საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები93616

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ვასილ ჩიტაიშვილი დაიბადა 1898 წელს ოზურგეთში, გლეხის ოჯახში.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წელს გამოიცა სიმონ ესაძის წიგნები: „ტვერის დრაგუნები კავკასიაში“ და „აღმოსავლეთის ომი”; გარდა ამისა, მან შექმნა ფუნდამენტური ნაშრომები კავკასიის ისტორიის საკითხებზე: „ისტორიული წერილები კავკასიის მმართველობის შესახებ”, „ღუნიბის აღება და შამილის დატყვევება”, „ისტორიული ნარკვევი კავკასიის ომების შესახებ ჩეჩნეთსა და დაღესტანში”, „დასავლეთ კავკასიის დამორჩილება და კავკასიის ომების დასასრული”.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წელს ზაქარია ყიფშიძეს პორუჩიკის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1898

ტიპი: განათლება

გიორგი ამირეჯიბმა სამხედრო განათლება სანკტ-პეტერბურგში მიიღო, სადაც 1898 წელს დაამთავრა კონსტანტინეს საარტილერიო სასწავლებელი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წელს, სასწავლების დამთავრების შემდეგ გიორგი ამირეჯიბი ნოვოგეორგიევსკის ციხესიმაგრის არტილერიაში ჩაირიცხა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898-1900 და 1901-1905 წლებში ალექსანდრე ჭავჭავაძე მსახურობდა მთავარ შტაბში.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წელს გიორგი ქავთარაძე საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წლის 3 იანვარს მეცნიერი და პედაგოგი ილია ლაზარეს ძე ოქრომჭედლიშვილი გარდაიცვალა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 3 იანვარს ილია ჭავჭავაძე დაესწრო ილია ოქრომჭედლიშვილის პანაშვიდს და გვირგვინით შეამკო მისი ცხედარი.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 4 იანვარს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა წერილი „ნეკროლოგი, ილია ოქრომჭდლიშვილი“.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 5 იანვარს ილია ჭავჭავაძე დაესწრო ილია ოქრომჭედლიშვილის სამგლოვიარო პროცესიას.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 8 იანვარს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „პატარა საუბარი“ („ქართველნო დედაკაცნო...“).

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 9 იანვარს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა კრებაში, რომელმაც განიხილა მეფე ერეკლე მეორის გარდაცვალებიდან ასი წლისთავთან დაკავშირებით სიონის ტაძარში წირვისა და პანაშვიდის გადახდის საკითხი.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 10 იანვარს ილია ჭავჭავაძემ საბანკო საკითხების შესახებ რევიზორ ევსტაფი დობეცკის წერილი მიიღო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 11 იანვარს ილია ჭავჭავაძე დაესწრო მეფე ერეკლე მეორის მოსახსენიებელ წირვასა და პანაშვიდს სიონის საკათედრო ტაძარში.

1898

ტიპი: ორგანიზაცია

1898 წლის 11 იანვარს ილია ჭავჭავაძე ახლად დაარსებული სასულიერო განმანათლებელი ძმობის წევრი გახდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 13 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პირველი სხდომა ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ალექსანდრე ჭყონია, გიორგი იოსელიანი, იაკობ გოგებაშვილი, ეკატერინე გაბაშვილისა და მდივანი დავით კარიჭაშვილი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 13 იანვარს გაიმართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პირველ სხდომაზე გრიგოლ ვოლსკიმ წარმოადგინა ბათუმის სკოლის შენობაზე დახარჯული თანხის ანგარიში. გამგეობამ სკოლას მოსთხოვა, ხარჯების დაწვრილებითი ანგარიში აპრილის დასაწყისამდე წარმოედგინა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 13 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პირველი სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, გიორგი იოსელიანი, იაკობ გოგებაშვილი და ეკატერინე გაბაშვილისა. სხდომაზე წარმოადგინეს ახალციხის სახალხო წიგნსაცავის ანგარიში, რომლის თაობაზეც გამგეობამ კმაყოფილება გამოხატა და განაცხადა, რომ მადლობა უნდა გამოეცხადებინათ წიგნსაცავის თანამშრომლებისათვის.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 13 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა თონეთის სკოლის პედაგოგმა თამარ ჯორჯაძემ, რომ აუცილებელი გარემოებების გამო სურდა თბილისში დარჩენა 25 იანვრამდე, რაზედაც გამგეობამ თანხმობა განუცხადა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 13 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ხელთუბნის სკოლის პედაგოგმა თედო რაზიკაშვილმა, რომ სკოლისთვის გაეგზავნათ სასკოლო წიგნები და საკანცელარიო ნივთები, რაზედაც გამგეობამ თანხმობა განაცხადა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 13 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ცხინვალის ქალთა ორკლასიანი სკოლის პედაგოგმა მარიამ ხიმშიევმა, რომ სკოლის ღარიბი მოსწავლეებისათვის გაეგზავნათ რამდენიმე ცალი „ბუნების კარი“, რაზედაც გამგეობამ თანხმობა განაცხადა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 13 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პირველ სხდომაზე მიიღეს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ ალექსანდრე გარსევანიშვილის მიერ გამოგზავნილი პედაგოგების რჩევის პროტოკოლები, რომლებიც გამგეობამ განსახილველად კომისიას გადასცა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 13 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პირველი სხდომა. სხდომაზე გრიგოლ ტატიშვილმა გამგეობას სთხოვა, დაპირებისამებრ, მისგან შეესყიდათ 200 ცალი ქართული ანბანი, თითო 10 შაურად. გამგეობამ განაცხადა, რომ შეისყიდიდნენ ტატიშვილისგან 50 ცალ ქართულ ანბანს, იმ პირობით, თუ თოთოეულს დაუთმობდა 3 აბაზად.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 13 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პირველ სხდომაზე წარმოადგინეს გიორგი იოსელიანის მიერ შედგენილი „ვეფხისტყაოსანი, ნაამბობი მოზრდილი ყმაწვილებისთვის“, რომლის განხილვა და აზრის მოხსენება გამგეობამ დავით კარიჭაშვილს დაავალა.