რეგისტრირებული ფაქტები81551
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1830
ტიპი: გარდაცვალება
1830 წლის 11 ოქტომბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაბეჭდილი უმაღლეს ბრძანებულებათა დოკუმენტიდან ირკვევა, რომ გარდაიცვალა ქართული ბატალიონის მეთაური, პოდპოლკოვნიკი ყანდაუროვი.
1830
ტიპი: ღონისძიება
1830 წლის 9 სექტემბრის უმაღლესი ბრძანებულებით ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკის გარდაცვლილი შტაბს-კაპიტანი შანშიევი კავალერიაში მომსახურეთა სიიდან ამოიღეს.
1830
ტიპი: გარდაცვალება
1830 წლის 11 ოქტომბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაბეჭდილი უმაღლეს ბრძანებულებეთა დოკუმენტიდან ირკვევა, რომ გარდაიცვალა ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკის შტაბს-კაპიტანი შანშიევი.
1830
ტიპი: მფლობელობა
1830 წლის 4 ოქტომბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, რომ სახლი, სადაც „ტიფლისსკიე ვედომოსტის“ გამოცემის კომიტეტი იყო დაბინავებული, ეკუთვნოდა ვაჭარ ხოზროევს.
1830
ტიპი: თანამდებობა
1830 წლის 4 ოქტომბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, რომ სოლომონ ივანეს ძე დოდაშვილი თბილისის გიმნაზიის მასწავლებელი იყო.
1830
ტიპი: ღონისძიება
1830 წლის 4 ოქტომბრის გაზეთ „ტიფლისსკიე ვედომოსტის“ განცხადებით, გამოსაცემად მომზადებული ქართული გრამატიკის წიგნის გამოწერა შეიძლებოდა პირდაპირ გამომცემელთან, მცხეთის კოლეგიის მრჩეველ ბებუთოვის სახლში, ბერძნული ეკლესიის გვერდით, ან „ტიფლისსკიე ვედომოსტის“ გამოცემის კომიტეტში, ერევნის მოედანზე, ვაჭარ ხოზროევის სახლში.
1830
ტიპი: ღონისძიება
1830 წლის 4 ოქტომბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნდა განცხადება. განცხადების თანახმად დასაბეჭდად ჩაშვებულა ცენზურის მიერ დამტკიცებული ქართული გრამატიკის წიგნი. წიგნი სამ ნაწილად შეუდგენია თბილსის გიმნაზიის მასწავლებელ სოლომონ ივანეს ძე დოდაშვილს (დადაევ-მაღარსკის).
1830
ტიპი: ღონისძიება
1830 წლის 4 ოქტომბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ზაკრევსკის ანგარიში იმ ზომების შესახებ, რომელიც მისაღები იყო კავკასიის ტერიტორიაზე გავრცელებული ქოლერის ეპიდემიის აღსაკვეთად. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ს დაუვალებია ორენბურგის სამხედრო გუბერნატორ პავლე პეტრეს ძე სუხტელენისათვის, ემოქმედა მისი უფლებამოსილების შესაბამისად ქოლერის ეპიდემიის აღმოსაფხვრელად.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 10 იანვარს თელავის სამღვდელოების ყრილობამ სასწავლებლის მმართველობის წევრებად აირჩია სოლომონ ფირანოვი და იოანე შიუკაშვილი, ხოლო მათ კანდიდატებად ი. ლაშხაუროვი და გიორგი მრევლიშვილი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 18 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის გამგედ ალექსანდრე გარსევანიშვილის დანიშვნის საკითხი ნაცვლად სიმონ ღოღობერიძისა, რომელმაც სამსახურს თავი დაანება.
1897
ტიპი: ავტორობა
1897 წლის 15 ივნისს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის გამგე სიმონ ღოღობერიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გაუგზავნა თხოვნა, რომელშიც აცნობებს, რომ პირადი მიზეზების გამო 1-ლი სექტემბრიდან ვეღარ განაგრძობს სამსახურს და ამიტომ გამგეობას განთავისუფლებას სთხოვს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 9 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანმა დავით კარიჭაშვილმა მისწერა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ სიმონ ღოღობერიძეს და სთხოვა, რაც შეიძლება მალე გაეგზავნა მისდამი რწმუნებული სკოლის მდგომარეობის ანგარიში და გასული წლის გასავალი, რადგან საზოგადოებას წლიური ანგარიში უნდა შეედგინა.
1830
ტიპი: ღონისძიება
1830 წლის 11 ოქტომბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაბეჭდილი უმაღლესი განკარგულების მიხედვით, საქართველოს საექიმო გაერთიანების მეანს, კოლეგიის მრჩეველ მარტინენკოს, ნაცვლად ადრე შეპირებული მიწის ნაკვეთისა, გენერალ-ფერდმარშალ პასკევიჩ-ერევანსკის შუამდგომლობით დაენიშნა ყოველწლიური პენსია 100 რუბლის ოდენობით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 26 ოქტომბერს პარლამენტის საგანგებო სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა ნოე რამიშვილმა მოახსენა მთავრობას, რომ შვედეთმა, დანიამ და შვეიცარიამ ფაქტობრივად ცნეს საქართველოს დამოუკიდებლობა და თავიანთი დიპლომატიური წარმომადგენლები დანიშნეს.