საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87845

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წელს ხონში ელენე და ილია ბახტაძეების მიერ დაარსებული პირველდაწყებითი სკოლა ივანე გომართელმა შეამოწმა და იაკობ გოგებაშვილს ელენე ბახტაძის წარმატებული მუშაობის შესახებ აცნობა.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წელს ელენე ბახტაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი იყო.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს დ. ე. ჩოლოყაშვილი ქართული სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების თავმჯდომარე იყო.

1910

ტიპი: ორგანიზაცია

1910 წელს ელენე ბახტაძე საცხოვრებლად რუსეთში ჩავიდა. მან ნოვოროსიისკში დაწყებითი სკოლა დააარსა, რომელსაც ცხრა წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 1-ელი ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ლანჩხუთში აკაკი წერეთლის მონაწილეობით საღამოს გამართვა გადაწყვიტეს.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 30 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთში“ დაიბეჭდა იოსებ გრიშაშვილის ლექსი „მგოსნის საფლავი“.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს იაკობ გველესიანი შორაპნის მაზრის მეთვალყურე იყო.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს ლუკა ჩომახიძე კუხის ორკლასიანი სასწავლებლის გამგე იყო.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს სერაპიონ გორდაძე კუხის ორკლასიანი სასწავლებლის პედაგოგი იყო.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს აპოლონ იოანეს ძე წულაძე მეფუტკრე იყო.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 29 ოქტომბერს ტუსაღი გურგუშიანი ბაქოს სატუსაღოში გაგზავნეს. მას საფოსტო მატარებლის თავდასხმაში მონაწილეობა ედებოდა ბრალად.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს ალექსანდრე შარაშიძე ქუთაისის სამეურნეო სკოლის მმართველი იყო.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს პ. გ. წულუკიძე ქუთაისის სამეურნეო სკოლის მზრუნველი იყო.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 2 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სილიბისტრო დევდარიანს ოლქის სასამართლოსგან 12 წლის კატორღა ჰქონდა გადაწყვეტილი.

1912

ტიპი: გარდაცვალება

1912 წლის 1-ელ ნოემბერს ალექსი დავითის ძე ლორთქიფანიძე გარდაიცვალა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის ოქტომბერში საგუბერნიო სატუსაღოში პატიმარმა სილიბისტრო დევდარიანმა თავის ჩამოხრჩობა სცადა, მაგრამ მისი გადარჩენა შეძლეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 2 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, გრიგოლ გიორგაძეს გაზეთ „ფონში“ მთავრობის საწინააღმდეგო წერილის მოთავსება ედებოდა ბრალად, რისთვისაც სამოსამართლო პალატამ 4 თვით დააპატიმრა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 2 ნოემბერს შავი ქვის საბჭოს სადგომში დანიშნული იყო ქალთა წრის კრება, რომელსაც ეკატერინე გაბაშვილისა უნდა დასწრებოდა.

1906

ტიპი: ორგანიზაცია

1906 წელს მთავრობამ ელენე ბახტაძის მიერ ხონში დაარსებული პროგიმნაზია დახურა.

1912

ტიპი: გარდაცვალება

1912 წლის 28 ოქტომბერს ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოს საავადმყოფოში ერთი თვის ავადმყოფობის შემდეგ გამოძიებაში მყოფი სევასტი დობორჯგინიძე გარდაიცვალა.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს ამიერკავკასიის საქალაქო სამმართველოს უფროსი იყო გენერალ-ლეიტენანტი პეტრე ანტონის ძე ლაბინსკი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 17 ნოემბრიდან ქუთაისში პეტრე წულუკიძისა და ალექსანდრე შარაშიძის რედაქტორობით ყოველკვირეული სამეურნეო და საზოგადო ჟურნალი „სასოფლო გაზეთი“ უნდა გამოსულიყო.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ედუკსი ალავიძისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების ნამდვილი წევრი იყო.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წელს ხონში ელენე და ილია ბახტაძეების მიერ დაარსებული პირველდაწყებითი სკოლის ბიბლიოთეკას იაკობ გოგებაშვილმა თავისი გამოცემული 71 წიგნი გადასცა.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წელს ელენე ბახტაძემ და ილია ბახტაძემ ხონში ქალ-ვაჟთა პირველდაწყებითი სკოლა დააარსეს, რომელიც შემდეგ პროგიმნაზიად გადაკეთდა. დასავლეთ საქართველოში ასეთი ტიპის სკოლა ერთადერთი იყო, ამიტომ საზოგადოების დიდ ყურადღებას იმსახურებდა.