საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81435

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 9 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისის საგუბერნიო ექიმი ტიტე ქიქოძე წმინდა ანნას მესამე ხარისხის ორდენით დაჯიდლოვდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 10 დეკემბერს ქართულმა დრამატულმა საზოგადოებამ ვასო აბაშიძისა და კოტე მესხის მიერ დადგმული ილია ჭავჭავაძის „გლახა ჭრიაშვილი“ წარმოადგინა, რომელშიც ელისაბედ ჩერქეზიშვილი, ალექსანდრა კარგარეთელი, გედევან გედევანოვი და კოტე შათირიშვილი მონაწილეობდნენ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 10 დეკემბერს ქართულმა დრამატულმა საზოგადოებამ ბარბარე ჯორჯაძის სამმოქმედებიანი კომედია „რას ვეძებდი და რა ვიპოვე“ წარმოადგინა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 10 დეკემბერს ქართულ დრამატულ საზოგადოებაში მსახიობ ელისაბედ ჩერქეზიშვილის ბენეფისი გაიმართა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 10 დეკემბერს ქართულ დრამატულ საზოგადოებას ილია ჭავჭავაძის „გლახა ჭრიაშვილი“ უნდა წარმოედგინა, რომელშიც ელისაბედ ჩერქეზიშვილი, გიორგი კანდელაკი, გედევან გედევანოვი და კონსტანტინე შათირიშვილი მიიღებდნენ მონაწილეობას.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 10 დეკემბერს ქართულ დრამატულ საზოგადოებას ბარბარე ჯორჯაძის კომედია „რას ვეძებდი და რა ვიპოვე“ უნდა წარმოედგინა.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 11 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ცხვირისა და ყელ-ყურის ექიმი კონსტანტინე გრძელიშვილი პაციენტებს მიხეილის ქუჩაზე მდებარე კაბინეტში დილის 9-დან 11 საათამდე და საღამოს 5-დან 7 საათამდე მიიღებდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 11 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კოტე მესხის მიერ შედგენილი კრებული „იმერული სცენები“ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიაში 5 კაპიკად იყიდებოდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 11 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ზაქარია ჭიჭინაძე ქართული სამკურნალო მწერლობის ბიბლიოგრაფიულ წერილზე მუშაობდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 11 დეკემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა მეორე ნაწილი ილია ფერაძის ისტორიული ნარკვევისა „წმ. დიდი მოწამე ქეთევან, კახეთის დედოფალი“.

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წლის 11 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ექიმბაშის არასწორი მკურნალობის შედეგად ზუგდიდში ვლ. კეიდია გარდაიცვალა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 11 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ახალგაზრდა პუბლიცისტები, გიორგი ლასხიშვილი, ალექსანდრე ფრონელი, ივანე ზურაბიშვილი და კოტე ბაქრაძე ჟურნალ „მნათობის“ თანამშრომლები გახდნენ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 12 დეკემბერს თბილიში სტუმრად მყოფი სომხეთის კათალიკოსი მკრტიჩ I ეგზარქოს ფლაბიანეს ეწვია.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 12 დეკემბერს კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინი თბილისში სტუმრად მყოფ სომხეთის კათალიკოს მკრტიჩ I-ს შეხვდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 13 დეკემბერს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 12 დეკემბერი“ („პატივცემულმა ან. ფურცელაძემ დაბეჭდა ჩვენს გაზეთში...“).

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 13 დეკემბერს ქართულ დრამატულ საზოგადოებას ვასო აბაშიძისა და კოტე მესხის მიერ დადგმული გოგოლის „რევიზორი” უნდა წარმოედგინა, რომელშიც ელისაბედ ჩერქეზიშვილი, გიორგი კანდელაკი, გედევან გედევანოვი, კონსტანტინე შათირიშვილი, ანა მესხი და დათიკო ხოსროევი მიიღებდნენ მონაწილეობას.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 14 დეკემბერს დუშეთში ი. ო. პარჩევსკის თავმჯდომარეობით ადგილობრივი სასამართლოს სესია უნდა გამართულიყო.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 15 დეკემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ არჩილ დარეჯანაშვილის სამეცნიერო წერილი „შავი თუთა ხართუთა“ გამოქვეყნდა.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 15 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სამხედრო გუბერნატორი ფიოდორ გერშელმანი თბილისიდან ქუთაისში გაემგზავრა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 15 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თევდორე ჟორდანიას წინასიტყვაობით ანტონ ჭყონდიდელის ქადაგებების კრებული გამოიცა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 15 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გრიგოლ ყიფშიძის მიერ თარგმნილი კრებული „უცხო მწერალთა ამბავნი და მოთხრობანი“ წიგნის მაღაზიებში სამ შაურად იყიდებოდა.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 15 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კბილის ექიმი ალექსანდრე სოლოღაშვილი პაციენტებს ყოველდღე, დილის 9-დან 2 საათამდე და საღამოს 5-დან 7 საათამდე, მიიღებდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 15 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ალავერდის ეპისკოპოს კირიონისა და გრიგოლ ყიფშიძის მიერ შედგენილი სალიტერატურო ნიმუშების კრებული „სიტყვების თეორია“ წიგნის მაღაზიებში ერთ მანეთად იყიდებოდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 16 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს გომარეთის სკოლის მასწავლებელ მიხეილ კლიმიაშვილის წერილი სკოლის მდგომარეობის შესახებ. გამგეობამ წერილის საფუძველზე გადაწყვიტა, რომ წელიწადში 2 თუმანი გადაედოთ სკოლის მსახურთათვის დასარიგებლად.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 16 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა გურია-სამეგრელოს საეპარქიო სკოლათა ზედამხედველმა თედო ჟორდანიამ, რომ სკოლებისთვის გაეგზავნათ სასწავლო წიგნები. გამგეობამ თ. ჟორდანიას თხოვნა დააკმაყოფილა და ასევე მოითხოვა საჭირო წიგნთა სია გამოეგზავნათ საზოგადოებისთვის.