საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80992

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს ლევ ტროცკი სამხედრო-სახალხო კომისრად დაინიშნა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 22 მარტს გაზეთ „კომუნისტში“ განათლების კომისარ ალექსანდრე სვანიძის ხელმოწერით გამოქვეყნდა განცხადება, რომლის თანახმადაც კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაციები ვალდებული იყვნენ, განათლების კომისარიატს დამორჩილებოდნენ.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის 21 მარტს მუშაობას შეუდგნენ ჯანმრთელობის სახალხო კომისრის მოადგილე პოლიევქტო კიკალიშვილი და მდივანი ელიაშვილი.

1921

ტიპი: ნასამართლეობა

1921 წლის 26 მარტის გაზეთ „კომუნისტის“ ცნობით, 23 წლის პავლე პეტრეს ძე რაზავისს, იმავე „რასტემინს", ბრალად ედებოდა პატიმრების ცემა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის საგანგებო დანიშნულების ნაწილი შეიქმნა, რომლის უფროსადაც მიხეილ (ვალოდია) ხუტულაშვილი დაინიშნა. მას სამხედრო საქმეთა კომისრისა და არმიის უფროსის მოადგილის უფლებები მიენიჭა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს სერგო ქავთარაძე რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა, ხოლო ალექსანდრე სალარიძე — მდივნად.

1877

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1877 წლის 1-ელ ან 11 მაისს ქუთაისში დაიბადა ბუდიონ (პოლიკარპე) გურგენის ძე მდივანი, იგივე ბუდუ მდივანი.

1899

ტიპი: განათლება

1899 წლის აპრილში ბუდუ მდივანი მოსკოვის უნივერსიტეტიდან გარიცხეს.

1904

ტიპი: ნასამართლეობა

1904 წელს ბუდუ მდივანი დააკავეს და აღმოუჩინეს „პროლეტარების ბრძოლის" ფურცლები, ის იყო პროკლამაციების მთავარი გამავრცელებელი ხონსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე. ამ პერიოდიდან მდივანი ეწეოდა რევოლუციურ მოღვაწეობას.

1925

ტიპი: ნასამართლეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სახალხო კომისარიატთან არსებული ,,მავნე პირთა ადმინისტრაციული წესით გადამასახლებელი კომისიის” დადგენილებით, საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის ქალაქ თბილისიდან 1925 წლის 4 ივლისისათვის „გაუსწორებელი და საზოგადოებისთვის მავნე ელემენტები“ გადასახლებულნი არიან საქართველოს ფარგლებიდან 3 წლის ვადით.

პირები
სონია ასლამაზაშვილისა ალექსანდრე ივანეს ძე ნაუმოვი ალი კიზიმ-ოღლი კუბანოვი მარია ამილინოვის ასული კლუკინოვისა (ლუკინოვისა) მურაჯ თეჯო ოღლი რაშოევი მარია ავდოტის ასული შუნისა (ხარკოევსკაია, მალაევისა) იუნუსა ია-ოღლი ხალილოვი (ბაბაევი) გრიგორ ივანეს ძე სოკოლო ალი ისკანდერ ოღლი მიხეილ სერგოს ძე ჟუკოვი რუბენა გეორგის ძე გრიგოროვი მელიქსედ როსტომის ძე გეოჯიანი მიხეილ ვასილის ძე ჩევარდოვი ნიკოლოზ გიორგის ძე ყასაბიანი კონსტანტინე თედორეს ძე დონსკოი კონსტანტინე მიხეილის ძე ბორისოვი პეტრე ივანეს ძე ივანოვი გეურქ ათამესის ძე კატაჯიანცი სერგო გრიგორის ძე მანუკა მიხეილ ალექსანდრეს ძე ოდეშელიძე (გოძელაური) სიმონ ილიას ძე შაბანოვი ვლადიმერ ვასილის ძე მირონენკო ტატიანა აბრამის ასული კაზლოვისა მარიამ ალექსანდრეს ასული კუზნეცოვისა სედრაკ გრიგორის ძე პეტროსიანი ანა ბრონისლავის ასული სავიცკისა მიკიჩ პაპიკის ძე ნაზაროვი ტოროსი ეგნატეს ძე ტოროზოვი შაინ ავეტის ძე კაზაროვი ვართანა ეფრემის ძე მოსესოვი ჩატო-ოღლი ალო-უსოვი გეურქ ათანასეს ძე პეტროსოვი მიკირტიჩ მარტიროსის ძე ჯაგაცკანინანცი გარსევან ალექსანდრეს ძე ამბარცუმოვი ტესოვ იოსების ძე არჟანიანი ვასკეს ალექსის ძე არუთინოვი ალი ჰუსეინ-ოღლი გაიკ კარაპეტის ძე მირზოიანი მამედ ალი ოღლი სარქის მნაცაკანის ძე კაზაროვი ალ. ანდრიას ძე კარპოვი პავლე ვავილონის ძე ლეიკინი ვასილ დიმიტრის ძე ბელოვი
წყარო

1934

ტიპი: თანამდებობა

1934 წელს სტეფანე ბროდოვსკი ლატვიაში სსრკ-ის სრულუფლებიანი წარმომადგენელი იყო.

