საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81758

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 15 სექტემბრი გაზეთ „კლდის“ ცნობით, დიმიტრი ვასილის ძე ჯავახიშვილი იყო ექიმი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 15 სექტემბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა ივანე ელიაშვილის პუბლიცისტური წერილი „მობილიზაცია კულტურისათვის“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 15 სექტემბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა დიმიტრი ჯავახიშვილის პუბლიცისტური წერილი „ექვის წელი“ გაზეთ „კლდის“ შესახებ.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 16 ნოემბრის სოფელ მეჯვირსხევში დაპატიმრებულ პირთა შესახებ ოქმის მიხედვით, სოფელ მეჯვრისხევის მასწავლებელი იყო მთიულიშვილი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 15 სექტემბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა დავით ვაჩნაძის პუბლიცისტური წერილი „კლდის ტრადიცია“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 15 სექტემბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა რევაზ გაბაშვილის პუბლიცისტური წერილი „ჩვენი ოპოზიცია“.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის 11 ნოემბერს დააპატიმრეს მთიულიშვილი, რომელიც ბრალდებული იყო ბოლშევიკურ–ყაჩაღთა გამოსვლების ხელმძღვანელობასა და მონაწილეობაში, ასევე მოქალაქეების მთავრობის წინააღმდეგ ამხედრებაში. იგი იმყოფებოდა გორის საპყრობილეში.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 15 სექტემბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა ვასილ წერეთლის პუბლიცისტური წერილი „ჩვენი პარტია“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 15 სექტემბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა გრიგოლ ვეშაპელის პუბლიცისტური წერილი „ნაციონალ-დემოკრატიული პოლიტიკა“.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 30 ივნისს კოტე სანინელთან ერთად სვანეთისკენ გაემართა სვანეთის პოლიციის პრისტავი ზაქარია ჯორჯაძე, თარჯიმანი ბაქრაძე და პოლიციის პროპორჩიკი სამთელაძე.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა განცხადება, რომ დავით იოსების ძე მაღალოვი ფლობდა თბილისში თელოვანის აგარში სახნავ–სათესს, საძოვარს, 141 დესეტინა და 1720 კვადრატულ საჟენ ტყეს, რომლებიც დაგირავებული ჰქონდა 43,5 წლით ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში და ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1877

ტიპი: ორგანიზაცია

1877 წლის 15 სექტემბრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ესტატე ბუზიაშვილი რუისის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის წევრი იყო.

1877

ტიპი: ორგანიზაცია

1877 წლის 15 სექტემბრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ სოსე მღებრიშვილი რუისის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის წევრი იყო.

1877

ტიპი: ორგანიზაცია

1877 წლის 5 მაისს სოფ. რუისში დაარსებული სასოფლო ბანკის ამხანაგობის გამგეობის წევრებად აირჩიეს გლეხი ესტატე ბუზიაშვილი, სოსე მღებრიშვილი და აზნაური მიხეილ კლიმიაშვილი.

1877

ტიპი: ორგანიზაცია

1877 წლის 15 სექტემბრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ მიხეილ კლიმიევი რუისის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის წევრი იყო.

1875

ტიპი: თანამდებობა

1875 წლის 19 სექტემბრიდან თელავის სამღვდელო ყრილობის თავმჯდომარე მღვდელი ლაზარე ტურაშვილი იყო.

1877

ტიპი: ორგანიზაცია

1877 წლის 15 სექტემბრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გოგია კავლელაშვილი რუისის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის წევრი იყო.

1877

ტიპი: ორგანიზაცია

1877 წლის 15 სექტემბრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გლახა ბეჟანაშვილი რუისის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის წევრი იყო.

1877

ტიპი: ორგანიზაცია

1877 წლის 15 სექტემბრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ივანე კლიმიევი რუისის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის წევრი იყო.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 8 სექტემბრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ვართანოვის მაღაზიებში იყიდებოდა ზაქარია ჭიჭინაძის მიერ გამოცემული წიგნი „გლოვა მეფე ერეკლე მეორისა“. წიგნის ფასი 1 შაური იყო.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 8 სექტემბრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილი სახელმძღვანელო „საყმაწვილო კონა“, პირველი გამოცემა იყიდებოდა თბილისში გრიქუროვისა და ვართანოვის მაღაზიებში, ხოლო ქუთაისში სვიმონ ჩომახიძის მაღაზიაში. წიგნის ფასი 6 შაური იყო.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 8 სექტემბრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ვართანოვის მაღაზიაში იყიდებოდა იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილი სახელმძღვანელო „ბუნების კარი“ მესამე გამოცემა, რომლის ფასი 14 შაური იყო.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 8 სექტემბრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ვართანოვის მაღაზიაში იყიდებოდა იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილი სახელმძღვანელო „დედა ენა“, რომლის ფასი ყდით 2 აბაზი იყო, ხოლო უყდოთ 5 შაური.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 8 სექტემბრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ მელიქიშვილის მაღაზიაში იყიდებოდა იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილი სახელმძღვანელო „დარიგება“, რომლის მიხედვითაც მასწავლებლებს უნდა ესწავლებინათ ქართული ანბანი. წიგნის ფასი 1 შაური იყო.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 8 სექტემბრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გრიქუროვის მაღაზიებში კუკიის ხიდთან იყიდებოდა იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილი ქართული ანბანი, რომლის ფასი 2 შაური იყო.