საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81451

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თბილისის მაზრის მსხვილ მემამულეთა კრებაზე დეპუტატების ამომრჩევლებად ალექსანდრე ივანეს ძე ხატისოვი და ივანე სპირიდონის ძე ჯაბადარი აირჩიაეს.

1894

ტიპი: თანამდებობა

1894 წელს ა. ბაგრატიონი შორაპნის მაზრის მარშლად აირჩიეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მიხეილ ალექსანდრეს ძე გედევანიშვილი ილია ჭავჭავაძის თხზულებების გამოცემას აპირებდა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს ვასილ ურუშაძე ქუთაისის დრამატული თეატრის ადმინისტრატორი იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, გედევან აბულაძემ და სარდიონ ბერძულმა სოფ. ძევრის სკოლას ორსართულიანი ქვის შენობა ორი წლით უფასოდ დაუთმეს.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს სოლოვკინი ექიმად მუშაობდა.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის 6 ოქტომბერს ივანე ირაკლის ძე პურადაშვილი ქუთაისის დრამატული თეატრის გამგეობის წევრი იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წელს აკაკი წერეთელმა ივანე ელიაშვილს წიგნი „ჩემი ნაწერები“ გაუგზავნა და მისწერა, რომ სარჩევსა და ბოლო 16 გვერდს მოგვიანებით გადასცემდნენ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ესტატე გიორგის ძე ავალიშვილმა, აქვსენტი ფარნაოზის ძე აფაქიძემ და ალექსანდრე ვასილის ძე ახმეტელაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საწევრო, 3 მანეთი, გადაიხადეს.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 22 მაისის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა დუტუ მეგრელის ლექსი „ნადსონიდან“.

1911

ტიპი: ნასამართლეობა

1911 წელს ფარნა გეგელიას ორ წელიწად-ნახევრით გამოსასწორებელ რაზმში ყოფნა მიუსაჯეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თბილისის სამოსამართლო პალატა ფარნა გეგელიას საქმის ხელმეორედ გარჩევას აპირებდა.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 8 მაისს, ეგნატე ნინოშვილის დაკრძალვის დღეს, განსვენებულის ძმიშვილის აღსაზრდელად ფული შეაგროვეს. გაზეთ „კვალის“ რედაქციამ და ალექსანდრე ზაალის ძე ჩოლოყაშვილმა ყმაწვილის აღსაზრდელ ფონდს 10-10 მანეთი შესწირეს, გიორგი ექვთიმეს ძე წერეთელმა და გრიგოლ თევდორეს ძე ყიფშიძემ – 3-3.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის 6 ოქტომბერს კონსტანტინე კაჭახიძე ქუთაისის დრამატული თეატრის გამგეობის წევრი იყო.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 22 მაისის გაზეთ „კვალში“ აკაკი წერეთლის „ჩემი თავგადასავლის“ ნაწყვეტი დაიბეჭდა.

1894

ტიპი: თანამდებობა

1894 წელს ს. გუგუნავა გურიის მაზრის მარშლად აირჩიეს.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთწარმოება (1883 წლის 15 მაისიდან 1883 წლის 15 მაისამდე), რომელშიც აღნიშული იყო, რომ საზოგადოების რიგებში 315 წევრი ირიცხებოდა, აქედან 115 – დამფუძნებელი, 11 ადგილი იყო თავისუფალი (წესდებით დამფუძნებელი წევრი 126 უნდა ყოფილიყო), ერთი – საპატიო წევრი (დ. ი. ჩუბინაშვილი, აირჩა 1880 წელს), ნამდვილი – 200, კანდიდატი – 11.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთწარმოება (1883 წლის 15 მაისიდან 1884 წლის 15 მაისამდე), რომელშიც აღნიშული იყო, რომ საზოგადოების დამფუძნებელ წევრებს გარდაცვალების გამო დიმიტრი დავითის ძე ჯორჯაძე, ისრაფილ-ბეგ იედიგაროვი, იასონ დიმიტრის ძე თუმანიშვილი, ნიკოლოზ იაკინთეს ძე ალექსი-მესხიშვილი და სერგეი სიმონის ძე მესხი გამოაკლდნენ.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთ-წარმოება (1883 წლის 15 მაისიდან 1884 წლის 15 მაისამდე), რომელშიც აღნიშული იყო, რომ საზოგადოების თავმჯდომარე ივანე კონსტანტინეს ძე მუხრანსკი იყო, ხოლო მოადგილე – ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N7-8) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთ-წარმოება (1883 წლის 15 მაისიდან 1884 წლის 15 მაისამდე), რომელშიც აღნიშნული იყო, რომ საზოგადოების მმართველთა საბჭოს წევრები იყვნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, ივანე მაჩაბელი და ალექსანდრე სარაჯიშვილი.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთ-წარმოება (1883 წლის 15-დან 1884 წლის 15 მაისამდე), რომელშიც აღნიშული იყო, რომ საზოგადოების მმართველთა საბჭოს წევრები იყვნენ: გიორგი ქართველიშვილი, გიორგი თუმანიშვილი, სერგეი მესხი და დიმიტრი ჯანაშვილი.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალ „ივერიაში“ (N7-8) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთ-წარმოება (1883 წლის 15 მაისიდან 1884 წლის 15 მაისამდე), რომლის მიხედვით, საზოგადოების ხაზინადრის თანამდებობა გიორგი ქართველიშვილი ეკავა.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთ-წარმოება (1883 წლის 15 მაისიდან 1884 წლის 15 მაისამდე), რომლიდანაც ვგებულობთ, რომ საზოგადოების ბათუმის სკოლისთვის მთავარმა გამგეობამ 1700 მანეთი გამოყო.