საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87845

1846

ტიპი: თანამდებობა

1847 წელს კოლეგიის მრჩეველი, თავადი გიორგი ოსიპის ძე ბებუთოვი იმერეთის ვიცე-გუბერნატორის მრჩეველი იყო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის მარტში თბილისის სარევიზიო კომისიის წევრებმა ი. გ. მელიქოვმა და გ. მ. კოლუბანსკიმ შეიტყვეს, რომ დუქნებში ვაჭრები შეუმოწმებელ და დაუბეჭდავ სასწორის ქვებს ხმარობდნენ, რითაც მყიდველებს ზარალს აყენებდნენ. მათ აგენტებს უბრძანეს, ყურადღება მიექციათ ვაჭრებისთვის, რომ ყალბი სასწორებით ვაჭრობა აღარ გაგრძელებულიყო.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 4 ნოემბერს გამოძიებაში მყოფი მინადორა კუჭუხიძისა ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოდან გაგზავნეს ზუგდიდის სამაზრო სატუსაღოში, სადაც მისი საქმე ოლქის სასამართლოს უნდა განეხილა.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს კავკასიის რწმუნებულის საქალაქო კანცელარიის განყოფილების ეგზეკუტორი იყო კოლეგიის მდივანი ივანე სიმონის ძე კონშენკო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ბაქოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შენობაში გამართულ საკვირაო სკოლაში 28 ოქტომბერს დაიწყო სწავლა. პირველ და მეორე ჯგუფებში ალ. წულუკიძისა და მარიამ ჩიხლაძე ასწავლიდნენ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 30 ნოემბერს ქუთაისში უნდა გაემართათ შორაპნის მაზრის შავი ქვის მრეწველთა კრება აბრამ გრიგოლის ძე ცეიტლინის თავმჯდომარეობით.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს, ვალერიან შალიკაშვილის წასვლის შემდეგ, დავით გამყრელიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატულ კომიტეტში რეჟისორად მუშაობდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატულმა კომიტეტმა ზედმეტი ხარჯის გამო 302.52 მანეთით იზარალა. ფაქტი ხელმოწერით იოსებ დადიანმა დაადასტურა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატული კომიტეტის შემოსავალი 8433.82 მანეთი იყო, ხარჯი — 9324.05 მან. ნაკლული ხარჯი გამგეობამ ნასესხები ფულით აანაზღაურა. ფაქტი ხელმოწერით იოსებ დადიანმა დაადასტურა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატულმა კომიტეტმა ბაქოში 29 წარმოდგენა გამართა. ღონისძიებებს ჯამში 9979 ადამიანი დაესწრო. თითოეულ წარმოდგენას კი საშუალოდ – 340-350 მაყურებელი. ფაქტი ხელმოწერით იოსებ დადიანმა დაადასტურა.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ვალერიან შალიკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატული კომიტეტის რეჟისორის თანამდებობა ავადმყოფობის გამო დატოვა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1896 წლის 23 დეკემბერს შტატგარეშე მღვდელი მიხეილ ირემაშვილი კუცხოეთის სამრევლოში დაინიშნა.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846-1847 წლებში შტაბს-კაპიტანი იოსებ მოსეს ძე ამაშევი იყო ზეპირი თარჯიმანი კავკასიის რწმუნებულის კანცელარიის დიპლომატიურ კორპუსში.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 6 ნოემბერს ქართული დრამატული საზოგადოების დასმა მაკო საფაროვას, ელისაბედ ჩერქეზიშვილის, ალექსანდრა კარგარეთელის, ვასო აბაშიძის, სვიმონ სვიმონიძის, გედევან გედევანოვის, კოტე შათირიშვილისა და კანდელაკის მონაწილეობით სპექტაკლი „ცოლ-ქმრობის წინააღმდეგ“ დადგა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 28 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ბეგლიარ ავაკიანცი საათების სახელოსნოში მუშაობდა.

1897

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1897 წლის იანვარს თავადის მეუღლეს, ეკატერინე ერისთავს მწყემს-მთავრული მადლობა გამოეცხადა დიდი მეჯვრისხევის დასახმარებლად გაღებული შეწირულობისთვის.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს ლეიტენენტი დიმიტრი ვახტანგის ძე ერისთავი და გუბერნიის მდივანი ოტია ვახტანგის ძე ნიჟარაძე თავადაზნაურობის კვოტით ქუთაისის საგუბერნიო სასამართლოს ნაფიცი ვექილები იყვნენ.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს პავლე ვარლამოვი და აკოფ ილიდრამოვი ვაჭრების კვოტით ქუთაისის საგუბერნიო სასამართლოს ნაფიცი ვექილები იყვნენ.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს ტიტულოვანი მრჩეველი ეფრემ იგორის ძე წერეთელი ქუთაისის საგუბერნიო სასამართლოს მდივნად მუშაობდა.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს კოლეგიის რეგისტარატორი ნიკოლოზ გრიგოლის ძე ერისთავი ქუთაისის საგუბერნიო სასამართლოს მდივნად მუშაობდა.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს კოლეგიის მდივანი ანდრეი ივანეს ძე მერკულოვი ქუთაისის საგუბერნიო სასამართლოს მდივნის თანაშემწედ მუშაობდა.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს გუბერნიის მდივანი დიმიტრი თეოდორეს ძე საფრონსკი ქუთაისის საგუბერნიო სასამართლოს მდივნის თანაშემწედ მუშაობდა.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს სემიონ ივანეს ძე მესხი, ბესარიონ ანდრიას ძე ხელთუნოვი და გიორგი ზურაბის ძე იოსელიანი ქუთაისის საგუბერნიო სასამართლოს კანცელარიაში მუშაობდნენ.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს კოლეგიის რეგისტრატორი გიორგი კონსტანტინეს ძე ნიჟარაძე ქუთაისის საგუბერნიო სასამართლოს პროტოკოლის თანამშრომელი იყო.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს გუბერნიის მდივანი გრიგოლ სიმონის ძე წულუკიძე ქუთაისის საგუბერნიო სასამართლოში თარჯიმნად მუშაობდა.