საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90736

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს საერო განათლების სამინისტროში შეიქმნა საუნივერსიტეტო რეფორმის განსახილველი განსაკუთრებული კომისია, რომლის წევრებიც იყვნენ გერასიმე ეზოვი და ვ. ვ. ლატიშევი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს საგანგებო კომისიამ ინჟინერ დომბროვსკის თავმჯდომარეობით დაათვალიერა ახლად დასრულებული ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზის ტოტი და შესაძლოდ ცნო, დაწყებულიყო მატარებლის მოძრაობა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს საერო განათლების სამინისტროში დაარსდა საუნივერსიტეტო რეფორმის განსახილველი განსაკუთრებული კომისია, რომლის თავმჯდომარე იყო საერო განათლების მინისტრის მრჩეველი ი. კ. რენარი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ჰოფმაისტერი დ. ფ. ერმოლოვი თბილისში ჩამოვიდა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს კონსტანტინე ივანეს ძე მუხრანსკიმ თბილისის სათავადაზნაურო სკოლის შენობის ამგებ კომიტეტს 15 ათასი მანეთი დახმარება გადასცა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს თბილისის პოლიცმაისტერ კოვალიოვს, რომელიც 22 აპრილს ქუჩებში არეულობის დროს დაშავდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 300 მანეთის ოდენობის დახმარება დაუნიშნა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ქალაქ თბილისის გამგეობამ დაადგინა, 200-მანეთის ოდენობის შემწეობა მიეცა თბილისის რეალური სასწავლებლის კურსდამთავრებულ ეკატერინოსლავის სამთო სასწავლებლის სტუდენტ ივანე რომანოვისა და მოსკოვის სატეხნიკო სასწავლებლის სტუდენტის, ბუღდან არუთინოვისთვის.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე პ. ნ. დურნოვის თავმჯდომარეობით დაარსდა განსაკუთრებული კომისია, რომელსაც ებრაელთა შესახებ კანონმდებლობის გადასინჯვა მიენდო.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს ქუთაისში შედგა დრამატული დასი, რომლის რეჟისორად მიწვეული იყო ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, ადმინისტრატორი იყო მელიტონ ბალანჩივაძე.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს ქუთაისში თბილისიდან საგასტროლოდ მიწვეულმა დასმა წარმოადგინა ვალერიან გუნიას ორმოქმედებიანი დრამა „ცხოვრება" და სამ მოქმედებიანი კომედია „პირველი ბუზი" .

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს თბილისიდან ქუთაისში გასტროლებისთვის მიწვეული იყვნენ ტასო აბაშიძე და ვალერიან გუნია.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ქუთაისის საგუბერნიო ადმინისტრაციამ მოიწონა სოფელ ლანჩხუთის საზოგადოების შუამდგომლობა ლანჩხუთში ოთხკლასიანი საქალაქო სასწავლებლის დაარსების შესახებ და დასამტკიცებლად წარუდგინა კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველ ნ. რ. ზავადსკის.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ამიერკავკასიის რკინიგზების უფროსი ე. ლ. ვედენეევი პეტერბურგში გაემგზავრა სახაზინო რკინიგზების სამმართველოს 1902 წლის ხარჯთაღრიცხვის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს თბილისში გამოცხადდა კონკურსი კონსტანტინე იაკობის ძე ზუბალაშვილის სახელობის სახალხო სახლის პროექტზე.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს გორის ქალაქის რწმუნებულთა კრებამ უკანასკნელ სხდომაზე აირჩია განსაკუთრებული კომისია, რომელსაც დაავალა ეზრუნა ნებადართული ქსენონის დაარსებაზე. კომისიის თავმჯდომარე იყო ქალაქისთავი სააკოვი.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს ქუთაისის მომრიგებელი მოსამართლის თანაშემწე ჩაჩიბაია იმავე თანამდებობაზე გადაიყვანეს თბილისში, მესამე განყოფილებაში.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს იაკობ მედვედიევის განკარგულებით საგანგებო კომისიამ დაათვალიერა ბოტანიკური ბაღის ხეხილის სანერგე გასარკვევად, იყო თუ არა იქ გავრცელებული დაავადება (ე. წ. „ფესვების სიდამპლე"). სანერგეში დაავადება არ აღმოჩნდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს არტემ წურინოვმა კავკასიის საფაბრიკო-საქარხნო წარმოებათა გამოფენაზე გაიტანა თავისი წარმოების ფქვილი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს კავკასიის საბეითლო ნაწილის უფროსი ზოლოტარიოვი თბილისში დაბრუნდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს თბილისის გუბერნატორი ივანე სვეჩინი კახეთში გაემგზავრა სასოფლო და სამაზრო დაწესებულებების დასათვალიერებლად.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს პრასკოვია უვაროვა თბილისში ჩამოვიდა მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების თბილისის განყოფილების კრებაზე დასასწრებად.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს ობოლთა სასამართლოს თავმჯდომარე მ. ა. სულიევმა ამ თანამდებობაზე ხელმეორედ კენჭისყრაზე უარი განაცხადა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს თბილისის საბჭოს ცეცხლის მქრობელი რაზმის გაუმჯობესების მზრუნველი კომისიის თავმჯდომარე ალიბეგოვმა თანამდებობა დატოვა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს ვლადიმერ სტაროსელსკიმ კავკასიის მევენახეთა და მეღვინეთა კრებაზე წაიკითხა მოხსენება ამერიკული ვაზის მოვლა-გაშენების შესახებ.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს ბელგიის უსახელო საზოგადოების წარმომადგენელმა, თბილისის ცხენის რკინიგზის დირექტორმა, ინჟინერმა რაგოლერმა რწმუნების ქაღალდი წარუდგინა თბილისის გამგეობას – ატყობინებდა, რომ უსახელო საზოგადოებამ მას მიანდო მამა დავითის გორაზე ფუნიკულიორის გაყვანის საქმე.