საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87877

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს კავკასიის სამოსწავლო ოლქის ინსპექტორი ლოპოტინსკი სამსახურის საქმეზე ეკატერინოდარში გაემგზავრა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ფოთის ქალაქისთავი ნიკო ნიკოლაძე პეტერბურგში გაემგზავრა ნავსადგურის კომისიის მუშაობის მონაწილეობის მისაღებად.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს ნახიჩევანის მაზრის ექიმმა გიორგი ივანეს ძე ბადრიძემ თხოვნით მიმართა თბილისის თვითმმართველობას,  საექიმო-სასანიტარო განყოფილებაში ადგილი მიეცათ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს სოფელ სნოს ახლად დაარსებულ უფასო სახალხო სამკითხველო-ბიბლიოთეკას თანხა და წიგნები შესწირეს შიო ელიაძემ, ევტიხი მამინაშვილმა, ონისე ჭიკაძემ, იოსებ იმედაშვილმა, ნიკო კურდღელაშვილმა, ლადო ედილაშვილმა, თამარა პაატაშვილმა და ქეთო ზარაფიშვილმა.

1901

ტიპი: ნასამართლეობა

1901 წელს ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრის სოფელ ერკეთის მცხოვრებ ივანე იოსების ძე მგალობლიშვილს მესამედ ქურდობისათვის თბილისის საოლქო სასამართლომ ზოგი უფლება-უპირატესობის ჩამორთმევა და პატიმართა გამოსასწორებელ რაზმში ერთი წლით გაგზავნა მიუსაჯა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს ქალაქისთავის მოადგილემ გუბერნატორს დასამტკიცებლად წარუდგინა საბჭოს მიერ არჩეული ობოლთა სასამართლოს თავმჯდომარე მ. ა. სულიევი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ქ. ბათუმში ნაგომარის სამკითხველოსთვის ქვის შენობის ასაგებად თანხა გაიღეს ნიკიტა ჩიჩუამ, კ. ი. კაკაბაძემ, მარია ელიავამ, მ. ნ. პეტრიაშვილმა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს ქართველი კათოლიკური ეკლესიის მოღვაწემ, მიხეილ თამარაშვილმა რომიდან თბილისში გამოგზავნა თავისი თხზულება ქართველი კათოლიკების შესახებ.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს, შობის დღესასწაულების შემდეგ, თბილისში ჩამოვიდა საქართველოს ახალი ეგზარქოსი ალექსი.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს კოლეგიის მდივანმა ისაკაძემ თბილისის გუბერნატორის სახელზე დაწერა საჩივარი ქალაქის ტექნიკოს შახნაზაროვის წინააღმდეგ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს სოფელ სნოს ახლად დაარსებულ სახალხო უფასო სამკითხველო-ბიბლიოთეკას თანხა და წიგნები შესწირეს ლადო ედილაშვილმა, მელქო აჯიმამუდოვმა, თინათინ ბურჭულაძემ და სოლომონ გოშაძემ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს სოფელ სნოს ახლად დაარსებულ უფასო სახალხო სამკითხველო-ბიბლიოთეკას თანხა და წიგნები შესწირეს ილია ზარაფიშვილმა, შაქრო კიკნაძემ, მალუცა სირბილაძემ, კატო ახმეტელაშვილმა, ალექსანდრე შიუკაშვილმა, მარიამ ჩხიკვაძემ, სონა მეტრეველმა, კ. სიდამონიძემ.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს სტეფანე ივანეს ძე ბარამოვი ქალაქ გორის ახლად დაარსებული კერძო სამკურნალო დაწესებულების ექიმად დაინიშნა

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს სოფელ სვირში ჯუღელის თაოსნობით დაარსდა მეღვინეთა ამხანაგობა, რომლის მიზანიც იყო ქუთაისსა და ბათუმში ღვინის სარდაფების გახსნა და მყიდველებისთვის ნამდვილი სვირული ღვინის მიწოდება.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ქალაქისთავის მოადგილე შესტაკოვმა პირველ საპოლიციო უბანში ხორცის დუქნები დაათვალიერა.

1901

ტიპი: გარდაცვალება

1901 წელს მოკლეს თბილისის ციხის ზედამხედველი იოსებ სერედენკო.

1901

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1901 წელს საქართველოში ჩამოვიდა სამხედრო სამინისტროს მოხელე, გენერალი ტურბინი.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს თბილისის პირველი გიმნაზიის მასწავლებელი ნ. რომანოვსკი ქუთაისის რეალური სასწავლებლის ინსპექტორად დაინიშნა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს პოლკოვნიკმა, ინჟინერმა რაზუმოვმა ქალაქის მმართველობას მიმართა თხოვნით, მისთვის მიეცათ ქალაქის ინჟინრის თავისუფალი ადგილი.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს ქართული დასის მსახიობმა სვიმონიძემ უსასყიდლოდ იკისრა ქართული სახალხო წარმოდგენების რეჟისორობა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ნიკოლოზ შავროვმა,რომელიც მიწათმოქმედების სამინისტროს მინდობილობით ოსმალეთის პროვინციებში იმყოფებოდა, სააბრეშუმო რაიონები დაათვალიერა და ადგილზე შეისწავლა აბრეშუმის თესლის დამზადების საქმე.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს აგრონომმა არტემ ფირალოვმა კავკასიის შინამრეწველობის ნაწარმთა კოლექციის შედგენა დაიწყო.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს ტურიევი სოფელ ქვემო მაჩხაანის კერძო სასოფლო საავადმყოფოს ექიმად დაინიშნა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს ქალაქის გამგეობის წევრი ამბარცუმ ენფიანჯიანცი, რომელსაც სამშენებლო განყოფილება ჰქონდა მინდობილი, საქმიანობას შეუდგა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს მთავარმართებელმა გრიგოლ გოლიცინმა 100 მანეთი გაიღო რეალური სასწავლებლის ღარიბ შეგირდთა სასარგებლოდ.