საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92310

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 14 ნოემბერის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მღვდლები, ლუკა მაღრაძე და მაკარ გაჩეჩილაძე სოფელ წევას ერთკლასიანი სკოლის გამგეები იყვნენ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 14 ნოემბერის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სოფელ ბიწმენდის მკვიდრი გიორგი მთიულაშვილი თავის ნათესავ მიხა შოტნიაშვილთან ერთად ეჭვიანობის ნიადაგზე ხანჯლით თავს დაესხა თანასოფლელს, რომელსაც მისი დანიშნული ქალის ცოლად მოყვანა ჰქონდა განზრახული. პოლიციამ და მეზობლებმა მოჩხუბრების გაშველება შეძლეს და ჩხუბს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 14 ნოემბერის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მას შემდეგ, რაც სამტრედიის ბოქაული ვარდენ ქელბაქიანი სხვა სამსახურში გადაიყვანეს, დაბაში ქურდობისა და ძარცვის შემთხვევები გახშირდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 14 ნოემბერის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ქუთაისის გენერალ-გუბერნატორი ფიოდორ გერშელმანი სამსახურებრივი მივლინებით თბილისში იმყოფებოდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 14 ნოემბერის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ივანე არდიშვილი ახალი, 1899 წლის უბის კალენდრის გამოცემას გეგმავდა, რომლის ტირაჟი 3000 ეგზემპლარი იქნებოდა და 2-დან 5 კაპიკამდე ეღირებოდა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 15 ნოემბერს სოსიკო კაბელაშვილი ცხინვალის მაზრის სოფელ ბელოთის მამასახლისად აირჩიეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 15 ნოემბერს მძარცველებმა ელენე ანტონოვსკაიას სახლიდან სამზარეულოს ავეჯი და 25 მანეთის ღირებულების ძვირფასი ნივთები მოიპარეს.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 15 ნოემბერს გრიგოლ იოსების ძე ვოლსკი ბათუმის ხმოსნად აირჩიეს.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 15 ნოემბერს კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინი ბაქოდან თბილისში დაბრუნდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 15 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, რაჟდენ ბარამიძის მიერ შედგენილი „ცხოვრება ღირსისა ალექსის ღვთის კაცისა“ მეორედ გამოიცა და ერთ შაურად იყიდებოდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 15 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ივ. კავთელის ფსევდონიმით ივანე ჯაჯანაშვილის წერილი „სამეცნიერო ცნობა: იდუმალი ძალა“ გამოქვეყნდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 15 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ მიხეილ ნასიძის წერილი „თეატრის მატიანე, ქართული წარმოდგენა“ გამოქვეყნდა, რომელშიც დავით კეზელის „სცენები მიროვოი სუდიასთან“ და დავით მესხის მიერ თარგმნილი მელვილის „სიულივან“ იყო განხილული.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 15 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, საგანგებო მინდობილობათა მოხელე, იმპერატორის სასახლის ეგერმეისტერი დავით ზაქარიას ძე მელიქიშვილი თანამდებობიდან ავადმყოფობის გამო გადადგა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 18 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გამოიცა და ერთ შაურად იყიდებოდა იაკობ გოგებაშვილის ისტორიული ნარკვევი „სხივი წარსულისა“, რომლის გაყიდვით ამონაგები თანხა მცხეთის ტაძრის განახლებას მოხმარდებოდა.

1898

ტიპი: ნასამართლეობა

1898 წლის 16 ნოემბერს თბილისის სასამართლო პალატამ თაღლითობაში ბრალდებულ ს. მილილოვს ერთი წლითა და ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 16 ნოემბერს ქუთაისის ქალაქის საბჭომ ინჟინერ მიხაილოვის მიერ რკინიგზის მშენებლობის შესახებ წარმოდგენილი მოხსენება მოისმინა.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 16 ნოემბერს შეშის გადასახადის ამკრეფ ნიკო კვალიაშვილს სამგზავრო ეტლი დაეჯახა, რის შედეგადაც ის მძიმედ დაშავდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 17 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ დააკმაყოფილა თომა მთავრიშვილის შუამდგომლობა და სამ-სამი თუმნის წიგნები გაუგზავნა ვლადიმერ დავითის ძე ლომაძეს ძიმითში და ივანე დიმიტრის ძე ჭანტურიშვილის აცანაში.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 17 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, გრიგოლ ყიფშიძე, ექვთიმე თაყაიშვილი, ვანო ზურაბიშვილი და გიორგი იოსელიანი. სხდომაზე გამგეობამ დააკმაყოფილა მაჩხაანის დეპოს თხოვნა წიგნების გაგზავნასთან დაკავშირებით.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 17 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა ნიკოლოზ ცხვედაძემ, რომ სვიმონ წერეთლის თქმით, მის მეუღლეს მარიამ არჩილის ასულ წერეთლისას კვლავ სურდა ყოფილიყო ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის სამზრუნველოს წევრი. მას ამის შესახებ უცნობებია კომიტეტის მდივან კირილე ლორთქიფანიძესთვის, რომელსაც შემდეგ გამგეობისთვის უნდა ეცნობებინა ეს საკითხი, მაგრამ უშედეგოდ, სწორედ ამიტომ ცხვედაძის აზრით, მარიამ წერეთლისა კვლავ უნდა აერჩიათ სამზრუნველო კომიტეტის წევრად. გამგეობამ განაცხადა, რომ ვინაიდან ეს საკითხი თავის დროზე არ უცნობებიათ გამგეობისთვის, მათ უკვე არჩეული ჰყავდათ სამზრუნველოს ახალი წევრი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 17 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას კითხვით მიმართა ივანე ზურაბიშვილმა, თუ რატომ არ ჰქონდათ ინფორმაცია ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში მომხდარი ცვლილებების შესახებ. გამგეობამ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორს მოსთხოვა, განემარტა გამგეობისთვის თუ რატომ მოხდა სკოლის სხვა ადგილზე გადატანა და რატომ არ შეატყობინეს აღნიშნული საკითხი საზოგადოებას.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 17 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთხუთმეტე სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, გიორგი იოსელიანი, გრიგოლ ყიფშიძე, ალექსანდრე ჭყონია, ექვთიმე თაყაიშვილი და ივანე ზურაბიშვილი. სხდომაზე წარმოადგინეს საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში, მიღებული 1-ელიდან 16 ნოემბრამდე.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 17 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთხუთმეტე სხდომა ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: დავით კარიჭაშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, გიორგი იოსელიანი, ექვთიმე თაყაიშვილი, ალექსანდრე ჭყონია და ივანე ზურაბიშვილი.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 17 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთეს წიგნების არჩევისა და ბეჭდვის კომისიის წევრებმა ეკატერინე გაბაშვილის საყმაწვილო მოთხრობათა გამოცემის შესახებ. გამგეობამ კომისიის მოხსენება დაამტკიცა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 17 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, გიორგი იოსელიანი, ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე ზურაბიშვილი და გრიგოლ ყიფშიძე, წარმოადგინეს I და II სახალხო ბიბლიოთეკის შემოსავალ-გასავლის ანგარიში.