რეგისტრირებული ფაქტები92302
სორტირება თარიღი მზარდობით
1900
ტიპი: ღონისძიება
1900-იან წლებში საფრანგეთში ყოფნისას სიმონ ქვარიანი რუსულ ენას ასწავლიდა მსურველებს.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900-იან წლებში საფრანგეთში სწავლის პერიოდში სიმონ ქვარიანი მხოლოდ საკუთარი შრომით ირჩენდა თავს.
1900
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1900 წელს ალექსი გოგოხიამ ამერიკაში გვარი გადაიკეთა და ალექსი ჯორჯიანი გახდა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლიდან ალექსი გოგოხიამ ამერიკაში თავის ჯგუფთან ერთად დამოუკიდებლად დაიწყო ცხენების წარმოდგენების გამართვა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წელს ალექსი გოგოხია საქართველოში სხვისი პასპორტით ჩამოვიდა და რევოლუციური წიგნები ჩამოიტანა.
1900
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1900 წელს არსენა ჯორჯიაშვილის მამამ მეცხვარეობას თავი დაანება და ოჯახით თბილისში გადასახლდა, სადაც კერძო ბინათმშენებლებისთვის მტკვრის ნაპირიდან ურმით ქვიშას ეზიდებოდა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წელს თბილისის საბჭოს დადგენილებით ქალაქის ელექტროტექნიკოსად მიიწვიეს მხითაროვი, საელექტრონიკო ინსტიტუტის კურსდამთავრებული. გამგეობამ მას დაავალა გამოეანგარიშებინა დაწვრილებითი ცნობები იმ სამუშაოსი, რომლითაც „გელიოსის" პროექტით ქალაქის ქუჩებში ელექტროგანათება უნდა გაკეთებულიყო და წარედგინა მოსაზრება ელექტრონის მავთულების მიწაში გატარების შესახებ.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წელს სილიბისტრო ჯიბლაძე, როგორც ქართველი მუშების პირველი წარმომადგენელი, პეტერბურგში გაგზავნეს რუს ამხანაგებთან კავშირის დასამყარებლად.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წელს, საქართველოს მუშათა მოძრაობის მორონიერების შემდეგ, სილიბისტრო ჯიბლაძე პეტერბურგს გაემგზავრა, წაიღო ამ მოძრაობის ბროშურები, და საქართველოს მუშათა ბრძოლა რუსეთისას დაუკავშირა, საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მოძრაობა გახდა რუსეთის მოძრაობის შტო. მას რუსეთიდან ჩამოჰყვნენ რევოლიციონერები კურნატოვსკი და ფრანჩესკო საქართველოში სამუშაოდ.
1900
ტიპი: თანამდებობა
1900-1901 წლებში ზაქარია მდივანი მსახურობდა ასეულის მეთაურად კავკასიის მე-3 მსროლელ ბატალიონში.
1900
ტიპი: თანამდებობა
1900-1902 წლებში ილია ოდიშელიძე უსტ-დვინის სიმაგრის შტაბის უფროსად მსახურობდა.
1900
ტიპი: ღონისძიება
საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის კირილე ქუთათელაძე 1900 წელს წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წელს ლავრენტი ბალუაშვილი საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900-1901 წლებში ზაქარია ბაქრაძე რუსეთის არმიის ლაშქრობაში მონაწილეობდა ჩინეთში.

