საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87764

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 4 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ობერ-პროკურორმა კ. პ. პობედონოსცევმა ავადმყოფობის გამო ყველა საქმეში მონაწილეობაზე უარი თქვა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 4 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ვარიან მანუკოვი ვერცხლის ქამრის ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 4 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სამოსამართლო პალატამ კონსტანტინე ამაშუვეცს რკინიგზის ფულის გაფლანგვის ბრალდებით 8 წელი მიუსაჯა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 4 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, საათსაზოვი, ზაგინიანცი, კატანიანცი, სალამბეკიანცი, აბრამიანცი, ტერ-ჯანიანცი და მამულოვი თბილისის მოქალაქეთა რწმუნებულებად აირჩიეს.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 4 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ალექსანდრე სარიბეკოვი და ივანე ზურაბოვი ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 4 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მ. დიაკონაშვილმა, ს. კოროშვილმა, დავით ხეთაგურმა, მ. კუმარიტაშვილმა და ჯონგობეგაშვილმა ადგილობრივებს ხეები არ მიუტანეს და თანხები მიითვისეს.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 4 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ანდრია ჟვანიას საქმე თბილისის ოლქის სასამართლოზე განიხილებოდა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 4 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, პაპიოტ მირანდოვი მატარებლის ვაგონებს შორის ჩავარდა და ფეხი მოიტეხა. დაშავებული რკინიგზის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 4 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სასამართლო პალატამ ბეგლარ ზაქრაძეს 5 წლით, ერემია ჯიგველაშვილს და სერგო ნიკურაძეს 10-10 წლით, ხოლო დავით კობალაძეს 8 წლით კატორღაში გაგზავნა მიუსაჯა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 4 თებერვლის „ცნობის ფურცელში“ ალექსანდრე იესეს ძე ფავლენიშვილი მადლობას უხდის ყველა იმ პირს, ვინც კოლა იასეს ძე ფავლენიშვილის გარდაცვალების გამო მას სამძიმარი გამოუცხადა.

1905

ტიპი: გარდაცვალება

1905 წლის 4 თებერვლის „ცნობის ფურცლში“ ოლგა ივანეს ასული ნათაძე, ივანე სერგეის ძე, გიორგი ივანეს ძე, თამარა და ელენე ივანეს ასული ხაჩატიევები ნათესავებს აუწყებდნენ, რომ გარდაიცვალა ნინა ფეოფინის ასული ხაჩატიევი. გამოსვენება შაბათს, 5 თებერვალს, სამების ეკლესიიდან. დაკრძალვა კუკიის წმინდა ნინოს სასაფლაოზე.

1905

ტიპი: გარდაცვალება

1905 წლის 8 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, 6 თებერვალს არალი არუთინიანცს ფეხი აუცდა, ვაგონებს ქვემოთ ჩავარდა და გარდაიცვალა.

1905

ტიპი: გარდაცვალება

1905 წლის 7 თებერვლის გაზეთ „ცნობის ფურცელში“ მარიამ დავითის ასული გიგაძე ნათესავებს მეუღლის, ზაქარია ივანეს ძე გიგაძის გარდაცვალებას აუწყებს. გამოსვენება 7 თებერვალს, პრიუტის ქუჩა N 5-დან იყო დაგეგმილი.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის 7 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გომელაური თბილისის მეშვიდე ნაწილის ბოქაული იყო.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის 7 დეკემბრის გაზეთ „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ბაჩურინი თბილისის მეოთხე ნაწილის ბოქაული იყო.

1905

ტიპი: გარდაცვალება

1905 წლის 7 თებერვლის გაზეთ „ცნობის ფურცელში“ თამარ ივანეს ასული სუმბათაშვილი და დარია გულბაათის ასული სუმბათაშვილი ზაქარია მიხეილის ძე სუმბათაშვილის გარდაცვალებას იუწყებოდნენ. დაკრძალვა ნავთლუღში, საგვარეულო აკლდამაში გაიმართებოდა.

1905

ტიპი: გარდაცვალება

1905 წლის 8 თებერვლის გაზეთ „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, რევაზ ბაკურაძის ეტლმა სარქის ბაბაევს გადაუარა და მოკლა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 8 თებერვლის გაზეთ „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ალექსანდრე სტაფილოვმა ცოლად მოყვანის მიზნით ლიზა ჭულარაევი მოიტაცა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 8 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, იოსებ ბაბანიძეს და დავით პაპოვს თელავში ჩხუბი მოსვლიათ. პაპოვი მძიმედ დაშავდა და მეორე დღეს გარდაიცვალა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 8 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მახარობლიძე, ტერ-გუკასოვი, კიპრიზოვი, ბაღდასაროვი, ოქროპირიძე, ხაზარიანცი, მ. ე. ჩიმიშკიანცი და დოვლათბეკოვი თბილისის მოქალაქეთა რწმუნებულებად აირჩიეს.

1905

ტიპი: გარდაცვალება

1905 წლის 8 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ოდინა, გაგა, გიორგი, ვეფხვია, სამძინარა, ბუბა, თამარი, ძილა და მზექალა ბურდულები ხევსურეთში ზვავის ჩამოწოლას ემსხვერპლნენ.

1905

ტიპი: გარდაცვალება

1905 წლის 22 თებერვლის გაზეთ „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მალაქია გრიგორის ძე ცაგარეიშვილი ბაქოში მოკლეს.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 22 თებერვლის გაზეთ „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ლეონიდ ნიკოლოზის ძე ანდრეევი და სტეფან პეტროვი (სკიტალეცი) დააპატიმრეს.

1905

ტიპი: გარდაცვალება

1905 წლის 8 თებერვლის „ცნობის ფურცელში“ პეტრე გრიგორის ძე უზნაძე, ნინო გრიგორის ასული ანანიევა და სალომე ნიკოლოზის ასული უზნაძე მამიდის, ეფემია (ელენე) იოსების ასულ შიშნიევის გარდაცვალებას იუწყებოდნენ. დაკრძალვა 10 თებერვალს სოფელ ხურვალეთში გაიმართებოდა.

1905

ტიპი: გარდაცვალება

1905 წლის 11 თებერვალს ბოყვის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელ­ი სიმონ იოანეს ძე ჯაფარიძე გარდაიცვალა.