სკოლის ასაშენებლად დაიხარჯა. გამგეობამ განაცხადა, რომ საკითხის განხილვას დაიწყებდნენ მას შემდეგ რაც სენაკისა და ქუთაისის სამზრუნველო აირჩევდა ახალ თავმჯდომარეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 13 ოქტომბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა. სხდომაზე აირჩიეს საზოგადოების მიერ ჩამოყალიბებული კომისიების წევრები: 1) წიგნების ამორჩევის და ბეჭდვისა: იაკობ გოგებაშვილი, გრიგოლ ყიფშიძე და ივანე ზურაბიშვილი, 2) წიგნებით ვაჭრობისა და საზოგადოების ღონისძიებათა გაძლიერებისა: ეკატერინე გაბაშვილისა, ნიკოლოზ ცხვედაძე და ივანე ზურაბიშვილი, 3) სკოლებისა და სამკითხველოსა: იაკობ გოგებაშვილი, ივანე რატიშვილი და გიორგი იოსელიანი, 4) წიგნსაცავისა და მუზეუმისა: ალექსანდრე ჭყონია, ექვთიმე თაყაიშვილი და დავით კარიჭაშვილი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 13 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ნიკოლოზ ცხვედაძე, ივანე ზურაბიშვილი, გიორგი იოსელიანი, ალექსანდრე ჭყონია და გრიგოლ ყიფშიძე. სხდომაზე წარმოადგინეს 1-ლი ოქტომბრიდან 12 ოქტომბრამდე საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 13 ოქტომბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეათე სხდომა ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ივანე ზურაბიშვილი, გიორგი იოსელიანი, ალექსანდრე ჭყონია და გრიგოლ ყიფშიძე.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 13 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, გიორგი იოსელიანი, გრიგოლ ყიფშიძე, ალექსანდრე ჭყონია და ივანე ზურაბიშვილი; სხდომაზე იაკობ გოგებაშვილს რვეულების ანგარიშში 100 მანეთი გადასცეს, ნიკოლოზ ბადრიძეს – 16.20, გ. გუიჯიანს სურათების ანგარიშში – 0.80 და ზაქარია გრიქუროვს – 40. სულ გამგეობამ 157 მანეთი გასცა.
1898
ტიპი: გარდაცვალება
1898 წლის 13 ოქტომბერს ვაქირელმა გლეხებმა, ქიტელ და გიო თათრიშვილებმა, ცემით მოკლეს 60 წლის კავთისხეველი ქალი, ქალია კოჭნასაშვილი.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 15 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ფილიმონ შომახია აბაშის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 15 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მღვდელი ლავრენტი წულაძე საეპარქიო საბჭოს ოზურგეთის განყოფილების წევრი იყო.