რეგისტრირებული ფაქტები88873
სორტირება თარიღი მზარდობით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 17 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც 10-დან 17 დეკემბრამდე საზოგადოებას 22564.82 მანეთი ჰქონდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ზაქარია ფალიაშვილს წიგნების საფასური 200 მანეთი გადასცეს.
1901
ტიპი: ავტორობა
1901 წლის 17 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის თანახმად, თბილისის მეორე სამკითხველოს ნოემბერში ნაშთის სახით – 63.31, მკითხველთაგან – 3.25, საზოგადოების წევრებისგან კი 15 მანეთი ჰქონდა მიღებული. ფაქტი ხელმოწერით ნიკოლოზ ცხვედაძემ დაადასტურა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 17 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც თბილისის პირველ სამკითხველოს იმავე წლის ნოემბერში 48 მანეთი და 12 კაპიკი ჰქონდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 17 დეკემბერს სალომე ჯანდიერმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებას 31.36 მანეთი შესწირა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 17 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც 1901 წლის ნოემბერში თბილისის პირველ სამკითხველოს ნაშთის სახით — 35 მანეთი და 92 კაპიკი, მკითხველთაგან — 8 მანეთი და 80 კაპიკი, დღიური შემოსავლის სახით კი — 3 მანეთი და 40 კაპიკი ჰქონდა მიღებული.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ბეგოიძეს წიგნებზე მუშაობისთვის 35 მანეთი გადაუხადეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ზაქარია გრიქუროვს წიგნებზე მუშაობისთვის 200 მანეთი გადაუხადეს.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის 17 დეკემბერს გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის თანახმად, ნიკო ჯანაშვილი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მასწავლებელი იყო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა გრიგოლ ყიფშიძეს დავით კლდიაშვილის მოთხრობების კორექტირებისთვის 10 მანეთი გადაუხადეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 38-ე სხდომას დაესწრნენ: დავით კარიჭაშვილი, ივანე გომართელი, ივანე რატიშვილი და საზოგადოების სხვა წევრები.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 38-ე სხდომას დაესწრნენ: კონსტანტინე ჯაფარიძე, გიორგი დეკანოზიშვილი, ნიკოლოზ ელიავა და საზოგადოების სხვა წევრები.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 38-ე სხდომას დაესწრნენ: ნიკოლოზ ცხვედაძე, პეტრე მირიანაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, იაკობ ღულაძე და საზოგადოების სხვა წევრები.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 38-ე სხდომას დაესწრნენ კონსტანტინე ჯაფარიძე, გიორგი დეკანოზიშვილი, ნიკოლოზ ელიავა და საზოგადოების სხვა წევრები.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 17 დეკემბერს თბილისის საბჭოს სხდომაზე განსახილველ საქმეთა შორის იყო ნიკოლოზ ზუბალაშვილის სახელობის ღარიბთა თავშესაფრის აშენების საკითხი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 19 დეკემბერს თბილისის გამგეობაში გაიმართა თბილისის სასწავლებელთა გამგე-კომისიისა და ქალაქის გამგეობის გაერთიანებული კრება, რომელზეც განიხილეს კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველის, ნ. რ. ზავადსკის წინადადება თბილისის სახელოსნო სასწავლებლის ნაკლულოვანებათა გასწორება-მოსპობის შესახებ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 19 დეკემბერს, სომეხი მწერლის, ღევონდ ალიშანის გარდაცვალების 40 დღის თავზე, კათოლიკეთა პეტრე-პავლეს ტაძარში ჩატარდა წირვა და პანაშვიდი, რომელსაც ბევრი ადამიანი დაესწრო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 19 დეკემბერს თბილისის გამგეობის დარბაზში გამართულ თბილისის სასწავლებელთა გამგე-კომისიისა და ქალაქის გამგეობის გაერთიანებულ კრებაზე განიხილეს კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველ ზავადსკის წინადადება თბილისის სახელოსნო სასწავლებლის ნაკლულოვანებათა გამოსწორების შესახებ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 20 დეკემბრიდან 1902 წლის 20 ივნისამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ფოტოგრაფიის ქირა 1000 მანეთი უნდა გადაეხადა. ფაქტი ხელმოწერით დაადასტურეს: იაკობ ღულაძემ, ნიკოლოზ ელიავამ, კონსტანტინე ჯაფარიძემ და სხვა წევრებმა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 20 დეკემბრიდან 1902 წლის 20 ივნისამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ფოტოგრაფიის ქირა 1000 მანეთი უნდა გადაეხადა. ფაქტი ხელმოწერით დაადასტურეს: ივანე რატიშვილმა, გიორგი დეკანოზიშვილმა, ივანე გომართელმა და სხვა წევრებმა.