1934

ტიპი: ღონისძიება

1934 წელს საბჭოთა კავშირის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა სტეფანე ბროდოვსკიმ და პრემიერმა კარლ ულმანისმა ერთმანეთს გადასცეს 4 აპრილს მოსკოვში ხელმოწერილი ოქმის სარატიფიკაციო სიგელები, რომლის მიხედვითაც სსრკ-სა და ლატვიას შორის დადებულ თავდაუსხმელობის პაქტს 10 წლით უგრძელდებოდა ვადა.

1934

ტიპი: ავტორობა

1934 წლის პირველი ივნისის ცნობით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ თეფიკ რუშტი ბეის განაცხადებით, მისი ქვეყანა ერთა ლიგაში საბჭოთა კავშირის შესვლის შესაძლებლობას მიესალმებოდა.

1934

ტიპი: თანამდებობა

1934 წელს ერმილე ბედია იყო საკავშირო კ პ.(ბ) ა -კ სამხარეო კომიტეტის კულტურისა და ლენინიზმის პროპაგანდის განყოფილების გამგე.

1934

ტიპი: თანამდებობა

საკავშირო კპ (ბ) ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის დადგენილებით, გაზეთის "На рубеже востока" დაუდევარი გაძღოლისა და მასში დაშვებული შეცდომებისათვის გაზეთის რედაქტორი დუდუჩავა სამსახურიდან მოხსნეს. გაზეთის ხელმძღვანელად შეთავსებით დაამტკიცეს ვ. გრიგორიანი.

1934

ტიპი: თანამდებობა

1934 წელს მაქსიმილიან როზენცვეიგი ამიერკავკასიის რკინიგზის უფროსი იყო.

1934

ტიპი: თანამდებობა

1934 წელს თბილისის საბჭოს პლენუმმა საბჭოს წინაშე მდგარი ამოცანების არაბოლშევიკურად გადაჭრისთვის თანამდებობიდან გაათავისუფლა ბაგრატ მაჩაიძე და თბილისის საბჭოს თავმჯდომარედ აირჩია ვალერიან ბაქრაძე.

1934

ტიპი: თანამდებობა

1934 წელს ი. ჩიაევი სამხრეთ ოსეთის გზატრანსის უფროსი იყო.

1927

ტიპი: ღონისძიება

1927 წელს გერმანე მათითაშვილმა ბუდიონ მდივანს ტროცკისტული ორგანიზაციების მიზნების შესახებ მიხეილ ოკუჯავას სახლში მოხსენების წაკითხვა სთხოვა. შეხვედრაზე მდივანმა განაცხადა, რომ სპარსეთიდან დაბრუნების შემდეგ სტალინი მოინახულა და დაჰპირდა მას, რომ საკუთარ შეხედულებებს გადახედავდა, მაგრამ ამის ნაცვლად პირდაპირ ტროცკის ესტუმრა და დაწვრილებით გააცნო სტალინთან მოლაპარაკების საკითხები.

1937

ტიპი: ორგანიზაცია

1937 წელს მალაქია ტოროშელიძის აღიარებითი განცხადებიდან ირკვევა, რომ ტროცკისტებსა და ნოე ჟორდანიას შექმნილი ჰქონდათ საქართველოს ნაციონალური ცენტრის ბლოკი, რომელშიც ერთიანდებოდნენ ანტისაბჭოური პარტიის წარმომადგენლები.

1937

ტიპი: ღონისძიება

1937 წელს მალაქია ტოროშელიძის აღიარების მიხედვით, საქართველოს ნაციონალური ცენტრის ბლოკის ერთ-ერთ შეხვედრას, რომელიც კერძო ბინაზე ჩატარდა, ნოე ჟორდანიას დავალებით ნიკოლოზ ელიავა დაესწრო.

1934

ტიპი: ავტორობა

1934 წელს ევგენი ხარაძემ დაბა აღობილში აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მშენებლობასა და ამ ობიექტის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

1934

ტიპი: თანამდებობა

ა. კეკელია 1934 წელს საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) ცენტრალური კომიტეტის სასოფლო-სამეურნეო განყოფილების გამგე იყო.

1934

ტიპი: თანამდებობა

1934 წელს სანდრო ახმეტელი რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო.

1934

ტიპი: ავტორობა

1934 წლის 14 ივნისს გაზეთ „კომუნისტში“ თეატრის კრიტიკოსი ანატოლი გლებოვი რუსთაველის თეატრის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სტატიაში წერდა, რომ სანდრო ახმეტელი საჯარო გამოსვლებში კულტურის კლასობრივი რაობისადმი არასაკმარის ყურადღებას ამჟღავნებდა.