რეგისტრირებული ფაქტები87825
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წელს გედეონ მეფარიშვილი სალხინოს ორკლასიანი სამრევლო სკოლის მასწავლებელი იყო.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 13 ნოემბერს თბილისის მატარებლის სადგურზე რკინიგზის თანამშრომელ დავით თომაშვილს ფეხებზე მატარებელმა გადაუარა. ის სამკურნალოდ რკინიგზის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლიდან ყოველკვირეულ ჟურნალ „მეურნის“ გამოწერა მსურველებს საჩხერეში ყარამან ტარიელის ძე ჩხეიძესთან შეეძლოთ, ხიდისთავში – სიო გიორგის ძე ბერიძესთან.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წელს ევსევი ავალიანი სალხინოს ორკლასიანი სამრევლო სკოლის მასწავლებელი იყო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლიდან ყოველკვირეულ ჟურნალ „მეურნის“ გამოწერა მსურველებს ხონში ილია ალექსის ძე წულუკიძესთან შეეძლოთ.
1897
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1897 წლის 19 აგვისტოს თბილისელმა ვაჭარმა, სიმონ მატინიანცმა გამოაცხადა, რომ არშაკ ხეჩატუროვმა ძალა იხმარა ცამეტის წლის სერგო ნადირაძეზე, რომელიც შორაპნის მაზრაში ცხოვრობდა.
1897
ტიპი: ნასამართლეობა
1897 წლის 4 სექტემბერს დუშეთში, თბილისის ოლქის დროებით განყოფილებაში უნდა გაერჩიათ დავით კეზელისა და ალექ. მახარაშვილის საქმე, რომელთაც შაბურიშვილის მკვლელობაში ედებოდათ ბრალი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 27 აგვისტოს ქართულ თეატრში ქართველ სტუდენტთა დასახმარებლად დაიგეგმა წარმოდგენა „ციმბირელი“, რომლის რეჟისორიც ვასო აბაშიძე იყო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წელს „ცნობის ფურცელზე“ ხელმოწერა რედაქციის გარდა ექვთიმე ხელაძის სტამბის კანტორაშიც შეიძლებოდა.
1897
ტიპი: გარდაცვალება
1897 წლის 3 ნოემბერს ბ. სერებრიაკოვის ხე-ტყის ქარხანაში ამ ქარხნის მუშა, ა. ჯანელიძე მანქანამ ჩოხის კალთით ჩაითრია. მან უბედური შემთხვევის შემდეგ სამი საათიღა იცოცხლა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის დეკემბერში ვედენეევის მიერ გამოცემული ბრძანების თანახმად კონდუქტორებისთვის ხელფასი ყოველ თვე, ათიდან თორმეტ რიცხვამდე უნდა გადაეხადათ. ეს განკარგულება არ სრულდებოდა და კონდუქტორებს ხელფასისთვის ოცდახუთ რიცხვამდეც კი უწევდათ ლოდინი, რის გამოც ფინანსურ პრობლემებს აწყდებოდნენ ხოლმე.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 23 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ განცხადების მიხედვით, ქართული თეატრის ამხანაგობის გამგეობა დამდეგი სეზონისთვის სცენისმოყვარეებს ძალების გამოსაცდელად იწვევდა. მსურველებს პავლე როსტომის ძე ყიფიანისთვის უნდა მიემართათ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 2 მარტს გორის მაზრის უფროსი თანაშემწე გიორგი ლევანის ძე ჯანდიერი გაუძღვა დოესში სოფლის ყრილობას, რათა გამოეძიებინა, ვინ წაუკიდა ცეცხლი ნიკოლოზ ციციშვილის სახლს. ჯანდიერი ყრილობის მსვლელობის დროს დამსწრეების გამოტეხას ცდილობდა, თუმცა ვერაფერს გახდა.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წელს თეოფანე ივანეს ძე ნადირაძე სალხინოს ორკლასიან სამრევლო სკოლაში საღვთო სჯულს ასწავლიდა.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წელს ევსევი ავალიანი სახლინოს ორკლასიანი სამრევლო სკოლის მასწავლებლობიდან გაათავისუფლეს.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის აპრილში პიპინია მიქელაძე სალხინოს ორკლასიანი სამრევლო სკოლის ეზოში ვენახის დარგვას დაესწრო.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წელს სალხინოს სკოლის მასწავლებლებმა ევსევი ავალიანმა და გედეონ მეფარიშვილმა ქუთაისის სასულიერო საეპარქიო საბჭოს სკოლისთვის შემწეობა სთხოვეს. საბჭომ სკოლას ვაზისა და ხეხილის შესაძენად 50 მანეთი მისცა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 24 ნოემბერს ქართული დრამატული საზოგადოების დასმა დადგა სპექტაკლი „ურიელ აკოსტა“, რომელშიც მონაწილეობდნენ: ბარბარე ავალიშვილისა, თამარა ივანიძე, ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, კოტე ყიფიანი, სვიმონ სვიმონიძე, გედევან გედევანოვი, კოტე მარჯანიშვილი, ვიქტორ გამყრელიძე, კანდელაკი, ადამიძე, ივანე კარბელი და სხვ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში ქართული დრამატული საზოგადოების დასის მიერ დადგმული სპექტაკლის „ურიელ აკოსტა“ რეჟისორი იყო ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, ხოლო ადმინისტრატორი – კ. შათირიშვილი.
1896
ტიპი: გარდაცვალება
1896 წლის 20 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ საშუალებით ეკატერინე პეტრიაშვილისამ და ზაქარია ჩხიკვაძემ ნათესავებს დეკანოზ გროგოლ პეტრიაშვილის გარდაცვალება შეატყობინეს.
1897
ტიპი: მფლობელობა
1897 წლის პირველი სექტემბრიდან ქუთაისში ფუნქციონირებდა სასწავლებელი და საყმაწვილო ბაღი, რომელიც იოსებ ოცხელს ეკუთვნოდა.

