საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87767

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ა. ე. არნგოლდმა კავკასიის სამედიცინო საზოგადოებას წარუდგინა თავისი ჩანაწერები სამხედრო-საველე პრაქტიკიდან.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 28 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ახლად გადმოკეთებული რუსულ-ქართული ლექსიკონის ავტორი იყო დავით იესეს ძე ჩუბინოვი.

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წლის 24 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ალექსანდრე სოლომონის ძე როინაშვილი იყო პეტერბურგის არქეოლოგიური საზოგადოების წევრი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 25 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პატიმარი გრიქორ მიკირტიჩიანი გაიქცა მძიმე ავადმყოფებისთვის განკუთვნილი ახალქალაქის ციხიდან.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა თბილისის საქალაქო გამგეობის განცხადება, რომ 23 ნოემბერს საქალაქო სახლის ზემო სართულზე, ერევნის მოედანზე, დილის 9 საათზე დანიშნული იყო მესამე რიგის ხმოსანთა არჩევნები, რომელიც სამწლიანი იყო 1887-1890 წლამდე. განცხადებას ხელი მოაწერა გამგეობის წევრმა ხოსროევმა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ახალგაზრდა მხატვარმა გიორგი ივანეს ძე გაბაშვილმა ვარძიის მონასტერში ნახა საფარის ტაძარი, რომლის სილამაზითაც აღფრთოვანებული დარჩა. იშვიათად ნაგები ხელოვნების ნიმუში უწოდა და სამომავლოდ გადაწყვეტილი ჰქონდა რუსი მხატვრების ჩამოყვანა, რათა მათთვის ეჩვენებინა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 14 სექტემბერს უნდა გამართულიყო ქართული დრამატული დასის პირველი წარმოდგენა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა, მარიამ მიხეილის ასული საფაროვისა, ელისაბედ ალექსანდრეს ასული ჩერქეზიშვილისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსეევ-მესხიევი, ვალერიან ლევანის ძე გუნია, ალექსანდრე ნებიერიძე, კ. მაქსიმიძე და სხვ. დასი რუსულიდან თარგმნილ კომედიას „ეხლანდელი სიყვარული“ და დავით სოსლანის „სცენა მომრიგებელ მოსამართლესთან“ წარმოადგენდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქართული დრამატული დასის რეპერტუარში შედიოდა პეტრე იოსების ძე უმიკაშვილის კომედია „ოინი“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქართული დრამატული დასის რეპერტუარში შედიოდა ეკატერინე რევაზის ასული თარხნიშვილი-გაბაშვილის პიესა „ბედი მუხთალია“ .

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქართული დრამატული დასის წევრი იყო კ. მაქსიმიძე.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, დავით მერაბის ძე გამყრელიძე (აწყურელიქართული დრამატული დასის წევრი იყო.

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქართული დრამატული დასის წევრი იყო ვასილ ალექსის ძე აბაშიძე.

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქართული დრამატული დასის წევრი იყო ნინა ივანეს ასული ლორის-მელიქოვისა.

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქართული დრამატული დასის წევრი იყო ელისაბედ ალექსანდრეს ასული ჩერქეზიშვილისა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 25 მაისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ილია ლუკას ძე ბახტაძის (ხონელის) „საკვირაო სხარტულა“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 25 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მოსე გიორგის ძე ჯანაშვილის მიერ შედგენილი წიგნი „მერცხალი“ იყიდებოდა თბილისში ზაქარია პეტრეს ძე გრიქუროვისა და გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანის წიგნის მაღაზიებში, ქუთაისში – ვ. ჭილაძესთან, თელავში – ვ. როსტომაშვილთან, სიღნაღში – ვ. ქიტიაშვილთან, სურამში – ა. ქარსიძესთან, ფოთში – ხუმარაძესთან. წიგნის ფასი 7 კაპიკი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 25 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მოსე გიორგის ძე ჯანაშვილმა შეადგინა წიგნი „მერცხალი“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 25 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ვაჟა-ფშაველას ფელეტონი „სიმღერა“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 25 მაისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ვაჟა-ფშაველას „მთიელის უბედურება“ და „ამ დროს სტუმარი მოვიდა“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 25 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ისაკ დავლაშერიძემ სოფ. ვარგაში მცირეწლოვან ელისაბედ თომასოვისაზე ძალადობა სცადა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 26 მაისს კავკასიის სამეურნეო საზოგადოებაში ვიქტორ დინგელშტეტი მოხსენებას წაიკითხავდა თბილისში სამეურნეო გამოფენის გამართვის შესახებ. ეს გამოფენა ვაჭრობისა და მრეწველობის საქმიანობის ხელშემწყობი და გამავრცელებელი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 23 მაისს თბილისის საგუბერნიო ციხის პატიმრებს ფერიძესა და სხვებს გაპარვა გადაუწყვეტიათ. მათ ტახტის ქვეშ სამი კაცის სიმაღლის ოდენობა გაუთხრიათ, რაც ციხის ზედამხედველმა აღმოაჩინა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 25 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, დაიბეჭდა და მაღაზიებს გასაყიდად დაურიგდა რაჟდენ სოლომონის ძე ჯაჯანაშვილის მიერ შედგენილი „კრებული არითმეტიკის ამოცანებისა“. წიგნის ფასი 30 კაპიკი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 25 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მარიამ კოსიჩენკო გამოჯანმრთელდა და თავს კარგად გრძნობდა. მან თავის მოწამვლა პირადი ურთიერთობის მიზეზით სცადა.

1886

ტიპი: ნასამართლეობა

1886 წლის 21 მაისს ახალგაზრდა გოგონას გაუპატიურებაში ბრალდებულ დავით ჯავახოვს თბილისის საოლქო სასამართლომ 15 წლიანი კატორღა მიუსაჯა.