რეგისტრირებული ფაქტები87845
სორტირება თარიღი მზარდობით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 28 ივლისს ეკატერინე დავითის ასული მიქელაძის თაოსნობით ცხინვალში საქველმოქმედო წარმოდგენა გაიმართა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 28 ივლისს ცხინვალში საქველმოქმედო საღამოზე წარმოადგინეს ილია ჭავჭავაძის „დედა და შვილი" და ავქსენტი ცაგარლის „ბაიყუში".
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის 29 ივლისს გამართულ დურგალთა ამხანაგობა „შრომის" წევრთა კრებაზე აირჩიეს ახალი წევრები: ზაქარია ნაბიჭვრიშვილი, ივანე კუჭაიძე და ბ. ბესოშვილი.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის 29 ივლისს გაიმართა დურგალთა ამხანაგობა „შრომის" წევრთა კრება, რომლის თავმჯდომარე იყო ნ. ელიავა.
1901
ტიპი: ორგანიზაცია
1901 წლის 29 ივლისს გამართულ დურგალთა ამხანაგობა „შრომის" წევრთა კრებაზე აირჩიეს ახალი წევრები: გ. თურმანიძე, ნ. ჩუთლაშვილი, ივანე ტენისოვი.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1901 წლის 31 ივლისს თბილისის მოურავი გიორგი ევანგულოვი ბორჯომიდან თბილისში დაბრუნდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის აგვისტოში ლუარსაბ ბოცვაძის ჯილდოსთვის გაცემული თანხა საზოგადოებამ იაკობ გოგებაშვილის შემოწირულობიდან აიღო.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის აგვისტოში იაკობ გოგებაშვილმა ვლადიკავკაზის სკოლის მზრუნველად პართენ გოთუა წარადგინა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის აგვისტოში თბილისის პირველმა სამკითხველომ სექტემბრისთვის 54 მანეთი და 47 კაპიკი შეინახა. ფაქტი ხელმოწერით ნიკოლოზ ცხვედაძემ დაადასტურა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის აგვისტოში თბილისის მეორე სამკითხველოს შემოსავალი 118 მანეთი და 46 კაპიკი იყო. ფაქტი ხელმოწერით ნიკოლოზ ცხვედაძემ დაადასტურა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიის ინსპექტორად დაინიშნა ბაქოს გიმნაზიის მასწავლებელი ფ. ფეხნერი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ა. გ. მირზაშვილის სასწავლებელმა და პანსიონმა გამოაცხადა მიღება. სწავლა დაიწყებოდა სექტემბერში. ბავშვებს იღებდნენ გიმნაზიის, რეალური და კომერციული სასწავლებლებისათვის მოსამზადებლად.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1901 წლის აგვისტოში თბილისში ჩამოვიდა კომერციული სასწავლებლის დირექტორი ფიშერი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის აგვისტოში კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ გოლიცინი და მთავარმართებლის თანაშემწე ალექსანდრე ფრეზე ბათუმიდან თბილისში დაბრუნდნენ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის აგვისტოში თბილისის სახაზინო პალატამ დაადგინა, ქალაქის თვითმმართველობის ზოგიერთი მსახურისთვის გადაეხდევინებინა კანონით დაწესებული გადასახადი თანამდებობაზე დანიშვნის დროს. გიორგი ევანგულოვს უნდა გადაეხადა 500, გამგეობის წევრად ნამყოფ ქრისტეფორე ვერმიშევს – 250 მანეთი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის აგვისტოში ინჟინერმა ტიგრან ენფიანჯიანცმა ტყისა და ბაღების გამშენებელი კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე ქალანთართან ერთად დაათვალიერა აშკარეთის წყაროები. ენფიანჯიანცის ვარაუდით კუკიის მინდვრების მოსარწყავად წყლის გაყვანა 60 000 მანეთი დაჯდებოდა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს მთავრობის გადაწყვეტილებით სიმონ ლორთქიფანიძე ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლად დაინიშნა.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1901 წლის აგვისტოში თბილისის გუბერნიის ექიმის თანაშემწე გიორგი ბროძელი დუშეთიდან თბილისში დაბრუნდა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს სომეხთა კათალიკოსმა მკრტიჩ პირველმა თანამდებობიდან გადააყენა საქართველო-იმერეთის სომეხთა ეპარქიის უფროსი, არქიეპისკოპოსი გეორქ სურენიანცი და ეჩმიაძინში დაიბარა.

