რეგისტრირებული ფაქტები92332
სორტირება თარიღი მზარდობით
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 27 ივლისს ოზურგეთში ეკატერინე გურიელის ინიციატივითა და ივანე მაქსიმეს ძე ჩხარტიშვილის ხელშეწყობით ილია ჭავჭავაძის „დედა და შვილი“, აკაკი წერეთლის „ნათელა“ და ვალერიან გუნიას „საშოვნელს ნაშოვნი სჯობია“ წარმოადგინეს და ამოგებული თანხა ადგილობრივ წიგნთსაცავს შესწირეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 28 ივლისს თბილისის სამოსამართლო პალატამ სათავადაზნაურო ბანკისა და შაბათავას ვექილების ჩვენებები მოისმინა და საქმის განხილვა 18 აგვისტომდე გადადო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 26 ივლისს ქუთაისის ქართული დრამატული დასის დახმარებით შალვა ალექსი-მესხიშვილმა სოფელ კულაშში დადგა ვალერიან გუნიას ხუთმოქმედებიანი დრამა „და-ძმა“. სცენის გაუმართაობისა და როლისთვის შეუფერებელი მსახიობების გამო წარმოდგენამ ცუდად ჩაიარა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 29 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ესტატე ჩხარტიშვილმა მცხეთაში სასეირნო და მოსასვენებელი ბაღი „არმაზი“ მოაწყო.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 29 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ამიერკავკასიის რკინიგზის უფროსი ი. ს. შაიკევიჩი მივლინებით საზღვარგარეთ გაემგზავრა. მის მოვალეობას გზის სამსახურის უფროსი აკორენკო ასრულებდა.
1898
ტიპი: მფლობელობა
1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, დიმიტრი ფავლენიშვილმა სოფელ ერედვის მოსახლეობას ერთი დღის სახნავი მიწის ნაკვეთი გადასცა. გლეხების შემოწირულობით აქ სასოფლო-საეკლესიო სკოლა უნდა აშენებულიყო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, თ. ბაქრაძეს სოფელ ერედვში სასოფლო-საეკლესიო სკოლის მშენებლობა პირველ სექტემბრამდე უნდა დაესრულებინა.

